x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139053
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512602
25 წლის შემდეგ - ჩვილი ფილმიდან "ბავშვი სასეირნოდ მიდის"

image


ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ფიკმში «ჩვილი სასეირნოდ მიდის» (Baby's Day Out), სინამდვილეში მთავარ როლს ტყუპი ძმები, ადამი და ჯეიკობ უორტონები ასრულებენ. ფილმის გადაღებისას ბიჭები, დაახლოებით, 2 წლისები იყვნენ და პატარა მსახიობებმა მთელი მსოფლიოს დიდი სიყვარული მოიპოვეს. იმის მიუხედავად, რომ პრემიერის შემდეგ, მეოთხედ საუკუნეზე მეტი დრო გავიდა, ფილმს დღემდე დიდი სიამოვნებით და ხალისით უყურებენ.

ფილმის მიერ მოპოვებული დიდი წარმატების მიუხედავად, სამწუხაროდ, ეს ერთადერთი ფილმია, რომელშიც ძმები უორტონები თამაშობემ. მათი კინოკარიერა პატრიკ რეად ჯონსონის კომედიით დაიწყო და ამ ფილმითვე დასრულდა... და მაინც, საინტერესოა, თუ როგორ ცხოვრობენ დღეს «პატარები», რომლებმაც არაერთი დადებითი ემოცია განგვაცდევინეს და ამის კეთებას დღემდე აგრძელებენ? image image
image
ჯერ იმით დავიწყოთ, რომ ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით, დღეში 4 სთ-ზე მეტ ხანს, ბავშვის მუშაობა არ შეიძლება. ასე, რომ, გადასაღებ მოედანზე, ადამი და ჯეიკობი ერთმანეთს გამუდმებით ცვლიდნენ.
მათი დედა სიუზანი ტყუპი ბავშვების აღზრდის კლუბის წევრი იყო და როდესაც იქ 20th Century Fox-ის კინოსტუდიის განცხადება შევიდა, კასტინგის გამოცხადების შესახებ, მან შვილებისთვის შანსის მიიცემა გადაწყვიტა. ბიჭები, გადაღების დაწყების მომენტისთვის, 9 თვისები იყვნენ, მაგრამ როლი უნაკლოდ შეასრულეს.imageimage

image

როგორც უკვე აღვნიშნეთ, წარმატებული დებიუტის მიუხედავად, ძმები კინოში აღარასდროს გადაუღიათ. მათ 2015 წ. დელავერის უნივერსიტეტი დაამთავრეს და ცხოვრების განსხვავებული გზები აირჩიეს:

ჯეიკობმა უნივერსიტეტში რესტორნის ბიზნესის კურსი გაიარა და როგორც თავად აღიარა, ძალიან მოსწონს კერძების და განსაკუთრებით, დესერტების მომზადება.


image


ექს-მსახიობმა რამდენიმე კომპანიის საცხობში იმუშავა. ამჟამად, საავადმყოფოში მუშაობს მზარეულად. ხოლო, თავისუფალ დროს, საქსაფონზე უკრავს.

— უმაღლესი განათლების პრივილეგია იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც კერძების მომზადება მომბეზრდება, რესტორნის მართვაზე გადავალ, — ამბობს ის.


image


ადამი სამოსის დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობდა და უნივერსიტეტის დამთავრებამდე, ერთი კოლექციის გამოშვებაც მოასწრო... და თუ სოციალური ქსელების აქტივობებით და გამოხმაურებით ვიმსჯელებთ, ახალგაზრდა დიზაინერს საქმე ცუდად არ უნდა მისდიოდეს.


imageimageimageimageimage* «ლამაზმანი» 30 წლის არის
* «ნარჩიტა მომღერალი ჩიტია» – ყველაზე პოპულარული თურქული სერიალის * მსახიობები 35 წლის შემდეგ
* კატრინ დენევის და მარჩელო მასტროიანის დიდი სიყვარულის ისტორია

2
54724
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
54724
  
2020, 25 ივლისი, 9:00
ტყუპები რომ ყოფილან, ახლა გავიგე)
2020, 21 ივლისი, 10:22
მაგარი საყვარელი ფილმია)))
0 1 2