საბუნებისმეტყველო როგორი იყო პრეისტორიული გიგანტური ბატი, რომელიც შესახედავად ურჩხულს ჰგავდა? 2020, 8 ივლისი, 0:01 Dromornis stirtoni - ასე ეწოდება ფრინველს, რომელიც ავსტრალიის სუბტროპიკულ ნაწილში დაახლოებით 6-8 მილიონი წლის წინ სახლობდა. ეს გიგანტური ფრინველი, რომელიც თანამედროვე შინაური ბატის უახლოესი ნათესავი იყო, სიმაღლით 2, 8 მეტრს აღწევდა, ხოლო წონით 570 კილოგრამს, რაც მას ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე მძიმეწონოსან ფრინველად აქცევს. მხოლოდ ფრინველი-სპილო იყო მასზე მძიმე, 732 კილოგრამამდე წონით. Dromornis stirtoni-ს წონით მკვეთრად ჩამოუვარდებოდა მადაგასკარზე მცხოვრები Aepyornis maximus, რომელიც “სულ რაღაც” 430 კილოგრამი იყო. სიმაღლით ავსტრალიურ Dromornis stirtoni-ს აღემატებოდა იგივე ავსტრალიური Dinornis, რომელიც 3, 6 მეტრს აღწევდა, თუმცა აღნიშნულ ფრინველს მაქსიმუმ 250 კილოგრამი წონა ჰქონდა. Dromornis stirtoni-ს უზარმაზარი ნისკარტი გააჩნდა, წაწვეტებული ბოლოთი, რაც მეცნიერებს იმის ვარაუდის საშუალებას აძლევს, რომ გიგანტური ფრინველი მტაცებლურ ცხოვრების წესს მისდევდა.
რამ გამოიწვია ამ გიგანტური ფრინველის გადაშენება, ბოლომდე დადგენილი არ არის. საუბარია კლიმატის მკვეთრ ცვლილებაზე, თუმცა არსებობს განსხვავებული ვერსიებიც. მისი გადაშენების ირგვლივ კამათი მკვლევარებს შორის დღემდე გრძელდება. ფაქტია, რომ ფრინველი ვერ მოესწრო პირველი ადამიანების გამოჩენას ავსტრალიის კონტინენტზე და ამ მოვლენამდე მილიონობით წლით ადრე გაქრა. 57 შეფასება არ არის
|