ფოტოგრაფია რეტრო ფოტოები: ცნობილები ვენეციაში (გასული საუკუნის 50-60-იანი წლები) 2019, 12 აგვისტო, 16:35 ჯეინ ფონდა, შონ კონერი, სოფი ლორენი, ერნესტ ჰემინგუეი, სალვადორ დალი... გასული საუკუნის შუა წლებში უამრავი ცნობილი ადამიანი სტუმრობდა ვანეციას და ფოტოგრაფები, რა თქმა უნდა, შანსს არ უშვებდნე ხელიდან, რომ ქუჩაში სასეირნოდ გამოსული ვარსკვლავი ფოტოფირზე არ აღებეჭდათ. ეს კადრების მცირედი ნაწილია, 300 000-ზე მეტი ფოტონეგატივიდან, რომელიც ვენეციის Cameraphoto-ს არქივში ინახება. მისი ამჟამინდელი მფლობელი ვიტორიო პავანია, რომელმაც არქივი, სტუდიასთან ერთად, თავისი მასწავლებლის და სტუდიის ძველი მეპატრონისგან მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ის ყველანაირად ცდილობს ამ უჩვეულო მემკვიდრეობის დაცვას და შენახვას, ფირები მაინც სწრაფად ფუჭდება... ნეგატივების გადასარჩენად, საჭიროა მათი გაციფრულება და დიდი რეზოლუციით შენახვა. ამის განსახორციელებლად არქივის მფლობელმა Kickstarter–ზე სახალხო დაფინანსების (сrowd funding) კამპანია წამოიწყო და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. აქ კი, ყველასთვის საყვარელი ვარსკვლავების: კატრინ დენევის, მარჩელო მასტროიანის, ბრიჟიტ ბარდოს, ალენ დელონის, კლაუდია კარდინალეს, მიკ ჯეგერის და სხვა ცნობილი ადამიანების ფოტოებს გთავაზობთ: ალენ დელონი მიკ ჯეგერი ერნესტ ჰემინგუეი პოლ ნიუმენი სოფი ლორენი კირკ დაგლასი ჩეტ ბეიკერი შონ კონერი უოლტერ დისნეი პაბლო პიკასო კლაუდია კარდინალე როჯერ მური ბრიჟიტ ბარდო ტოტო ბერტ ლანკასტერი დევიდ ნივენი მარჩელო მასტროიანი ჯეინ ფონდა სალვადორ დალი კატრინ დენევი 829 3-ს მოსწონს
|