სხვა ფაქტები ვიკინგებზე 2020, 7 ივლისი, 18:13 ვიკინგები - სკანდინავიელები, თანამედროვე შვედების, დანიელების და ნორვეგიელების წინაპრები. ისინი იყვნენ მეზღვაური-ყაჩაღები და ასევე ვაჭრები, წლების განმავლობაში შიშის ზარს სცემდნენ დასავლეთ ევროპის სანაპიროებს, სახელგანთქმულნი, როგორც სასტიკი და უშიშარი მეომრები. ბრძოლაში სიკვდილის არ ეშინოდათ, რაც მათ ნამდვილად საშიშ მოწინააღმდეგედ აქცევდა. ნადავლისა და დიდების წყურვილის გამო ვიკინგები უშიშარი მეზღვაურებიც იყვნენ.
1. ვიკინგებად არამხოლოდ სკანდინავიელები ითვლებიან მათ შეიძლება მივაკუთვნოდ ბალტიელი სლავების ზოგიერთი ტომიც.
2. სლავურ ვიკინგებს ზოგჯერ მდინარის მეკობრეებს უწოდებენ, ისინი არამხოლოდ ძარცვით იყვნენ დაკავებული რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ ვაჭრობდნენ კიდეც. 3. პოპულარული აზრის მიუხედავად ვიკინგებში ყველაზე გავრცელებული იარაღი იყო არა ნაჯახი და ხმალი, არამედ მოკლე შუბი ( დაახლოებით ნახევარი მეტრის სიგრძის) 4.ბძოლეში ვიკინგების გიჟური სიმამაცის წყაროს მათი რელიგია წამოადგენდა - მათ სჯეროდათ, რომ მოხვდებოდნენ ვალჰალაში ( სამოთხე ვიკინგების წარმოდგენით) ბრძოლაში სიკვდილი მეომარს ვალჰალაში მოხვედრით უზრუნველყოფდა. 5. განსაკუთრებით სასტიკ და უშიშარ მეომრებს ბერსერკებს უწოდებდნენ. ბძოლის წინ შამანები მათ ასმევდნენ სოკოს ნაყენს, რათა მეომარს არ ეგრძნო ტკივილი ჭრილობის მიღების დროს. 6. ბრძლის წინ ვიკინგები აყენებდნენ საკუთარ თავს ფიზიკურ ტივილს სამბრძოლო განწყობის ასამაღლებლად, ხშირად ეს ტკივილი იმდენად დიდი იყო, რომ მეომრები თავიანთი ფარების კიდეებს კვნეტდნენ. 7. ვიკინგებს შორის გავრცელებული იყო სისხლის აღების ტრადიცია, ამის გამო ხშირად მთელი მოდგმა იღუპებოდა. 8. ვიკინგებს არასოდეს ჰქონიათ თავიანთი მონეტა, ამიტომ სხვადასხვა ქვეყნის ფულს იყენებდნენ. 9. არასოდეს ატარებდნენ რქიან მუზარადებს, რომელთაც მათ ასე ხშირად აწერენ ხოლმე. 10. მიუხედავად იმისა რომ ვიკინგებს სასტიკ მძარცველებად მიიჩნევენ პირველ რიგში ისინი ფერმერები იყვნენ და მხოლოდ ამის შემდეგ მეომრები. საომარი კამპაინიების წარმოება მათ უწევდათ იმის გამო, რომ მაშინდელი სკანდინავიური ტერიტორიების უმრავლესობა უნაყოფო იყო. 11. არქეოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნომით შეიძლება იქთვას, რომ ვიკინგის სიცოცლის ხანგძლივობა საშუალოდ არ აღემატებოდა 40 წელს. 12. ყველაზე საპატიო და ძვირადღირებულ იარაღად ხმალი ითლებოდა, კარგი ხმალი საკმაოდ ძვირი ღირდა, ხმალს მხოლოდ იარლი (ბელადი) ატარებდა. უბრალო მეომრები შუბებსა და ნაჯახებს ჯერდებოდნენ. 53 1-ს მოსწონს
|