სხვა საინტერესო ფაქტები სპარტასა და სპარტანელთა შესახებ 2020, 8 ივლისი, 14:28 ძველი სპარტა, ერთ-ერთი ბერძნული პოლის-სახელმწიფო, ძალის სიმამაცის და შეურყეველობის სიმბოლო გახდა. მთელმა მსოფლიომ იცის 300 სპარტანელის გმირობის ამბავი, რომელთაც შეაჩერეს უზარმაზარი სპარსული არმია თერმოპილეს ხეობაში. რა თქმა უნდა ამ დროის განმავლობაში ისტორია თითქმის მითად იქცა, მაგრამ როგორც ისტორიკოსები და არქეოლოგები ირწმუნებიან ჩვენამდე მოღწეული ფაქტები უხეში სპარტანელების შესახებ სრული სიმართლეა.
1. ძველი სპარტა საბერძნეთის იმ რამდენიმე ქალაქს შორის იყო, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში კედლები არ ჰქონდა. მოქალაქეთა მტკიცებით, საუკეთესო დაცვა ციხესიმაგრის კედლები კი არა, მისი მაცხოვრებლების გამბედაობა იყო. მოგვიანებით კედლები მაინც ააშენეს.
2. სპარტა იკავებდა 1182 კმ² ფართობს. ეს დაახლოებით ერთნახევარჯერ აღემატება თანამედროვე სინგაპურის ტერიტორიას. 3. თერმოპილეს ცნობილ ბრძოლაში, 300 სპარტელის გარდა, სხვა ბერძნებიც მონაწილეობდნენ. რიცხვი 300 აქ უფრო სილამაზისთვისაა გამოყენებული. მას შემდეგ რაც ბერძნების ძირითადმა ნაწილმა უკან დაიხია მეფე ლეონიდასს დაახლოებით 500 მებრძოლი დასჩა. 4. სპარტაში ბავშვებს დაბადებიდანვე უწყობდნენ სხვადასხვა გამოცდას. თუ ბავშვს რაიმე ნაკლს უპოვნიდნენ მას სასიკვდილოდ ტოვებდნენ ველურ ბუნებაში. 5. სპარტანელი მშობლები აჩვებდნენ ჩვილებს სიბნელესა და მარტოობას, ამიტომ ბავშვების ტირილი იგნორირდებოდა. 6. 7 წლის ასაკში სპარტანელი ვაჟები მიჰყავდათ მშობლიური სახლიდან, რათა ისინი სამხედრო სამსახურში ჩამდგარიყვნენ. გოგონები კი მშობლებთან რჩებოდნენ. 7. ახალგაზრდა სპარტანელებს ტანისამოსის ტარების უფლებას 12 წლის ასაკიდან ეძლეოდათ, ამასტანავე ახალგაზრდებს ეძინათ ღია ცის ქვეშ ცივ მიწაზე. 8. ქურდობის უნარს მიესალმებოდნენ ახალგაზრდებს შორის, რომელთაც სპეციალურად არ აძლევდნენ საკმარის საკვებს, რათა ისინი კურდობაზე წაექეზებინათ, მაგრამ თუ ვინმეს ქურდობისთვის დაიჭერდნენ სასტიკად შოლტავდნენ. 9. სპარტაში ჩამოყალიბდა მართვის უნიკალური სისტემა, გერონტოკრატია. მეფეების გარდა, მას განაგებდნენ გერონტები, ანუ ხანდაზმული ადამიანები, რომელთაც ირჩევდნენ სიცოცხლის ბოლომდე, მათი რიცხვი ყოველთვის ზუსტად 28 იყო. 10. სპარტაში ორი მეფე ჰყავდათ ორივე ერთი დინასტიის წარმომადგენელი გახლდა, ომის შემთხვევაში ერთ-ერთი მათგანი საომრად მიდიოდა მეორე კი ქალაქში რჩებოდა. 11. სპარტა მდებარეობდა ლაკონიის რეგიონში სწორედ მისი მაცხოვრებლების წყალობით გაჩნდა სიტყვა - "ლაკონიზმი." როდსაც ფილიპე მაკედონელი მივიდა სპარტას კედლებთან მან გაუგზავნა ქალაქის მცოვრებლებს გზავნილი შემდეგი სიტყვებით: «მე დავიპყარი მთელი საბერძნეთი, მე მყავს საუკეთესო ჯარი მთელ მსოფლიოში, დამმორჩილდით რადგან თუ მე ავიღებ სპარტას ძალით, თუ დავანგრევ მის კარიბჭეს, თუ გავარღვევ კედლებს ტარანით, მაშინ უმოწყალოდ ამოვწყვეტ ქალაქის მთელ მოსახლეობას და სპარტას მიწასთან გავასწორებ!» ფილიპემ ქალაქის მოსახლეობისგან მიიღო მხოლოდ ერთი სიტყვა - «თუ» 12. 20 წლის ასაკში ახალგაზრდები, რომლებიც გადაურჩნენ თავდაპირველ სამხედრო მომზადებას, სრულუფლებიანი მოქალაქეები - სპარტარიტები ხდებოდნენ. საბოლოო უფლებებსა და მოვალეობებს იღებდნენ 30 წლის ასაკში. ერთ-ერთი ასეთი მოვალეობა თუ უფლება იყო დაქორწინება, სახელმწიფოს ახალი მეომრები ესაჭიროებოდა. 13. ერთადერთი პროფესია, რომელზეც შეიძლება ეფიქრა ვაჟ სპარტანელს მეომრის პროფესია იყო. სპარტაში სამხედრო ვალდებულება 60 წლის ასაკამდე გრძელდებოდა. დანარჩენი სამუშაო სამხედრო ტყვეებისა და საომრად გამოუსადეგარი მოსახლეობის მხრებზე იწვა. 14. იმდროინდელი სპარტის კანონის თანახმად, მხოლოდ ორი კატეგორიის ადამიანი იმსახურებდა საფლავის ქვებზე საკუთარი სახელის უკვდავყოფას - ქალი, რომელიც მშობიარობას გადაჰყვა და კაცი, რომელიც ბრძოლაში დაეცა. 15. სპარტაში სწავლა და გონებრივი მუშაობა მიუღებლად მიაჩნდათ, ადამიანები რომლებიც ცდილობდნენ შეესწავლად ფილოსოფია ან სხვა ლიტერატურა, ნაშრომები მხდალებად ცხადდებოდნენ და თავიანთი სიცოცლის ბოლომდე განდევნილობაში ცხოვრობდნენ. სპარტას არ უჩუქნია საბერძნეთისთვის თუნდაც ერთი პოეტი, ფილოსოფოსი ან ორატორი. 181 1-ს მოსწონს
|