ფოტოგრაფია ისტორიის ნამსხვრევები – 50 უიშვიათესი ფოტოსურათი 2019, 5 მარტი, 9:36 ძველი ფოტოსურათი ისტორიის ნაწილია. მასში იმ პერიოდის განწყობა და სულია ასახული, რითაც ჩვენ წარსულში ჩახედვის საშუალება გვეძლევა. შეგვიძლია 1 წუთით იმ ეპოქის ემოციები შევიგრძნოთ, მისი ჰაერი ჩავისუნთქოთ. აქ წარმოდგენილ ფოტონაკრებში ჩვენი წარსულის 100-წლიანი პერიოდია მოცემული: 1. ჰენრი ფორდი, მის მიერ შექმნილი პირველი მანქანით. აშშ. 1896 წ. 2. პირველი სახანძრო მანქანა ქალაქში, ყაზანი. რუსეთის იმპერია. 1900 წ. 3. ჯოზეფ დუსოკი (1883-1912). 20 წლის ასაკში (1903 წ.), როდესაც ჯარში გაიწვიეს, მისი სიმაღლე 2, 30 მ. იყო.
5. ხისმჭრელები მორებს მდინარეზე დასაცურებლად ამზადებენ. ნიუ-იორკის შტატი, 1919 წ. 6. ნუდისტური პლიაჟი კრემლთან. მოსკოვი, 1920 წ. 7. მუნჯი კინო, კადრი ფილმიდან «ბიჭუნა». 1921 წ. 8. ლონდონის ავტობუსი. 1928 წ. 9. ზოოპარკის ზედამხედველი პინგვინებს აგრილებს. 1930 წ.10. რელსებიდან გადასული ტრამვაი Nostrand და Putnam ქუჩების გადაკვეთაზე. ნიუ-იორკი, 1931 წ. 11. გოგონა, სიბნელეში საკითხავი ფარნებით აღჭურვილი სათვალეებით. 1932 წ. 12. ფორტეპიანო უნარშეზღუდული ადამიანებისთვის. 1935 წ. 13. ტიფლისი, 1935 წ. 14. Scootacar და Chrysler V8. 1938 წ. 15. უმაღლესი საბჭოს არჩევნები. მოსკოვი, 1939 წ. 17 დეკემბერი16. ელექტრომობილი «Pierre Faure Type PFA» პარიზის გამოფენაზე. 1941 წ. 31 მაისი. 17. გოგონა როდეოზე, კოკა-კოლის ბოთლით. ბიგ ჰორნი, აშშ. 1941 წ. 18. მოხალისეები. სსრკ. 1941 წ. ივნისი19. ბარიკადების აგების პროცესი. მოსკოვი, 1941 წ. ნოემბერი. 20. ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობა გერმანიაში მიჰყავთ. უკრაინა, 1942 წ. 21. III რეიხის საახალწლო სათამაშოები. გერმანია22. საბჭოთა მეომარი ლენინგრადის ბლოკადის დროს, ისააკის ტაძართან კომბოსტოს მოსავლის აღებაში ეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას. 1942 წ. 23. Camel-ის რეკლამა, «ცოცხალი» კვამლი, 1943 წ.24. მერილინ მონრო კორეაში. 1954 წ. 25. «მის სამყაროს» I კონკურსის მონაწილეები. ლონგ-ბიჩი, აშშ, 1952 წ. გაიმარჯვა საფრანგეთის წარმომადგენელმა, 18 წლის არმი კუსელმა (სიმაღლე 165 სმ. წონა 49 კგ. ამჟამად, 84 წლის არის) 26. Panhard Dynavia-ს აეროდინამიკური კონცეფცია. პარიზი, 1948 წ. 27. საბჭოთა საყოფაცხოვრებო ტექნიკა. 1956 წ.28. ელვის პრესლი პოლიომიელიტის ვაქცინაციის კამპანიაში მონაწილეობს. 1956 წ. 29. «Eliis Research laboratory» კვლევითი ცენტრის თანამშრომლები, მასზე ფოლადის ბურთის დარტყმით, მოტოციკლის ჩაფხუტს უტარებენ ტესტირებას. 1957 წ. 30. გლენ ფორდი და დები რეინოლდსი Lincoln Futura-ით, რომელიც 1966 წელს «Batmobile»-დ გადააკეთეს. 1959 წ. 31. კაბარეს მოცეკვავე. პარიზი, 1960 წ.32. აქტივისტები ასწავლიან ხალხს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ბირთვული თავდასხმის შემთხვევაში. ჰამბურგი, 1963 წ. 33. მზა ავტომობილები General Motors-ს ქარხნის კონვეირიდან. აშშ, 1963 წ.34. საბჭოთა ჯარების შესვლა პრაღაში. 1968 წ. 21 აგვისტო (დაიღუპა 108 ჩეხი, მათ შორის 7 ქალი და 1 ბავშვი. საბჭოთა ჯარი, 130 000 კაციანი კონტიგენტით, ჩეხოსლოვაკიაში 1991 წ. - მდე დარჩა). 35. Hippie Hill-ი სან-ფრანცისკოში. 1969 წ.36. «აპოლო-11»-ს ასტრონავტების დაბრუნება მთვარიდან. ნიუ-იორკი, 1969 წ. 37. თავისუფალი ადგილის ძიებაში. ომაჰა, აშშ, 1970 წ. 38. გოგონა პლაკატიდან. 1970 წ. 39. «ქართული ცეკვის ფრთებზე». ალ. სააკოვის ფოტო. 1974 წ. 40. ელტონ ჯონი საკუთარი გარდერობის დემონსტრირებას ახდენს. 1975 წ.41. ომის დასრულების შემდეგ ამერიკული დივიზიის ევაკუირება. ვიეტნამი, 1975 წ. აპრილი. 42. კასეტის გადაწერა. ვლადივოსტოკი, 1984 წ.43. მობილური ტელეფონი Nokia Mobira Talkman აკუმულატორით. 1984 წ.
45. ბომბები ავღანეთისთვის. Ту-16 ბომბდამშენებმა მხოლოდ 3 თვეში, 289 ასეთი ბომბი «მიიტანეს» დანიშნულების ადგილამდე. 1988 წ. 46. უკრაინის მოსახლეობა ითხოვს ინფორმაციას, ჩერნობილის ავარიის რეალური მასშტაბის და შედეგის შესახებ. 1989 წ. 31 მაისი 47. დას. გარმანიაში აღმ. გერმანულ ავტომობილს წვავენ. 1990 წ. 3 ოქტომბერი 48. საბჭოთა ჯარი ჩეხოსლოვაკიას ტოვებს. მილოვიცა, 1990 წ.49. ჯონ ლენდსი, მაიკლ ჯექსონი და მაკოლეი კალკინა კლიპის «Black Or White» გადაღებაზე. 1991 წ. 50. აშშ-ს პრეზიდენტი ბილ კლინტონი და პირველი ლედი ჰილარი კლინტონი მოსკოვის Coca-Cola-ს ქარხანაში. 1995 წ. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:აკლებად ცნობილი ფოტოსურათები და ისტორიული ფაქტები სურათებზე ასახული 25 ისტორიული ფაქტი 12 ნაკლებად ცნობილი ისტორიული ფოტო 967 3-ს მოსწონს
|