x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«ლამაზმანი» 30 წლის არის

საკულტო ფილმი «ლამაზმანი» ეკრანებზე 1990 წ. გამოვიდა და მას, მისი შემქმნელებისთვის მოულოდნელად, წარმოუდგენლად დიდი წარმატება ჰქონდა. და ეს გასაკვირი არ არის, რადგან 30 წლის შემდეგაც კი, ფილმი ისევ ისე აქტუალური და საინტერესო არის.

თავდაპირველად, «ლამაზმანი» ჩაფიქრებული იყო, როგორც მძიმე სოციალური დრამა. ხოლო, ჯულია რობერტსის გმირი ნარკოდამოკიდებული უნდა ყოფილიყო. ფილმის ორიგინალური სახელი «3000» იყო — ეს თანხის რაოდენობაა, რომელიც რიჩარდ გირის გმირმა ჯულია რობერტსის გმირს გადაუხადა. განსხვავებული იყო ფილმის ფინალიც: მთავარ გმირს გოგონა მანქანიდან უნდა გადმოეგდო და ის პირდაპირ ტალახში ვარდებოდა... საბედნიეროდ, ფინალი შეცვალეს და ის კომედიური ჟანრის ფილმად გადაიქცა, ღარიბი «კონკიას» შესახებ, რომელიც შემთხვევით, მდიდარ «პრინცს» შეხვდა. ფილმს სახელი კი, მას შემდეგ შეიცვალა, რაც კომპოზიტორმა მასში «Pretty Woman» სიმღერა ჩართა.


image


ქალის მთავარ როლზე, თავიდან სანდრა ბალოკის, მეგ რაიანის, ბრუკ შილდსის, დრიუ ბერიმორის, უმა თურმანის, ჯენიფერ კონელის და სარა ჯესიკა პარკერის კანდიდატურა განიხილებოდა.

ხოლო, ედვარდის როლს ბერტ რეინოლდს, კრისტოფერ რივს, ჯონ ტრავოლტას, ალბერტ ბრუკს, დენის კუეიდს და ალ პაჩინოს სთავაზობდნენ. მაგრამ, ყველამ უარი თქვა. ხოლო, რიჩარდ გირი კი, შეთავაზებას მაშინვე დათანხმდა.

როდესაც ფილმის კასტინგი გამოცხადდა, ჯულია რობერტი თავად ცდილობდა ფილმის რეჟისორის გერი მარშალის დარწმუნებას, რომ მთავარ როლზე, სწორედ ის აეყვა, რადგან ხვდებოდა, რომ ეს ფილმი მისი კარიერისთვის, უდიდესი შანსი იყო. ახალგაზრდა, თითქმის გამოუცდელი მსახიობის წინააღმდეგი იყო კომპანია Disney-იც. თუმცა, მას შემდეგ, რაც ზემოთ ჩამოთვლილმა ვარსკვლავებმა, ამა, თუ იმ მიზეზით, როლზე უარი თქვეს, ვივიენის როლი ჯულია რობერტს დარჩა.


image


რიჩარდ გირის და ჯულია რობერტსის როლზე დამტკიცების შემდეგ, ფილმის სცენარში გარკვეული კორეკტივები შევიდა:

ფილმში აღნიშნულია, რომ ჯულია რობერტსის გმირი ჯორჯიიდან არის და სწორედ ამიტომ აქვს მას სამხრეთული აქცენტი რეჟისორმა განმარტების გაეკეთება გადაწყვიტა, რადგან თავი ვერაფრით დაეღწია რეალურ აქცენტს, რომელზეც 22 წლის მსახიობი საუბრობდა (ჯულია რობერტსი ქ. სმირნაში (ჯორჯიას შტატი) დაიბადა, იქვე დაამთავრა, სკოლა და კოლეჯი).

ფილმში ასევე გაჩნდა ეპიზოდი, რომელშიც რიჩარდ გირიის გმირი პიანინოზე, მსახიობის მიერ შექმნილ, კომპოზიციას ასრულებს.


image


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყელსაბამი, რომელიც მთავარ გმირს ფილმში უკეთია, დაახლოებით, 250 ათასი დოლარი ღირდა და სამკაული, გადასაღებ მოედანზე, ყოველთვის საიუველირო მაღაზიის დაცვის თანხლებით ჩნდებოდა.

ფილმის გადაღების დროს, ერთი «უბედური შემთხვევაც» მოხდა. აბაზანაში დიდი რაოდენობით ქაფის მისაღებად, წყალში სხვადასხვა სახის ნივთიერება ჩაასხეს და ჩაყარეს, შედეგად, ჯულია რობერტსის თმამ მომენტალურად დაკარგა ფერი და მისი სასწრაფოდ გადაღებვა გახდა საჭირო.


image


რაც შეეხება პრიზებს: 1991 წ. ფილმი ნომინირებული იყო პრემია «ოსკარზე», ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის (ჯულია რობერტსი);
1991 წ. — აიღო პრემია «ოქროს გლობუსი» ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის, კომედიაში ან მიუზიკლის ჟანრის ფილმში (ჯულია რობერტსი). ფილმი, ასევე ნომინირებული იყო 3 პრემიაზე: საუკეთესო ფილმი, მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის (რიჩარდ გირი) და მეორეხარისხოვანი მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის (ჰექტორ ელიზონდო);
1991 წ. — 4 ნომინაცია BAFTA–ს პრემიაზე: საუკეთესო ფილმი, ქალის საუკეთესო როლი, კოსტუმების საუკეთესო დიზაინი და საუკეთესო ორიგინალური სცენარი;

1991 წ. — ნომინაცია «სეზარზე», საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

ამერიკის კინოინსტიტუტმა «ლამაზმანი» 400 საუკეთესო ამერიკული ფილმის სიაში შეიტანა.


image


«ლამაზმანი»-ის შემდეგ, ჯულია რობერტსი და რიჩარდ გირის შემოქმედებითი ტანდემი 9 წლის შემდეგ შედგა, როდესაც გერი მარშალმა მსახიობები «გაქცეულ პატარძალში» (Runaway Bride, 1999 წ.) მთავარი როლების სათამაშოდ მიიწვია.

imageimage

არსის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. 2020 წლის ზაფხულის ყველაზე მოდური სტილის კაბები

2. ჰაეროვანი პასკა თხევადი ცომით

3. COVID-19 და შინაური ცხოველები

4. რას წარმოადგენს ვირუსი, საიდან «მოვიდა» და როგორ «მუშაობს» ის

5. შავი ჭირის 4 გამოცანა
6. ამერიკელმა ექსტრასენსმა დღევანდელი პანდემია 2008 წელს იწინასწარმეტყველა






0
863
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
863
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0