x
image
_K_
ვარსკვლავები, რომლებმაც ფანები შეიყვარეს და ეს არ უნანიათ
imageმნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხართ, ალბათ, ერთხელ მაინც წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი ცნობილ ადამიანთან. ზოგჯერ სწორ დროს სწორ ადგილას ყოფნის გამო სასწაულები ხდება, როგორც ეს მოხდა იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებსაც დღეს სტატიაში გაგაცნობთ. წარმოგიდგენთ იღბლიან ფანებს, რომლებმაც საყვარელ ვარსკვლავებთან დაიწყეს ურთიერთობა. ზოგიერთი შემთხვევა ქორწილითაც კი დაგვირგვინდა!





1. ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბალდვინი

ახალგაზრდობაში ჰეილი ჯელენას (ჯასტინი და სელენა) დიდი ფანი იყო. მათი დაშორების შემდეგ წყვილი ერთმანეთს ჰეილის მამამ გააცნო. ჯასტინმა და ჰეილიმ ურთიერთობა 2014 წელს განაახლეს და 2018 წელს გააოფიციალურეს კიდეც.

image



2. კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი

პაემნების დაწყებამდე კანიე კიმ კარდაშიანის დიდი ფანი იყო. როგორც ინტერვიუში აღნიშნა, მან იცოდა, რომ ოდესმე კიმი მისი ცოლი გახდებოდა. დღესდღეობით წყვილი დაქორწინებულია და 4 შვილი ჰყავს.


image



3. ჯესიკა ალბა და ქეშ უარენი

ჯესიკა ქეშს ფილმ Fantastic Four-ის გადაღებაზე შეხვდა, როცა ქეში გადამღების ასისტენტად მუშაობდა. ქეში ჯესიკას ფანი წლების განმავლობაში იყო. საბოლოოდ, ისინი დაქორწინდნენ და 3 შვილი შეეძინათ.

image



4. ჯონ ტრავოლტა და კელი პრესტონი

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ცნობილი ვარსკვლავია, კელის ჯონი ფილმ Grease -ის პოსტერის დანახვისთანავე შეუყვარდა. მან მაშინვე იცოდა, რომ ამ კაცს ცოლად გაჰყვებოდა. მართლაც, წყვილი 1991 წლიდან ბედნიერ ქორწინებაშია!

image



5. მეთ დეიმონი და ლუსიანა ბაროსო

2002 წელს მეთი მაიამიში მუშაობდა ფილმზე, სახელად Stuck on You. ერთ ღამეს ის ბარში წავიდა, სადაც ლუსიანა ბაროსო მუშაობდა. "ხალხით გადაჭედილ ბარში ის მაშინვე თვალში მომხვდა", - უთხრა მან ელენ დეჯენერესს ლუსიანასთან პირველი შეხვედრის შესახებ. 2005 წლიდან წყვილი ბედნიერ ქორწინებაშია და 4 შვილი ჰყავს.

image


6. რიზ უიზერსპუნი და ჯიმ თოთჰი

ჯიმ თოთჰი მუშაობდა სააგენტოში, რომელიც რიზის სამსახურს პოპულარიზაციას უწევდა. ტექნიკურად, მას "ხელფასიანი ფანიც" კი შეგიძლიათ დაუძახოთ. წყვილი დღეს ბედნიერ ქორწინებაშია და ერთი შვილი ჰყავს.

image



7. ბილი ჯო არმსტრონგი და ადრიან ნესერი

ბილი თავის მომავალ ცოლს, რომელიც Green Day-ის დიდი ფანი იყო, ჯგუფის ერთ-ერთ კონცერტზე შეხვდა. ისინი 1994 წელს დაქორწინდნენ და 2 შვილი ჰყავთ.

image




8. პატრიკ დემფსი და ჯილიან ფინკი

ჯილიან ფინკი აღტაცებული იყო, როცა 1994 წელს პატრიკ დემფსიმ მასთან გადაწყვიტა თმის შეჭრა. ისინი 1999 წელს დაქორწინდნენ და 3 შვილი ჰყავთ.

