x
image
_K_
10 რამ, რაც ექიმის ნებართვის გარეშე არ უნდა გააკეთოთ
image

კვლევის მიხედვით, სერიოზული დაზიანებების და სიკვდილიანობის 30% იმის გამო ხდება, რომ პაციენტი რაღაცას არასწორად აკეთებდა. ამიტომ როცა ექიმთან მიდიხართ, უნდა გახსოვდეთ, რომ გამოჯანმრთელება მარტო პროფესიონალზე კი არა, თქვენს შემდგომ ქმედებებზეც არის დამოკიდებული, რამდენად შეასრულებთ ექიმის მითითებებს.


სტატიაში წარმოგიდგენთ სიას, რომელიც არაზუსტი დიაგნოსტიკის თავიდან აცილებაში და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.





1. არ გაიკეთოთ მანიკური და პედიკური დერმატოლოგთან კონსულტაციის გარეშე


დერმატოლოგები 3000-ზე მეტ დაავადებას მკურნალობენ. სრული გამოკვლევისას, მათ მხოლოდ თქვენი კანი კი არა, ფრჩხილებიც უნდა შეამოწმონ. იქ არაერთი სოკოვანი ინფექცია შეიძლება იყოს.



გარდა ამისა, ფრჩხილების ნებისმიერი ცვლილება შესაძლოა ორგანოების დაავადებაზე მიუთითებდეს, ასე რომ, ამას ექიმმა საკმარისი ყურადღება უნდა მიაქციოს.

image




2. არ დალიოთ ალკოჰოლი ქოლესტერინის ტესტის გარეშე


მიუხედავად იმისა, რომ ლუდი და სპირტი ქოლესტერინს არ შეიცავს, ისინი სავსეა შაქრითა და ნახშირწყლებით, რომლებიც შეიძლება სხეულში ქოლესტერინის სახით დაგიგროვდეთ.


მალევე თქვენი ქოლესტერინის დონე ნორმას დაუბრუნდება, მაგრამ ექიმთან მისვლა და შემოწმება მაინც კარგი აზრია.

image




3. შარდის ჩაბარებამდე ძალიან არ მოიწყუროთ


ადამიანის შარდის 99% წყალია და მხოლოდ 1% არის მჟავა, ამიაკი, ჰორმონები, მკვდარი სისხლის უჯრედები, პროტეინები და სხვა სუბსტანციები, რაც გამოკვლევისთვისაა საჭირო. როგორც ხედავთ, კონცენტრაცია ძალიან დაბალია. ასე რომ, თუ 100მლ შარდს გამოყოფთ, დაახლოებით მხოლოდ 1მლ-ია საჭირო ანალიზისთვის. ტესტამდე რამდენიმე საათით ადრე მეტი წყალი დალიეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ საკმარისი რაოდენობის შარდს გამოყოფთ.

image




4. არ გამოიყენოთ დეოდორანტი მამოგრამამდე


ამ რჩევას საფუძვლად ის უდევს, რომ დეოდორანტი მეტალის სუბსტანციებს შეიცავს. პროცედურის დროს მარტივად შეიძლება ეს მეტალები გამაგრებებში აერიოთ, რაც კიბოს ნიშანია. გარდა იმისა, რომ გამოკვლევის შედეგი არასწორი იქნება, ძალიან აგანერვიულებთ კიდეც.

image




5. არ მიირთვათ წითელი ფერის საჭმელი კოლონოსკოპიამდე


ბუნებრივად წითელმა საკვებმა შეიძლება მსხვილ ნაწლავს მოწითალო შეფერილობა მისცეს, რამაც კვლევის შედეგზე მოახდინოს გავლენა. კოლონოსკოპიამდე ერთი კვირით ადრე უარი თქვით ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა ჭარხალი, მარწყვი, წითელი ტკბილეული და ნაყინი, ძირტკბილა, პომიდორი და ა.შ. გაითვალისწიენთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ექიმთან მისვლამდე სხვა ყველანაირი საჭმელი უნდა მიირთვათ. კარგი იქნება, ერთი დღით ადრე თუ მხოლოდ სუფთა, თხევად საკვებს მიიღებთ.

image




6. არ მიირთვათ მარილიანი საკვები სისხლის წნევის ტესტის ჩაბარებამდე


ამერიკის გულ-სისხლძარღვთა ასოციაცია გირჩევთ, დღეში 2 300 მილიგრამ მარილზე მეტი არ მიიღოთ. სხვა საზიანო ეფექტებთან ერთად, ის სისხლის წნევას ზრდის.


