სხვა ვარსკვლავები, რომლებმაც ფანები შეიყვარეს და ეს არ უნანიათ 2020, 5 მაისი, 17:16 მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხართ, ალბათ, ერთხელ მაინც წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი ცნობილ ადამიანთან. ზოგჯერ სწორ დროს სწორ ადგილას ყოფნის გამო სასწაულები ხდება, როგორც ეს მოხდა იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებსაც დღეს სტატიაში გაგაცნობთ. წარმოგიდგენთ იღბლიან ფანებს, რომლებმაც საყვარელ ვარსკვლავებთან დაიწყეს ურთიერთობა. ზოგიერთი შემთხვევა ქორწილითაც კი დაგვირგვინდა!
1. ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბალდვინიახალგაზრდობაში ჰეილი ჯელენას (ჯასტინი და სელენა) დიდი ფანი იყო. მათი დაშორების შემდეგ წყვილი ერთმანეთს ჰეილის მამამ გააცნო. ჯასტინმა და ჰეილიმ ურთიერთობა 2014 წელს განაახლეს და 2018 წელს გააოფიციალურეს კიდეც.2. კიმ კარდაშიანი და კანიე უესტიპაემნების დაწყებამდე კანიე კიმ კარდაშიანის დიდი ფანი იყო. როგორც ინტერვიუში აღნიშნა, მან იცოდა, რომ ოდესმე კიმი მისი ცოლი გახდებოდა. დღესდღეობით წყვილი დაქორწინებულია და 4 შვილი ჰყავს.3. ჯესიკა ალბა და ქეშ უარენიჯესიკა ქეშს ფილმ Fantastic Four-ის გადაღებაზე შეხვდა, როცა ქეში გადამღების ასისტენტად მუშაობდა. ქეში ჯესიკას ფანი წლების განმავლობაში იყო. საბოლოოდ, ისინი დაქორწინდნენ და 3 შვილი შეეძინათ.4. ჯონ ტრავოლტა და კელი პრესტონიმიუხედავად იმისა, რომ ორივე ცნობილი ვარსკვლავია, კელის ჯონი ფილმ Grease -ის პოსტერის დანახვისთანავე შეუყვარდა. მან მაშინვე იცოდა, რომ ამ კაცს ცოლად გაჰყვებოდა. მართლაც, წყვილი 1991 წლიდან ბედნიერ ქორწინებაშია!5. მეთ დეიმონი და ლუსიანა ბაროსო2002 წელს მეთი მაიამიში მუშაობდა ფილმზე, სახელად Stuck on You. ერთ ღამეს ის ბარში წავიდა, სადაც ლუსიანა ბაროსო მუშაობდა. "ხალხით გადაჭედილ ბარში ის მაშინვე თვალში მომხვდა", - უთხრა მან ელენ დეჯენერესს ლუსიანასთან პირველი შეხვედრის შესახებ. 2005 წლიდან წყვილი ბედნიერ ქორწინებაშია და 4 შვილი ჰყავს.6. რიზ უიზერსპუნი და ჯიმ თოთჰიჯიმ თოთჰი მუშაობდა სააგენტოში, რომელიც რიზის სამსახურს პოპულარიზაციას უწევდა. ტექნიკურად, მას "ხელფასიანი ფანიც" კი შეგიძლიათ დაუძახოთ. წყვილი დღეს ბედნიერ ქორწინებაშია და ერთი შვილი ჰყავს.7. ბილი ჯო არმსტრონგი და ადრიან ნესერიბილი თავის მომავალ ცოლს, რომელიც Green Day-ის დიდი ფანი იყო, ჯგუფის ერთ-ერთ კონცერტზე შეხვდა. ისინი 1994 წელს დაქორწინდნენ და 2 შვილი ჰყავთ.8. პატრიკ დემფსი და ჯილიან ფინკიჯილიან ფინკი აღტაცებული იყო, როცა 1994 წელს პატრიკ დემფსიმ მასთან გადაწყვიტა თმის შეჭრა. ისინი 1999 წელს დაქორწინდნენ და 3 შვილი ჰყავთ.9. სტივ ჰარვი და მარჯორი ბრიჯისისტივი და მარჯორი