სხვა როგორ გამოიყურებიან ცნობილი ადამიანების და-ძმები 2020, 10 მარტი, 12:05 ყოველდღიურად ვუყურებთ მსოფლიოში ცნობილ ვარსკვლავებს და წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ გამოიყურებიან მათი დედმამიშვილები, ან ჰყავთ თუ არა საერთოდ. როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთი მათგანი ისეთი მიმზიდველია, რომ შეიძლებოდა თავადაც გამხდარიყო ვარსკვლავი. უბრალოდ, დააკვირდით თუნდაც კრის ჰემსვორთის ძმებს. დაგვეთანხმებით, ნაკლებად სიმპათიურები არც ისინი არიან.
სტატიაში რამდენიმე ცნობილი ვარსკვლავის და-ძმას გაგაცნობთ, რომელთა გარეგნობითაც გაოცებულები დარჩებით. 1. დაკოტა ფენინგი და მისი და - ელიდებს შორის ასაკში განსხვავება სულ რაღაც 4 წელია. ორივე მათგანი წარმატებული მსახიობია. ელი განსაკუთრებით ცნობილია სერიალ Maleficent-ში შესრულებული აურორას როლით. ასევე, ის მღერის და მიჰყვება მოდელის კარიერასაც.2. ბიონსე ნოულსი და მისი და - სოლანჟიბიონსეს და ცნობილ მომღერალზე 5 წლით უმცროსია. ის ცნობილია “Destiny’s Child”-ის ფონზე ცეკვით. სოლანჟი ასევე მღერის, წერს სიმღერებს და მსახიობობს კიდეც. ორივე და საკმაოდ წარმატებულია თავიანთ სფეროში. 3. მაილი საირუსი და მისი და - ნოამაილის ორი დედმამიშვილი ჰყავს საერთო მშობლებით და ასევე - სამი ნახევრად დედმამიშვილი დედ-მამის პირველი ქორწინებებიდან. ნოა მისი ყველაზე პატარაა დაა და მათ შორის ასაკში სხვაობა 8 წელია. მაილივით ნოაც მღერის, წერს სიმღერებს და თამაშობს ფილმებში.4. კრის ივენსი და მისი ძმა - სკოტიკრისს სამი დედმამიშვილი ჰყავს - უმცროსი ძმა სკოტის გარდა, მას უფროსი და კარლი და უმცროსი და, სახელად შანაც ჰყავს. სკოტიც მსახიობია. ის სანსაკუთრებით ცნობილია პოლიციის ოფიცრის როლით საპნის ოპერაში One Life to Live.5. მერი-ქეითი, ეშლი ოლსენი, და მათი მესამე და - ელიზაბეთიცნობილ ტყუპ ოლსენებს ჰყავთ ძმა, სახელად ტრენტი და უფროსი და, სახელად ელიზაბეთი. ისიც მსახიობია და განსაკუთრებით ცნობილია Martha Marcy May Marlene-ში შესრულებული როლით. ტყუპ ოლსენებს ასევე 2 ნახევრად დედმამიშვილი ჰყავთ მამის მეორე ქორწინებიდან.6. სკარლეტ იოჰანსონი და მისი ძმა - ჰანთერისკარლეტის ტყუპი ძმა ჰანთერი ცნობილ დასთან, მამასთან და უფროს და ვანესასთან ერთად თამაშობდა ფილმში Manny & Lo. სკარლეტს ასევე ჰყავს უფროსი ძმა, სახელად ადრიანი და უფროსი ნახევარძმა, სახელად კრისტიანი.7. ზაკ ეფრონი და მისი ძმა - დილანიზაკის თქმით, მას და დილანს "ნორმალური ბავშვობა" ჰქონდათ საშუალო კლასის ოჯახში. ძმებს კარგი ურთიერთობა აქვთ და საზოგადოებაში ხშირად ჩნდებიან ერთად. ორივე მათგანი სიმპათიური და მიმზიდველია; უბრალოდ, შეხედეთ მათ თვალებს.8. ადამ ლევინი და მისი ძმა - მაიკლი“Maroon 5”-ის წამყვან ვოკალისტს ჰყავს ძმა, სახელად მაიკლი, ასევე ორი ნახევრად დედმამიშვილი - სემი და ლიზა, და და - ჯულია. ბევრის აზრით, მაიკლი თავის ცნობილ ძმაზე სიმპათიურია, თქვენ რას ფიქრობთ?9. ბლეიკ ლაივლი და მისი ძმა - ერიკიბლეიკის უფროსი ძმა ერიკი ამერიკელი მსახიობია. 