x
image
_K_
როდის შეიძლება ღამით ჭამა და როდისაა ის საზიანო - გაითვალისწინეთ მეცნიერების რჩევები!
image

ალბათ, ყველა ჩვენგანს გაგვიგია ფრაზა "არ ჭამო 6-ის მერე". ამ წესს სხვადასხვაგვარი ახსნა აქვს, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარიანტი ასეთია: მთელი საკვები, რასაც 6 საათის მერე მიირთმევთ, ცხიმებად გადაიქცევა ან საერთოდ არ მოინელება. თუმცა, ადამიანების უმეტესობა სამუშაოს 6-ის მერე ამთავრებს და სახლში გვიან ბრუნდება. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მათ უარი უნდა თქვან ვახშამზე ჯანსაღი კუჭისა და კარგი ფორმის შესანარჩუნებლად? და რა უნდა ქნან იმათმა, ვინც გვიანობამდე ვერ იძინებენ ან არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი აქვთ?


სტატიაში სწორედ ამ კითხვებზე მიიღებთ პასუხებს. წაიკითხეთ და გაიგებთ, მართლა ასეთი საზიანოა თუ არა ღამით ჭამა და უწყობს თუ არა ხელს ის წონაში მომატებას. სტატიის ბოლოს ბონუსი შეგხვდებათ, რომლიდანაც გაიგებთ, როგორ მოიქცეთ, რომ უკეთესი მეტაბოლიზმი გქონდეთ.









რა კავშირია გვიან ჭამასა და წონის მომატებას შორის?

image


ზუსტად არავინ იცის, როდის ჩამოყალიბდა ის შეხედულება, რომ 6-ის მერე ჭამა ასუქებს. მართალია, ამ საკითხზე ბევრი კვლევა ჩატარდა, მაგრამ შედეგი კვლავ საკამათოა.


მაგალითად, ერთ ექსპერიმენტში ჯანმრთელი მამაკაცების ჯგუფმა ღამის 7 საათიდან დილის 6 საათამდე ჭამა შეწყვიტა. თითოეულმა მათგანმა 2 კვირაში 1 ფუნტი (წონის ერთეული, უდრის 453, 59 გრამს) დაიკლო. ამის შემდეგ, როცა ექსპერიმენტის მონაწილეები ჩვეულებრივ რეჟიმში ჩადგნენ და ღამით კვებას დაუბრუნდნენ, დაკლებული 1 ფუნტი ისევ მოიმატეს.


კიდევ ერთ ექსპერიმენტში, ერთი ჯგუფი სადილის დროს იღებდა მეტ კალორიას, მეორე კი - ვახშმისას. პირველმა ჯგუფმა უკეთესი შედეგი აჩვენა.








რატომ ვიმატებთ წონაში?

image


ერთი რამ ცხადია - ღამით მიღებული საჭმელი ცხიმად არ გადაიქცევა. ადამიანი წონაში მაშინ იმატებს, როცა ბევრს ჭამს, მაგრამ ცოტას მოძრაობს, რადგან ბევრად მეტ ენერგიას იღებს, ვიდრე ხარჯავს. ეს იმას ნიშნავს, რომ წონის მომატებაზე მიღებული ზედმეტი კალორიები ახდენს გავლენას და არა ჭამის დრო.


აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთ უნივერსიტეტის მეცნიერები ადამიანების 2 ჯგუფს დააკვირდნენ. პირველი ჯგუფის მონაწილეები დასაძინებლად შუაღამით მიდიოდნენ და დილის 8 საათზე დგებოდნენ, მეორე ჯგუფში კი "ღამის ბუები" (ვინც გვიან ღამემდე არ იძინებს) იყვნენ. ეს ჯგუფი დღის განმავლობაში ბევრ კალორიას იღებდა, უმეტესად ვახშმით და წასახემსებელი ტკბილეულით. აღსანიშნავია, რომ ადამიანები "ღამის ბუების" ჯგუფში მეტ სწრაფი კვების საჭმელსა და ნაკლებ ხილ-ბოსტნეულს მიირთმევდნენ.


კიდევ ერთი ექსპერიმენტის მონაწილეები დღისით სპეციალურ დიეტას იცავდნენ, მაგრამ საღამოს ნება ჰქონდათ, შოკოლადები ეჭამათ. მათ, ვინც შოკოლადს ჭამდნენ, წონაში მოიმატეს. შოკოლადის ფილები, რომელსაც ისინი ყიდულობდნენ, დღიურად საჭმელი ნორმის 15%-ს შეადგენდა.


ალბათ, სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც ჩამოყალიბდა 6-ის შემდეგ ჭამის შეწყვეტის შეხედულება. საღამოს ადამიანებს განსაკუთრებით უნდებათ ჭამა და ძნელად თუ აკონტროლებენ ამ სურვილს. ისინი სამსახურებიდან დაღლილები და მშივრები მოდიან, ამიტომ სწრაფად ამზადებენ საკვებს და სწრაფადვე ჭამენ. კიდევ ერთი ძალიან პოპულარული აქტივობა, რასაც ხალხი სამსახურის შემდეგ აკეთებს, ტელევიზორის ყურებაა, რის დროსაც ხშირად მიირთმევენ ჩიპსებს ან სხვა წასახემსებელს. გარდა ამისა, თუ საღამოს უცებ აღმოაჩენთ, რომ სახლში პროდუქტი გამოგელიათ, დიდია იმის ალბათობა, რომ სუპერმარკეტში ბოსტნეულის საყიდლად წასვლის ნაცვლად პიცა გამოიძახოთ. ასეთი ხუმრობაც კი არსებობს: ყოველ 10 წუთში შეამოწმეთ მაცივარი, იქნებ რამე გემრიელი გაჩნდესო. მართლაც, ხშირად მოწყენილობა და უსაქმურობა გვაიძულებს, ვჭამოთ.


