x
image
Yoona
Mediator image
ფეისბუქის HR მენეჯერი კანდიდატებს მხოლოდ ერთ კითხვას უსვამს, რომელიც მათზე ბევრ რამეს ამბობს
ჯული ჯომ ფეისბუქში თავბრუდამხვევი კარიერა ააწყო. მხოლოდ 10 წლის განმავლობაში ჩვეულებრივი სტაჟიორიდან დიზაინის განყოფილების ხელმძღვანელობას მიაღწია. როცა ორგანიზაციას შეუერთდა, აქ 100 თანამშრომელი იყო. ახლა კი უკვე 250 თანამშრომელია და ყველა მაღალკვალიფიციური სპეციალისტია.

image

ამ წლების განმავლობაში სამსახურის მაძიებელთან ინტერვიუს ჩატარებაში ნამდვილი პროფესიონალი გახდა. გასაუბრებაზე კანდიდატებს მხოლოდ ერთ ძირითად კითხვას უსვამს, რომელზე პასუხიც ადამიანზე უფრო ბევრ რამეს ამბობს, ვიდრე საათობით საუბარი.

image


მთავარი კითხვა

ჯული თვლის, რომ წარმატებაზე განწყობა ნებისმიერი თანამშრომლის პრიორიტეტული დამახასიათებელია. ადამიანი, რომელსაც განვითარება არ სურს, წარმატებას ვერასდროს მიაღწევს და გუნდისთვის სასარგებლო ვერ იქნება. ამ განსაკუთრებულობის გამოსავლენად ჯული კანდიდატებს სამსახურში მათ მიერ განვლილი მძიმე და რთული სიტუაციების მოყოლას სთხოვს. მას შემდეგ, რაც კანდიდატი ამა თუ იმ ინციდენტს აღწერს, ერთ მარტივ კითხვას უსვამს: „უკან რომ დაბრუნდეს და იგივე სიტუაციაში აღმოჩნდეს, როგორ მოიქცეოდა?“

image

პასუხების ვარიანტები

თუ სამსახურის მაძიებელი პასუხობს, რომ ზუსტად ისე მოიქცეოდა, როგორც ადრე, რადგან მასზე არაფერი იყო დამოკიდებული (ისეთი გარემოება შეიქმნა, რომლის გაკონტროლებაც არ შეეძლო). ჯული ასეთ ადამიანს თანამდებობის კანდიდატთა სიიდან იმწამსვე რიცხავს. რატომ? ადამიანმა წარსული გამოცდილებიდან გაკვეთილი ვერ მიიღო და დასკვნების გამოტანა ვერ შეძლო. უფრო მეტიც, მომხდარზე პასუხისმგებლობის აღების ეშინია. მისთვის უფრო ადვილია სხვების დადანაშაულება, ვიდრე საკუთარი შეცდომის აღიარება.

image

ჯული ჯო თვლის, რომ მოვლენების განვითარების ნებისმიერი სხვა ალტერნატივა სწორ პასუხს წარმოადგენს. ასეთი პასუხი იმაზე საუბრობს, რომ ადამიანმა მომხდარი სიტუაცია გაანალიზა და საკუთარი თავისთვის გარკვეული დასკვნები გააკეთა. ჯული სწორედ ასეთ თანამშრომლებს ეძებს. ისინი სწრაფად სწავლობენ, დიდ მწარმოებლობას აჩვენებენ და ახალ პირობებს ადვილად ეგუებიან.

image

პერსპექტიული კანდიდატი

იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი კითხვა კანდიდატს აბნევს, ჯო მას დაფიქრების საშუალებას აძლევს. ჯული ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში ერთ-ერთ კანდიდატთან სახელად ტომთან გასაუბრებას იხსენებს. მან საინჟინრო პრობლემის მოგვარება ვერ შეძლო, მაგრამ გამოსავლის პოვნას დაჟინებით ცდილობდა. სწორედ ამიტომ, ჯულიმ მას შანსი მისცა. როგორც კი ორგანიზაციის თანამშრომელი გახდა, ტომმა მაღალი წარმატებების დემონსტრირება მოახდინა და საქმეში ერთგულება დაამტკიცა. უმოკლეს დროში უფროსი მენეჯერი გახდა. სწორედ ამიტომ, ჯო ყველა ადამიანური რესურსების მენეჯერს მოუწოდებს, რომ კანდიდატებთან ძალიან კატეგორიულები არ იყვნენ და ადამიანის პოტენციალი დაინახონ.

image

ღირებული რჩევები სპეციალისტისგან

ჯული მენეჯერებს ურჩევს, რომ უფრო გონივრულად და გააზრებულად იმოქმედონ. მაშინაც კი, თუ ორგანიზაციაში სპეციალისტები კატასტროფულად გაკლიათ (მაგალითად, მოულოდნელად თანამშრომელმა დაგტოვათ), ეს უფლებას არ გაძლევთ, რომ „ხვრელების ამოსავსებად“ შეუსაბამო კანდიდატით ჩაანაცვლოთ. თანამშრომლის არასწორმა ქმედებამ შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს და უფრო ძვირი დაგიჯდეს, ვიდრე სპეციალისტის დროებითი არ არსებობა.


ასევე დაგაინტერესებთ:

ცრუ აქციები და ტყუილი საქონლის ხარისხის შესახებ: როგორ მანიპულირებენ ტანსაცმლის მაღაზიები

image

საჭმელი ყველაფერია: ქალები Mukbang-ის ახალ მიმართულებას შეუერთდნენ და მთელი ქონება გამოიმუშავეს

image

ჭურჭლის მრეცხავმა 21 მლნ მოიგო მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ კვირა დღეს მუშაობა აიძულეს

image

6 რამ, რაც საბანკო ბარათების შესახებ უნდა იცოდეთ

image

ცნობილი საღეჭი რეზინა Love is გასაოცარი სიყვარულის წყალობით შეიქმნა

image

0
966
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
966