ფოტოგრაფია 12 ისტორიული ფოტო, რომელიც წარსულის უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ 11 ოქტომბერი, 8:32 ისტორია, ფართო გაგებით, დისციპლინაა, რომელიც წარსულს სწავლობს... ყველა მოვლენას აქვს დასაწყისი და დასასრული. ხოლო, ცალკეულ მომენტებს შორის, დროის მონაკვეთები, ისტორიას აყალიბებს... ისტორიის ყველაზე თვალსაჩინო და საიმედო დოკუმენტი კი, ფოტოებია. მაგ., ალბათ, ბევრისთვის წარმოუდგენელი და დაუჯერებელია, რომ ლიბანში და ავღანეთში, ერთ დროს, გოგონები და ქალბატონები, მოკლე კაბებით დადიოდნენ... და არა მარტო ეს. თავად ნახეთ: 1. ლიბანი სამოქალაქო ომამდე (1975–1990), ბიბლოსი, 1965 წ. 2. სიმბოლოს დაბადება თავისუფლების ქანდაკების შექმნის პროცესი, პარიზი, 1884 წ. 3. "ღია" სილამაზე ავღანეთი, თალიბების ხელისუფლებაში მოსვლამდე, დემოკრატიისკენ ისწრაფოდა. ხოლო, ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, მამაკაცს და ქალს თანაბარი უფლებები ჰქონდა. 4. ჰელენ კელერი და ჩარლი ჩაპლინი ჰოლივუდში, ფილმის – "მზის მხარეს" ("Sunnyside", 1919 წ.) გადაღების დროს გოგონამ, ავადმყოფობის გამო, ადრეულ ბავშვობაში დაკარგა მხედველობა და სმენა. მაგრამ, მშობლების სიყვარულის, მტკიცე ხასიათის და მასწავლებლის ენ სალივანის წყალობით, ჰელენი მწერალი, ლექტორი და პოლიტიკური აქტივისტი გახდა. რაც შეეხება ფოტოს, კელერი ჩაპლინს ტუჩებს ეხებოდა, რომ მისი სიტყვები გაეგო. მსახიობი კი, ხელისგულზე სცენების სურათებს უხატავდა, რომ გადასაღები მოედნის ატმოსფერო შეიგრძნოს. 5. მტერს და სიკვდილს, ერთდროულად უცინის საბჭოთა დაზვერვის ოფიცერი, სიკვდილით დასჯამდე იცინის, ფინეთი, 1939 წ. 6. აირწინაღი ჩვილებისთვის როდესაც, მეორე მსოფლიო ომის დროს, ლონდონი დაიბომბა და ქიმიური იარაღი გამოიყენეს, ხელისუფლებამ, ჩვილებისთვის, აირწინაღების შექმნის ბრძანება გასცა. მოგვიანებით, მსგავსი მოწყობილობა, ყველა ასაკის ადამიანებს დაურიგდა.7. შედევრის დაბრუნება* და ვინჩის "მონა ლიზა", მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ლუვრში დაბრუნდა. 8. გამარჯვება, თავისუფლება, ახალი ცხოვრება... საბჭოთა და მოკავშირეთა ჯარისკაცები ჰიტლერის პაროდირებას ახდენენ, რაიხის კანცელარიის აივანზე. დამარცხებული ბერლინი, 1945 წ. მაისი. 9. სიცოცხლისთვის ბრძოლა საიგონის ევაკუაცია – ადამიანები ბოლო ვერტმფრენზე ცდილობენ ასვლას, რომელიც აშშ–ს საელჩოდან მიფრინავს, 1975 წ. 10. პრინცესა და მისი სატვირთო ავტომობილი დიდი ბრიტანეთის მომავალი დედოფალი ელისაბედ II, 18 წლის ასაკში, ქალთა დამხმარე ტერიტორიულ კორპუსს შეუერთდა და სამხედრო სატვირთოს ტარება ისწავლა. 11. მრისხანე ღრენა ოპერატორები, კინოსტუდია – Metro-Goldwyn-Mayer (MGM)–ის ლოგოსთვის, ლომის ცნობილ ღრენას იწერს. 12. ტერორისტი № 1 ეს ახალგაზრდა ოსამა ბინ ლადენია, შვედეთში, თავის ოჯახთან ერთად. ფოტო გადაღებულია გასული საუკუნის 70–იან წლებში. * დღეს რთულია ადამიანის პოვნა, რომელიც «მონა ლიზას» არ იცნობს. უფრო მეტიც, ლეონარდო და ვინჩის ეს ტილო ყველაზე ცნობადი პორტრეტია, მსოფლიო ფერწერის ისტორიაში. მაგრამ, ყოველთვის ასე არ ყოფილა... აღორძინების გენიალური სურათი, მართალია, მისი შექმნის მომენტიდან, ექსპერტებს შორის, დიდად ფასობდა, მაგრამ ფართო მასებისთვის ის ცნობილი, არც თუ ისე შორეულ წარსულში გახდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, «მონა ლიზა» ლეგენდად, მხოლოდ 100 წლის წინ იქცა. დღეს, ლუვრის დარბაზში, სადაც ცნობილი ტილოა გამოფენილი, – მუდამ აჟიოტაჟია. ყოველდღიურად, ათასობით ადამიანი ცდილობს, რომ «ჯოკონდას», რომელიც ტყვიაგაუმტარი მინით არის დაცული, თვალი თუნდაც ერთხელ მაინც შეავლოს. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* შემთხვევითი ფაქტები მეორე მსოფლიო ომის ისტორიიდან* 10 საოცარი ფაქტი აღდგომის იდუმალი კუნძულის შესახებ* რას ნანობდა ჰიტლერი სიკვდილამდე ერთი დღით ადრე? – ფიურერის უკანასკნელი ინტერვიუ* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას820 1-ს მოსწონს
|