x
image
_K_
როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები, როცა წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდნენ
imageვარსკვლავებისთვის წითელ ხალიჩაზე გავლა დღეს უკვე ჩვეულებრივი რამაა. თუმცა, ყველაფერი ოდესღაც პირველად ხდება და გამონაკლისები არც ცნობილები არიან, რომლებიც პირველ ჯერზე სულ სხვანაირად პოზირებდნენ ფოტოგრაფების წინაშე.


სტატიაში 17 ცნობილი ვარსკვლავის ფოტოს შემოგთავაზებთ. შეადარეთ, რამდენად შეიცვალა მათი ჩაცმის სტილი, ვარცხნილობა და გამოხედვაც კი წლების განმავლობაში.






კეიტ ბეკინსეილი (1999)

კეიტმა პირველი როლი ფილმ One Against the Wind-ში შეასრულა 1991 წელს. 2001 წელს ფილმ Pearl Harbor-ში შესრულებულმა როლმა მსახიობს მსოფლიო აღიარება მოუტანა.

image






ჯეიკ ჯილენჰაალი (1999)


ჯეიკმა პირველი როლი შეასრულა კომედიაში City Slickers, მსოფლიო აღიარება კი 1999 წელს October Sky-ში შესრულებული მთავარი როლის გამო მოიპოვა.

image






ენ ჰეთეუეი (1999)

ენის კარიერა სერიალ Get Real-ით დაიწყო. მსოფლიო აღიარება კი მსახიობს The Princess Diaries-ში შესრულებული პრინცესა მიას როლმა მოუტანა.

image






ქეით ბლანშეტი (1999)

ქეითმა კარიერა თეატრში დაიწყო. 1993 წელს Oleanna-ში შესრულებული როლის გამო ის საუკეთესო ახალ მსახიობად დაასახელეს. მისი დებიუტი ტელევიზიაში 1989 წელს შედგა, სერიალ G.P.-ით. მსოფლიო მასშტაბის პოპულარობა ბლანშეტმა 1998 მოიპოვა ფილმ Elizabeth-ში შესრულებული როლით.

image






გვინეთ პელტროუ (1997)

გვინეთის დებიუტი მსოფლიო კინოს სამყაროში 1991 წელს შედგა ფილმ Scream-ით. მსახიობმა პირველი ოსკარი 1998 წელს Shakespeare in Love-ში შესრულებული როლისთვის მიიღო.

image






ტომ კრუზი (1986)

ტომმა კარიერა 1981 წელს დაიწყო ფილმ Endless Love-ში შესრულებული პატარა როლით. პოპულარობა მას 1983 წელს ფილმ Risky Business-ში შესრულებულმა როლმა მოუტანა.

image






რეიჩელ ვაისი (2003)

რეიჩელმა პირველი როლები 1996 წელს შეასრულა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა Chain Reaction და Stealing Beauty. თუმცა, მას პოპულარობა 1999 წლის ფილმმა The Mummy და 2005 წლის ფილმმა Constantine მოუტანა.

image






შეილინ ვუდლი (2008)

მსახიობს პოპულარობა 2008-2013 წლებში სერიალ The Secret Life of the American Teenager-ში შესრულებულმა როლმა მოუტანა. ის უფრო ცნობილი გახდა ტრილოგია Divergent-ში შესრულებული როლით.

image






ტეილორ სვიფტი (2007)

ტეილორი ცნობილი 2006 წელს გახდა სინგლით “Tim McGraw”. 2007 წელს Nashville Songwriters Association-მა ის წლის საუკეთესო კოპმოზიტორად და არტისტად დაასახელა. ტეილორ სვიფტი ყველაზე ახალგაზრდა მომღერალი გახდა, ვინც ეს ჯილდო მიიღო.

image






ზაკ ეფრონი (2005)

2006 წელს ზაკმა ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა High School Musical-ში. ამის შემდეგ ის მიუზიკლ Hairspray-ით გახდა პოპულარული.

image






ვიქტორია ბექჰემი (1998)

1994 წელს ვიქტორია ბენდ “Spice Girls”-ს შეუერთდა. 1996 წელს მათი სინგლი “Wannabe” ნომერ პირველი გახდა დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში და სხვა 29 ქვეყანაში.

image






ზოი სალდანა (2005)

ზოიმ პირველი დიდი როლი ფილმ Center Stage-ში შეასრულა 2000 წელს. შემდეგ, 2002 წელს მსახიობი გამოჩნდა Crossroads-ში, სადაც ბრიტნი სპირსთან ერთად თამაშობდა. 2003 წელს კი დიდი პოპულარობა მოუტანა ფილმ Pirates of the Caribbean: The Curse of the Black Pearl-ში შესრულებულმა როლმა.

image






კრისტენ სტიუარტი (2005)

2002 წელს სტიუარტი ფილმ Panic Room-ში მონაწილეობდა. მისი შემდეგი როლი თინეიჯერულ კომედიაში Catch That Kid იყო 2004 წელს. კრისტენი თამაშობდა გოგოს როლს, რომელმაც მამის გადასარჩენად მეგობრებთან ერთად ბანკის გაძარცვა გადაწყვიტა.

image






რაიან გოსლინგი (2004)

1995 წლიდან მსახიობი თამაშობდა ისეთ სერიალებში, როგორებიცაა Are You Afraid of the Dark?, The Adventures of Shirley Holmes, და Young Hercules. თუმცა, ცნობილი The Notebook-ში შესრულებული მთავარი როლის შემდეგ გახდა.

image






მერილ სტრიპი (1979)

კინოში სტრიპის დებიუტი 1977 წელს შედგა ფილმით Julia. მერილმა პირველი ოსკარი სოციალურ დრამა Kramer vs. Kramer-ში შესრულებული როლისთვის მიიღო.

image






ლეონარდო დიკაპრიო (1989)

ლეონარდოს დებიუტი კინოში 1991 შედგა ფილმით Critters 3. მოგვიანებით, 1993 წელს მან ჯონი დეპისთან ერთად ითამაშა ფილმში What’s Eating Gilbert Grape. ფილმი წარმატებული გამოდგა, რის გამოც დიკაპრიოს ერგო ოქროს გლობუსის და ოსკარის ნომინაციები.

image






სელმა ჰაიეკი (1995)

1989 წელს სელმამ მთავარი როლი შეასრულა მექსიკურ ტელესერიალში Teresa, ასე მიიღო მან ეროვნული მსახიობის ტიტული. 1995 წელს ფილმმა Desperado ჰაიეკი აშშ-შიც გახადა პოპულარული და მსახიობმა ჰოლივუდის ყურადღებაც მიიპყრო.

imagep.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ გამოიყურებიან ცნობილი ადამიანების და-ძმები

image


2. ცნობილები, რომლებიც საზოგადოებაში დედებთან ერთად გამოჩნდნენ - ეს ფოტოები გულს გაგითბობთ

image


3. ცნობილების შვილები, რომლებიც საერთოდ არ ჰგვანან მშობლებს

image


4. 15 ჰოლივუდელი წყვილი, რომლებიც წითელ ხალიჩას ნამდვილად დააკლდნენ

image


5. ინტერნეტ მომხმარებლებმა ყველა დროის ყველაზე ლამაზი ჰოლივუდელები გამოავლინეს

image

0
994
1-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
994
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0