image




9. სტივ ჰარვი და მარჯორი ბრიჯისი

სტივი და მარჯორი ერთმანეთს Memphis კომედი კლუბში შეხვდნენ, სადაც ჰარვიმ ბრიჯისი დაინახა და უთხრა: "არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ ჩემი ცოლი გახდები".

image




10. ჯულია რობერტსი და დენი მოდერი

დენი ჯულიას დიდი ფანი იყო. ის კინოოპერატორად მუშაობდა ფილმThe Mexican-ის გადაღებაზე, სწორედ მაშინ იპოვა წყვილმა ერთმანეთი. ისინი 2002 წელს დაქორწინდნენ.

image




11. ჯერი სინფელდი და ჯესიკა სკლარი

ჯესიკას არასდროს უტრაბახია ქმრის ცნობადობით, ის თავად გახდა პოპულარული სამზარეულოს წიგნებისა და ქველმოქმედების წყალობით. წყვილი ერთმანეთს სპორტ-დარბაზში შეხვდა 1998 წელს. კომიკოსის გამო ჯესიკა თავის მეუღლეს გაშორდა, რომელთან ერთად თაფლობის თვიდანაც ახალი დაბრუნებული იყო. ჯერი და ჯესიკა 1999 წელს დაქორწინდნენ და 3 შვილი ჰყავთ.

image




12. კრისტიან ბეილი და სიბი ბლაზიკი

ბეილი საერთოდ არ გეგმავდა დაქორწინებას, სანამ უინონა რაიდერის პირად ასისტენტს არ შეხვდა. სიბი და ქრისტიანი 2000 წელს დაქორწინდნენ.

image




13. ადამ სენდლერი და ჟაკლინ ტიტონი

სენდლერის კარიერა პიკში იყო, როცა თავის მეორე ნახევარს შეხვდა. ამ დროს ამანდა სენდლერის Big Daddy-ში თამაშობდა და ურთიერთობის დაწყება სულაც არ უნდოდა. წყვილს ბევრი საერთო მეგობარი ჰყავდა. მათ შეხვედრები 2003 წელს დაიწყეს და 2 შვილი შეეძინათ: სეიდი და სანი.

image




14. პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი

13 წლის ასაკში, როცა ქეითი კოლეჯში სწავლობდა, ჭორები დადიოდა, რომ მას კედელზე პრინც უილიამის პოსტერი ჰქონდა გაკრული. წყვილი ერთმანეთს რამდენიმე წლის შემდეგ შეხვდა და დაქორწინდა კიდეც. მათ 3 შვილი შეეძინათ: პრინცი ჯორჯი, პრინცესა შარლოტი და პრინცი ლუისი.

image




15. ენ ჰეთეუეი და ადამ შულმანი

ენმა თავისი პროდიუსერი მეუღლე 2008 წელს გაიცნო საერთო მეგობრის წყალობით. როგორც აღმოჩნდა, შულმანი მსახიობის დიდი ფანი იყო და როგორ შეიძლებოდა, არ ყოფილიყო? ენსა და ადამს შორის უდავო ქიმია გაჩნდა და მალე ისინი განუყრელნი გახდნენ. ისინი 2012 წელს დაქორწინდნენ და შვილიც შეეძინათ. საინტერესო ფაქტი: იცოდით, რომ ადამ შულმანი შექსპირის ორეულია? გარდა ამისა, შექსპირის ცოლსაც ენი ერქვა.

image



p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. ეს წყვილები გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ, შემდეგ კი ერთმანეთი მართლა შეუყვარდათ

image


2. როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები, როცა წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდნენ

image


3. 15 ჰოლივუდელი წყვილი, რომლებიც წითელ ხალიჩას ნამდვილად დააკლდნენ

image


4. ცნობილები, რომლებიც საზოგადოებაში დედებთან ერთად გამოჩნდნენ - ეს ფოტოები გულს გაგითბობთ

image


5. როგორ გამოიყურებიან ცნობილი ადამიანების და-ძმები

image

0
1298
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1298
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0