x
image
Yoona
Mediator image
საქართველოში ყველაზე მეტი თანხა იტალიიდან, რუსეთიდან და საბერძნეთიდან გადმოირიცხა
2020 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131, 8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 421, 6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13, 9 მლნ აშშ დოლარით, ანუ 9, 6%–ით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.


image

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92, 8% იმ 14 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 89, 9% მოდიოდა.

ყველაზე მეტი თანხა იტალიიდან შემოვიდა 27, 59 მლნ აშშ დოლარი, რაც მთლიანი შემოსული თანხის 20, 93%–ია. მეორე ადგილზე არის რუსეთი 19, 77 მლნ აშშ დოლარით (15%), მესამეზე კი საბერძნეთი 18, 82 მლნ აშშ დოლარით (14, 27%).


image

დანარჩენი პოზიციები შემდეგნაირად გადანაწილდა:

აშშ – 15, 21 მლნ აშშ დოლარი (11, 53%)

ისრაელი – 11, 38 მლნ აშშ დოლარი (8, 63%)

თურქეთი – 7, 42 მლნ აშშ დოლარი (5, 63%)

გერმანია – 5, 34 მლნ აშშ დოლარი (4, 05%);

უკრაინა – 3, 67 მლნ აშშ დოლარი (2, 79%)

აზერბაიჯანი – 3, 56 მლნ აშშ დოლარი (2, 7%)

ესპანეთი – 3, 23 მლნ აშშ დოლარი (2, 45%)

პოლონეთი – 2, 02 მლნ აშშ დოლარი (1, 54%)

საფრანგეთი – 1, 86 მლნ აშშ დოლარი (1, 41%)

კანადა – 1, 39 მლნ აშშ დოლარი (1, 05%)

გაერთიანებული სამეფო – 1, 03 მლნ აშშ დოლარი (0, 78%)

image

აღსანიშნავია, რომ ამ 14 უმსხვილესი პარტნიორი ქვეყნებიდან გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ფულადი გზავნილების მოცულობა განსაკუთრებით შემცირებულია რუსეთთან (-43, 18%), გაერთიანებულ სამეფოსთან (-30, 62%), პოლონეთთან (-24, 8%), ესპანეთთან (-22, 8%), საფრანგეთთან (-20, 6%) და ისრაელთან (-17, 19%).

2020 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 16, 6 მლნ აშშ დოლარი, ანუ 43, 4 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2019 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 33, 7%–ით ნაკლებია.


ასევე დაგაინტერესებთ:

ფეისბუქის HR მენეჯერი კანდიდატებს მხოლოდ ერთ კითხვას უსვამს, რომელიც მათზე ბევრ რამეს ამბობს

image

ცრუ აქციები და ტყუილი საქონლის ხარისხის შესახებ: როგორ მანიპულირებენ ტანსაცმლის მაღაზიები

image

6 რამ, რაც საბანკო ბარათების შესახებ უნდა იცოდეთ

image

დანაზოგის გაზრდის 5 გზა, რომელსაც ყველა იაპონური ოჯახი იყენებს

image

ვეძებთ მეზობელს, ვრთავთ შუქს და სხვა რჩევები ნაქირავებ ბინაში ეკონომიის გასაწევად

image


0
162
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
162