ასე რომ, ტესტის ჩაბარებამდე უარი თქვით ფასთ ფუდზე, თხილეულზე და ყველაფერზე, რაც დიდი რაოდენობით მარილს შეიცავს.

image




7. არ მიიღოთ წამლები სისხლის ტესტის გაკეთებამდე


კარგი იქნება, თუ ზუსტი შედეგის მისაღებად ტესტის გაკეთებამდე რამდენიმე დღით ადრე უარს იტყვით წამლებზე, რათა სისხლი გაიწმინდოს და გარე ფაქტორების ეფექტი არ ჰქონდეს.


თუ წამალს ყოველდღიურად სვამთ, ექიმები გირჩევენ, ის დილით სისხლის ჩაბარების შემდეგ მიიროთ. თუმცა, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და აჯობებს, სპეციალისტს ამაზე წინასწარ შეუთანხმდეთ.

image




8. არ შეცვალოთ ყოველდღიური გრაფიკი


ჩვენს სხეულს სტაბილური სისტემა აქვს, რომელიც ახალ რეჟიმთან შესაგუებლად დროს მოითხოვს. მაგალითად, მოგზაურებმა იციან, რომ როცა ერთი დროის ზონიდან მეორეში მიფრინავენ, ორგანიზმს აღდგენისთვის 2 დღე მაინც სჭირდება. როგორც ჩანცს, როცა დასაძინებლად ნახევარი საათით გვიან მიდიხართ, ვიდრე ჩვეულებრივ, სხეული უკვე სტრესს განიცდის, რაც სხეულის ზოგად მდგომარეობაზეც მოქმედებს.


იგივე ეხება სხვა ბუნებრივ პროცესებსაც, მაგალითად ჭამას და დალევას.

image




9. არ გამოიყენოთ კრემი, ლუბრიკანტი და ტამპონი პაპ-ტესტამდე


პაპ-ტესტი ერთ-ერთი საუკეთესო ტესტია ქალის ორგანოების ჯანმრთელობის დასადგენად. ექიმები გირჩევენ, ის ყოველ 3 წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტაროთ. იმის გათვალისწინებით, რომ კვლევის ზონა ძალიან სენსიტიური და მგრძნობიარეა, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი წესები:

★ არ გამოიყენოთ ტამპუნი პაპ-ტესტამდე 48 საათით ადრე.

★ არ გამოიყენოთ კრემები და ლუბრიკანტები პაპ-ტესტამდე 48 საათით ადრე.

★ არ გამოიყენოთ სპერმიციდი (საშუალება, რომელიც ანგრევს სპერმატოზოიდებს) პაპ-ტესტამდე 48 საათით ადრე.

★ არ ჩაიტაროთ ვაგინალური გამორეცხვა პაპ-ტესტამდე 72 საათით ადრე.

image




10. არ გამოიყენოთ ინტერნეტი დიდხანს ოფთალმოლოგთან კონსულტაციის გარეშე


მუდმივად მხედველობის ზედმეტად დაძაბვამ შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს და ყურადღებამისაქცევია. ეს მდგომარეობა შეიძლება ელექტრონული მოწყობილობების ბრალიც იყოს. რამდენიმე საათის განმავლობაში, როცა თვალებს დასვენების საშუალებას არ აძლევთ, მხედველობა შეიძლება გაგიუარესდეთ.


თუ ოფთალმოლოგთან მიდიხართ სამედიცინო ცნობის მისაღებად, რომელიც, ვთქვათ, ავტო-სკოლაში გჭირდებათ, საუკეთესო შედეგი უნდა აჩვენოთ. გთავაზობთ სიას, რომელიც დაგეხმარებათ მხედველობის პრობლემების სიმპტომების ამოცნობაში:

★ შეგრძნება, თითქოს თვალების გახელა არ შეგიძლიათ

★ თვალების წვა ან ქავილი

★ დაბუნდული ან გაორმაგებული მხედველობა

★ მგრძნობელობის გაზრდა სინათლის მიმართ

★ თავის ტკივილი


თუ ეს სიმპტომები გეცნოთ, უფრო ზუსტი პასუხისთვის აუცილებლად ეწვიეთ ექიმს.

image

ჯანმრთელობას გისურვებთ!


p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. როდის შეიძლება ღამით ჭამა და როდისაა ის საზიანო

image


2. 9 სახიფათო რამ, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ

image


3. საკვები პროდუქტები, რომლებიც ერთად არ უნდა მიირთვათ

image


4. ჰიგიენასთან დაკავშირებული 6 შეცდომა, რასაც ყოველდღე ვუშვებთ

image


5. როგორ დავიცვათ თავი ეპიდემიისგან - 10 მნიშვნელოვანი რჩევა

image

0
1020
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1020
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0