x
image
თორ ნიკე
იმერული აბრი პური
იმერული აბრი პური


აბრი პური ზემო იმერული, დიდი ზომის რიტუალური პურია, რომელსაც ახალ წელს აცხობდნენ. აბრი პურს საახალწლო სუფრის შუაგულში დადებდნენ, გარშემო კი მრგვალად, მოხარშულ ქათამს, ღორის თავს, ხილს, კვახს, ნიგოზს, ბასილასა და სხვა პურ-კვერებს შემოუწყობდნენ. დიასახლისი თაფლში ამოვლებული აბრი პურის ნაჭრებს ოჯახის წევრებს შეაჭევდა რიტუალურად და ახალი წლისდადგომას მიულოცავდა. კალათში ჩაწყობილი აბრი პური და სხვა პურ-კვერები ოჯახის მისაკვლევი იყო და თავისი ფუნქციით გურული "ჩიჩილაკის", რაჭულ-ლეჩხუმური "სამკლოვიარო გვერგვის", ქართლური "აბრამიანის", აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა "საკვლევარისა" და საქართველოს სხვა კუთხეების საახალწლო გობების ანალოგიას წარმოადგენდა. აბრი პურის მსგავსი იყო ასევე სვანური დიდჯვრიანი "ბედის პური", რომელზედაც მეკვლე მოხარშულ ხორცს, პურს, თაფლსა და ვერცხლის ფულს დააწყობდა და ახალწლის შემოსვლას უფროსობის რიგის დაცვით ოჯახის ყველა წევრს მიულოცავდა.


წყარო: ნუგზარ ანთელავა. "კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები". 2017 წ.


კრებულები:


1. ქართველური ტომები


2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
51
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0