x
image
მანჩო 777
რატომ აქვს ქალღმერთ თემიდას ახვეული თვალები და რად უჭირავს სასწორი ხელში?
ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ის განასახიერებდა მართლმსაჯულებას, მოუსყიდველობასა და მიუკერძოებლობას... რატომ აქვს ქალღმერთ თემიდას ახვეული თვალები და რად უჭირავს სასწორი ხელში?




image




მაინც ვინ იყო თემიდა? - ქალღმერთი თემიდა ღმერთების-ურანის და გეას შვილი და ზევსის მეორე ცოლი იყო. კანონიკური წესების თანახმად, მას ყოველთვის ახვეული თვალებით, ცალ ხელში სასწორით, მეორეში კი ხმლით გამოსახავდნენ ძველი ბერძნები.

სახვევი - ცივსისხლიანი ურთიერთობის სიმბოლოა; სასწორი-სიმართლის საზომია, რომელიც გამოიყენება ადამიანის მიერ ჩადენილი კეთილი და ბოროტი საქმეების შესაფარდებლად, ხმალი კი სულიერი სიძლიერის სიმბოლოა. თუმცა ახვეულ თვალებთან დაკავშირებით არსებობს განსხვავებული მოსაზრებები.



რატომ ახვეული თვალები?


ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ბერძნებმა, რომლებიც ქალღმერთ თემიდას ეთაყვანებოდნენ, მას თვალები აუხვიეს, რათა ამით მოეხდინათ დემონსტრირება მოუსყიდველობისა და მიუკერძოებლობისა სასამართლო გარჩევების დროს. სახვევი მიუთითებს იმაზე, რომ თემიდაზე გავლენას ვერ მოახდენს გარეგანი ფაქტორები და დეტალები. საერთოდ, ეს საკმაოდ ლოგიკური ვერსიაა, რადგან მართლმსაჯულების წინაშე თანასწორი უნდა იყო ყველა ადამიანი, განურჩევლად სქესისა, ასაკისა, კანის ფერისა, აღმსარებლობისა, სოციალური მდგომარეობისა და სხვა განმასხვავებელი მახასიათებლებისა. სწორედ ამ ახსნამ ჰპოვა დღესდღეობით შედარებით ფართო გავრცელება.

არის კიდევ ერთი ვარაუდი, რომელიც აგრეთვე იმსახურებს არსებობის უფლებას: სახვევის დანიშნულებაა ქრთამზე უარის თქმა, რათა ქალღმერთის თვალებიდან დაფარული იყოს ის სიმდიდრე და სხვა მატერიალური კეთილდღეობანი, რომლებსაც ადამიანები სთავაზობენ მას, რათა გაექცნენ დამსახურებულ სასჯელს. თემიდასთვის სულ ერთია, ვინ რა საშუალებით ცდილობს მის ცდუნებას ჩადენილ დანაშაულზე თვალის არიდებისათვის.

თუ წყაროებს ვენდობით, კიდევ ერთი ვერსია ახვეული თვალებისა თავად ძველმა ბერძნებმა გააჟღერეს: მათ სწამდათ, რომ თემიდა ფლობდა შინაგანი ხედვის უნარს, რომელიც მას საშუალებას აძლევდა თვალდახუჭულსაც კი ემხილა ბოროტმოქმედება. სხვათა შორის, თემიდას ქანდაკებების ადრეულ ვერსიებში მას თვალები ახვეული არ ჰქონდა, ცალ ხელში კი ხმლის მაგივრად ბარაქის რქა ეჭირა. სასჯელაღმსრულებლის ფუნქცია ქალღმერთს მოგვიანებით მიანიჭეს.


თემიდა და იუსტიცია: მსგავსება და განსხვავება


თუკი ბერძნეულ მითოლოგიაში სამართლიანობასა და კანონს შორის განსხვავება იყო და მათ სხვადასხვა ღმერთი ჰყავდათ, რომაულ მითოლოგიაში ორივე მათგანს განასახიერებდა ქალღმერთი იუსტიცია, რომელიც პასუხისმგებელი იყო წესრიგსა და სამართლიანობაზე. მას ბერძნული თემიდასმაგვარი გარეგნობა აქვს, თუმცა, მისგან განსხვავებით, ხმალი მახვილი თავით დაბლა კი არაა დაშვებული, პირიქით-ზემოთაა აღმართული ომისა და აგრესიისადმი მზადყოფნის ნიშნად.



image



თემიდა-როგორც თანამედროვე მართლმსაჯულების სიმბოლო


ამჟამად თემიდა სამართლიანობისა და მოუსყიდველობის საყოველთაოდ მიღებული სიმბოლოა. მის გამოსახულებას ნახავთ მართლმსაჯულების სფეროსთან დაკავშირებულ ბევრ ობიექტზე, როგორებიცაა: სასამართლოს შენობები, ემბლემები, დოკუმენტაციები... ქალღმერთის სახელი საკუთარიდან საზოგადო სახელად გარდაიქმნა და ხშირად სახელწოდება ''თემიდა''-მრთლმსაჯულების მაგივრადაც კი წარმოითქმის.



თემიდას როლი მითოლოგიაში


ბერძნული მითოლოგიის თანახმად, თემიდა არა მხოლოდ ცოლი იყო ზევსისა, არამედ მისი მრჩეველიც. სწორედ მან ურჩია ზევსს ტიტანებთან ბრძოლაში გამოეყენებინა ფარი-ეგიდა, რომელიც დაფარული იყო ქალღმერთ ამალთეას მიერ გაზრდილი თხის ტყავით.

თემიდამ ოლიმპოს მბრძანებელს მრავალი შვილი აჩუქა. მათ შორის წელიწადის დროების ღმერთი ორი და ადამიანების ბედის მმართველი ღმერთი მოირი. ამ უკანასკნელს ხშირად გამოსახავდნენ სამი ქალის სახით, რომელთაგან ერთი ართავდა ადამიანის სიცოცხლის ძაფს, მეორეს ეს ძაფი მიჰყავდა ბედის ლაბირინთებში, მესამე კი ძაფს ჭრიდა საჭირო მომენტში, რითაც ხდებოდა ადამიანის მიწიერი არსებობის დასასრული.



image



ბერძნულ მითოლოგიაში თემიდას ასევე მიაწერდნენ წინასწარმეტყველების ნიჭს. მას დიდი გავლენა ჰქონდა არამარტო ოლიმპოს პანთეონზე, არამედ ადამიანებზეც, რომლებიც სამართლიანი, მოუსყიდველი და მიუკერძოებელი ქალღმერთის პატივსაცემად ქმნიდნენ ქანდაკებებს და აშენებდნენ ტაძრებს.

6
877
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
877
  
2020, 29 მარტი, 3:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 27 მარტი, 23:47
მაგარი სტატიაა. ეგებ წაიკითხონ და რამე გაიგონ.
2020, 26 მარტი, 14:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 26 მარტი, 14:06
სტატია რომ წაგეკითხათ, იქნებ გეპოვათ მაგის პასუხი :)
2020, 26 მარტი, 12:53
თვალები ახვეული ქონდა იუსტიციას და არა თემიდას
0 1 6