x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«ნარჩიტა მომღერალი ჩიტია» – ყველაზე პოპულარული თურქული სერიალის მსახიობები 35 წლის შემდეგ

უკანასკნელი წლების მანძილზე, საქართველოში და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, თურქული სერიალების ბუმია. მაგრამ, პირველი თურქული სერიალი, რომელმაც წარმოუდგენელი პოპულარობა მოიპოვა, «ნარჩიტა მომღერალი ჩიტია» იყო.

ეს მინი სერიალი ლიტერატურის თურქული კლასიკოსის რეშად ნური გიუნთექინის რომანის მიხედვით გადაიღეს და იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, 100-ზე მეტმა ქვეყანამ იყიდა.


image


მიუხედავად იმისა, რომ სერიალის გადაღებიდან, 3 ათეულზე მეტი წელი გავიდა, ის დღემდე პოპულარობით სარგებლობს. ასეთ წარმატებას კი, სერიალის შემქმნელები და ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები ნამდვილად არ ელოდნენ, რადგან სერიალი რომანის უკვე მეორე ეკრანიზაცია იყო.

მსახიობმა აიდან შენერმა, რომელმაც ფილმში ფერიდეს როლი შეასრულა, სერიალის წარმატების შემდეგ, უამრავი შემოთავაზება მიიღო, როგორც სერიალებიდან, ისე ფილმებიდან. მაგრამ, მის მიერ შესრულებული არცერთი როლი ისეთი წარმატებული არ ყოფილა, როგორც ფერიდეს როლი «ნარჩიტაში».


image


რაც შეეხება პირად ცხოვრებას, აიდანი ცნობილი თურქი ფეხბურთელის აიხან აკბინის ცოლი იყო. ქორწინებიდან 5 წლის შემდეგ, მათ ქალიშვილი შეეძინათ. მაგრამ, აიდანი ქორწინებაში ბედნიერი არ ყოფილა. მისი მეუღლე გამუდმებით ეჭვიანობდა და შვილის დაბადების შემდეგ, არ უნდოდა, რომ აიდანს თავისი კარიერა გაეგრძელებინა, – ის სახლში უნდა ყოფილიყო და თავი მთლიანად ოჯახისთვის მიეძღვნა. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ქმარმა დაბადების დღეზე მას ფარანჯა აჩუქა, აიდანმა განქორწინება გადაწყვიტა და ქალიშვილთან ერთად, საცხოვრებლად მამასთან გადავიდა.

ამჟამად მსახიობი ეკრანებზე იშვიათად ჩნდება... მონაწილეობს სხვადასხვა სოციალურ პროექტებში და ქველმოქმედებით არის დაკავებული.


image

imageსერიალში, ქემრანის როლი შემსრულებელმა ქენან ქალავმა, «ნარჩიტა მომღერალი ჩიტიას» გამოსვლის შემდეგ, არაერთ სერიალში ითამაშა. თუმცა, განსაკუთრებული წარმატების გარეშე... ხოლო, ერთხელ, ის ესპანეთის საზღვარზე, ნარკოტიკების პარტიით დააკავეს და 10 წელი მიუსაჯეს. მაგრამ, ის ესპანეთის მეფემ შეიწყალა და ციხეში მხოლოდ 6 წელი გაატარა...

ამის შემდეგ, ქენან ერთ ხანს, ბარსელონაში ცხოვრობდა და რესტორანში მუშაობდა, რომელიც თავადვე გახსნა. ამჟამად, ორ ქვეყანაში ცხოვრობს, თურქეთში და ესპანეთში. ჰყავს მეუღლე და ერთი ვაჟი, – ასევე ცნობილი თურქი მსახიობი ჯან ქალავი. imageimageimageimageimageimageimageimageimage









1
1936
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1936
  
2020, 25 თებერვალი, 23:19
ახლა გადის რომელიმე არხზე? ვერთობი მაგრად ამ თურქულ სერიალებზე
0 1 1