სიახლეები თებერვალში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 754%–ით გაიზარდა გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 2023, 20 მარტი, 18:49 2023 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 372.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 985.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 103.0%-ით, ანუ 188.9 მლნ აშშ დოლარით მეტია. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.2% იმ 21 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა თებერვალში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 21 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 91.6% მოდიოდა. ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან შემოვიდა 187, 34 მლნ აშშ დოლარი, რაც მთლიანად შემოსული თანხის 50, 32%–ია. მეორე ადგილზეა იტალია 38, 88 მლნ აშშ დოლარი (10.44%), ხოლო მესამეზე აშშ 30, 45 მლნ აშშ დოლარით (8, 18%). დანარჩენი პოზიციები ასე გადანაწილდა (ჩარიცხული მოცულობა (წილი მთლიან მოცულობაში):
აღსანიშნავია, რომ 21 უმსხვილესი პარტნიორი ქვეყნიდან გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდა 4 ქვეყანაში:
რაც შეეხება ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდას გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ასეთი სურათი გვაქვს:
ცნობისთვის, 2023 წლის იანვარში საქართველოში უცხოეთიდან 445.0 მლნ აშშ დოლარი, ანუ 1 190.9 მლნ ლარი, ხოლო 2022 წლის დეკემბერში 535.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 1 438.5 მლნ ლარი შემოვიდა. ასევე დაგაინტერესებთ: 1. 6 რამ, რაც საბანკო ბარათების შესახებ უნდა იცოდეთ 2. 2019 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 4 014, 0 ათას სტუმარს მოემსახურა 3. 15 უჩვეულო პროფესია, რომლითაც ადამიანები თავს ირჩენენ 4. ცრუ აქციები და ტყუილი საქონლის ხარისხის შესახებ: როგორ მანიპულირებენ ტანსაცმლის მაღაზიები 5. 10 რამ, რასაც მხოლოდ ღარიბი ადამიანი აკეთებს, მდიდარი - არასდროს 6. დანაზოგის გაზრდის 5 გზა, რომელსაც ყველა იაპონური ოჯახი იყენებს 64 1-ს მოსწონს |