მეცნიერები ადასტურებენ, რომ "ღამის ბუებს" "დილის ჩიტებზე" დაახლოებით 1 საათით ნაკლები სძინავთ, ამიტომ მათ უფრო მეტი დრო აქვთ ჭამისთვის, რის მოთხოვნილებას უძილობაც უწყობს ხელს.








მოინელება თუ არა საჭმელი ღამით?

image

რა თქმა უნდა, მოინელება! საჭმლის მომნელებელი ტრაქტი არ წყვეტს მუშაობს ძილის დროს - მნიშვნელობა არ აქვს, დღისით წაუძინებთ თუ ღამით. ბევრი ჯანრმთელობის ექსპერტი ამბობს, რომ ადამიანის მეტაბოლიზმი ღამის საათებში უფრო ნელა მუშაობს, თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ ეს შენელება უმნიშვნელოა.









საჭმლისა და ძილის ხარისხი

image


საკვები, რომელსაც მივირთმევთ, ჩვენი ძილის ხარისხზე ახდენს გავლენას. კვლევებმა აჩვენა, რომ ცხოველური წარმოშობის საკვები ადამიანს ხელს უშლის ძილში და უფრო მოუსვენარს ხდის. ასევე, ალკოჰოლს, კოფეინსა და შაქარსაც ნეგატიური გავლენა აქვს ძილზე.









"გვიან ვიძინებ ხოლმე. შემიძლია 6-ის მერე ჭამა? რა მოხდება, თუ დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე შევჭამ"?

image

★ 6-ის მერე ჭამა შეგიძლიათ, თუ 8 საათზე არ აპირებთ დაძინებას.


★ თუ ზედმეტი წონა გაწუხებთ, ყურადღება მიაქციეთ მთელი დღის განმავლობაში მიღებულ კალორიებს, რადგან წონაზე მარტო ღამით კი არა, დღისით მიღებული საკვებიც მოქმედებს.


★ თუ შეამჩნიეთ, რომ დაძინებამდე ბევრს ჭამთ, დაფიქრდით იმაზე, რატომ იქცევით ასე და სცადეთ პრობლემის მოგვარება.


ეს შეიძლება ემოციურ საკითხთან იყოს დაკავშირებული. კომპულსურად ჭამა სურვილია იმისა, რომ ყოველთვის ჭამდეთ რამეს შფოთთან ან დანაშაულის გრძნობასთან გასამკლავებლად.


საღამოს ჭამას შეიძლება აქტივობების ნაკლებობით გამოწვეული მოწყენილობის გამოც მიეჩვიოთ. ამ შემთხვევაში უნდა ჩართოთ ნებისყოფა და მოეშვათ დაუფიქრებლად ჭამას. ამის შემდეგ თქვენს ჭამის განრიგს უფრო გააკონტროლებთ.


ხშირად ღამით ბევრის ჭამა საუზმისა და სადილის ნაკლებობითაა გამოწვეული. თუ დღის განმავლობაში საკმარის საკვებს არ მიიღებთ, აშკარაა, რომ საღამოს შიმშილს იგრძნობთ.


★ კარგი იქნება, თუ დაძინებამდე 2.5-3 საათით ადრე შეჭამთ. მოერიდეთ სწრაფი კვების საჭმელებს.


★ თუ საწოლში ყოფნისას იგრძნობთ შიმშილს, არ დააიგნოროთ ეს გრძნობა, უბრალოდ, სენდვიჩის მაგივრად ხილი ან ბუნებრივი იოგურტი მიირთვით.


სპეციალისტები საღამოს ჭამისთვის რეკომენდაციას უწევენ პროდუქტებს, რომლებიც ხელს უწყობს მელატონინისა და სეროტონინის წარმოებას. ასეთი პროდუქტებია: თევზი, ინდაური, ბანანი, კივი, ალუბალი, ნუში, თაფლი და სხვა.


★ თუ დიაბეტი ან სხვა დაავადება გაწუხებთ, ჭამის განრიგი ექიმთან შეადგინეთ.








ბონუსი: როგორ გავაუმჯობესოთ მეტაბოლიზმი

image

იმისთვის, რომ მეტაბოლიზმის პროცესი გაუმჯობესდეს, არსებობს სია, თუ რა უნდა გააკეთოთ და რა არ უნდა გააკეთოთ ჭამის შემდეგ:


უთხარით "კი":


★ ნელთბილი წყლის დალევას;

★ კომფორტული ტანსაცმლის ტარებას;

★ ახლო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობას.


უთხარით "არა":


★ აბაზანის მიღებას;

★ ძილს;

★ სტრესს;

★ ჩაის დალევას;

★ ხილის ჭამას.




ჯანმრთელობას გისურვებთ!

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. 12 რამ, რაც დილის მაგივრად საღამოს უნდა გააკეთოთ

image



2. საკვები პროდუქტები, რომლებიც ერთად არ უნდა მიირთვათ

image



3. 9 რამ, რისი გაკეთებაც უზმოზე არ შეიძლება

image

3
1561
6-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1561
  
2018, 9 აგვისტო, 21:16
არ ვჭამთ ექვსის მერე, თორმეტის მერე ახალი დღეა
2018, 8 აგვისტო, 22:30
გმადლობთ♡
0 1 3