2009 წელს ის გამოჩნდა Pink-ის ვიდეორგოლში “Please Don’t Leave Me”, როგორც მომღერლის შეყვარებული. ბლეიკს და ერიკს კიდევ ორი ნახევარძმა და ერთი ნახევარდა ჰყავთ.10. ქეით მიდლტონი და მისი და - პიპაპიპას (ფილიპა) გარდა, ქეითს უმცროსი ძმაც ჰყავს, სახელად ჯეიმსი. პიპა ღონისძიებების მენეჯმენტის საქმეშია ჩართული, ასევე მუშაობდა რედაქტორად და ჟურნალისტად. როგორც ქეითი, პიპაც ხშირად ხვდება მედიის ყურადღების ცენტრში.11. რუნი მარა და მისი და - ქეითირუნი და ქეითი მსახიობები არიან. ქეითი განსაკუთრებით ცნობილია House of Cards-ში შესრულებული რეპორტიორის როლით. ის ასევე მონაწილეობდა ფილმებში Brokeback Mountain და The Martian. დებ მარებს 2 ძმაც ჰყავთ, დენიელი და კონორი.12. ტეილორ სვიფტი და მისი ძმა - ოსტინიოსტინ კინგსლი სვიფტი, ტეილორ სვიფტის უმცროსი ძმა, ამერიკელი მსახიობია. ის მონაწილეობდა ისეთ ფილმებში, როგორიცაა We Summon the Darkness, I.T და სერიალში Still the King .13. ჯიჯი და ბელა ჰადიდები და მათი ძმა - ანვარიამერიკელ მოდელებს ჯიჯის და ბელას ძმა ჰყავთ, სახელად ანვარი, რომელიც ასევე მოდელი და სატელევიზიო ფიგურაა. ანვარი Hugo Boss-ის სახედ დასახელდა 2017 წელს. დებ ჰადიდებს ასევე 2 უფროსი ნახევარდა ჰყავთ.14. ჰარი სტაილსი და მისი და - გემაბენდ “One Direction”-ს წევრ ჰარი სტაილსის ჰყავს უფროსი და, სახელად გემა, ასევე ნახევარძმა - მაიკი და ნახევარდა - ემი. გემა ზოგჯერ საჯარო ღონისძიებებზე ჩნდება თავის ცნობილ ძმასთან ერთად და ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება.15. კრის ჰემსვორთი და მისი ძმები - ლუკი და ლიამიშეგიძლიათ, თქვათ ამ სამი ძმიდან რომელია კრისი? დიახ - შუაში. ლუკი და ლიამიც მსახიობები არიან. ლიამი ცნობილია სერიალ The Hunger Games-ში თამაშით, ლუკი კი - სერიალ Westworld and Neighbours-ში შესრულებული როლით. p.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.ასევე დაგაინტერესებთ:1. როგორ გამოიყურებიან მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალების შვილები 2. ცნობილების შვილები, რომლებიც საერთოდ არ ჰგვანან მშობლებს 3. ცნობილები, რომლებიც ფულს იახტებსა და ბრილიანტებზე კი არა, მსოფლიოს გადარჩენაზე ხარჯავენ 4. როგორ შეიცვალნენ სამეფო ოჯახის წევრები ბოლო 10 წლის განმავლობაში და რას საქმიანობენ დღეს 5. ცნობილი მამები, რომლებმაც შვილები მარტო გაზარდეს 755 2-ს მოსწონს
|