ერთმანეთს Memphis კომედი კლუბში შეხვდნენ, სადაც ჰარვიმ ბრიჯისი დაინახა და უთხრა: "არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ ჩემი ცოლი გახდები".10. ჯულია რობერტსი და დენი მოდერიდენი ჯულიას დიდი ფანი იყო. ის კინოოპერატორად მუშაობდა ფილმThe Mexican-ის გადაღებაზე, სწორედ მაშინ იპოვა წყვილმა ერთმანეთი. ისინი 2002 წელს დაქორწინდნენ.11. ჯერი სინფელდი და ჯესიკა სკლარიჯესიკას არასდროს უტრაბახია ქმრის ცნობადობით, ის თავად გახდა პოპულარული სამზარეულოს წიგნებისა და ქველმოქმედების წყალობით. წყვილი ერთმანეთს სპორტ-დარბაზში შეხვდა 1998 წელს. კომიკოსის გამო ჯესიკა თავის მეუღლეს გაშორდა, რომელთან ერთად თაფლობის თვიდანაც ახალი დაბრუნებული იყო. ჯერი და ჯესიკა 1999 წელს დაქორწინდნენ და 3 შვილი ჰყავთ.12. კრისტიან ბეილი და სიბი ბლაზიკიბეილი საერთოდ არ გეგმავდა დაქორწინებას, სანამ უინონა რაიდერის პირად ასისტენტს არ შეხვდა. სიბი და ქრისტიანი 2000 წელს დაქორწინდნენ.13. ადამ სენდლერი და ჟაკლინ ტიტონისენდლერის კარიერა პიკში იყო, როცა თავის მეორე ნახევარს შეხვდა. ამ დროს ამანდა სენდლერის Big Daddy-ში თამაშობდა და ურთიერთობის დაწყება სულაც არ უნდოდა. წყვილს ბევრი საერთო მეგობარი ჰყავდა. მათ შეხვედრები 2003 წელს დაიწყეს და 2 შვილი შეეძინათ: სეიდი და სანი.14. პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი13 წლის ასაკში, როცა ქეითი კოლეჯში სწავლობდა, ჭორები დადიოდა, რომ მას კედელზე პრინც უილიამის პოსტერი ჰქონდა გაკრული. წყვილი ერთმანეთს რამდენიმე წლის შემდეგ შეხვდა და დაქორწინდა კიდეც. მათ 3 შვილი შეეძინათ: პრინცი ჯორჯი, პრინცესა შარლოტი და პრინცი ლუისი.15. ენ ჰეთეუეი და ადამ შულმანიენმა თავისი პროდიუსერი მეუღლე 2008 წელს გაიცნო საერთო მეგობრის წყალობით. როგორც აღმოჩნდა, შულმანი მსახიობის დიდი ფანი იყო და როგორ შეიძლებოდა, არ ყოფილიყო? ენსა და ადამს შორის უდავო ქიმია გაჩნდა და მალე ისინი განუყრელნი გახდნენ. ისინი 2012 წელს დაქორწინდნენ და შვილიც შეეძინათ. საინტერესო ფაქტი: იცოდით, რომ ადამ შულმანი შექსპირის ორეულია? გარდა ამისა, შექსპირის ცოლსაც ენი ერქვა.p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია. ასევე დაგაინტერესებთ:1. ეს წყვილები გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ, შემდეგ კი ერთმანეთი მართლა შეუყვარდათ 2. როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები, როცა წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდნენ 3. 15 ჰოლივუდელი წყვილი, რომლებიც წითელ ხალიჩას ნამდვილად დააკლდნენ 4. ცნობილები, რომლებიც საზოგადოებაში დედებთან ერთად გამოჩნდნენ - ეს ფოტოები გულს გაგითბობთ 5. როგორ გამოიყურებიან ცნობილი ადამიანების და-ძმები 1298 2-ს მოსწონს
|