x
image
_K_
12 საინტერესო ფაქტი სიზმრების შესახებ, რაც ცოტა ადამიანმა იცის
imageცხოვრების დაახლოებით ერთ მესამედს ძილში ვატარებთ. ერთი შეხედვით, ძილი უბრალო რუტინას ჰგავს, თუმცა, სინამდვილეში ამ დროს არაერთი მნიშვნელოვანი დეტალი ხდება, რაც არ უნდა გამოგვრჩეს.


სტატიაში წარმოგიდგენთ შთამბეჭდავ ფაქტებს ძილის შესახებ და გაგაცნობთ, რა ხდება ჩვენს ორგანიზმში ამ დროს.






1. როგორც ძველ დროს

ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, თუმცა არაერთი მათგანი სიზმრებს შავ-თეთრ ფერებში ხედავს. რატომ? ეს დაკავშირებულია თაობებთან: მოხუც ადამიანებს, რომლებსაც ტელევიზორი შავ-თეთრ ფერებში ახსოვთ, უფრო მეტად ხედავენ ნაცრისფერი შკალის სიზმრებს, ვიდრე ახალგაზრდები. ეს ფაქტი ბადებს შეკითხვას, როგორ სიზმრებს ხედავენ თანამედროვე ბავშვები? იქნებ, უკეთეს ხარისხში (ვხუმრობთ)?

image



2. ხუთი გრძნობა


სიზმრებს უსინათლოებიც ხედავენ... თუმცა, ისე არა, როგორც გგონიათ. ეს ადამიანები ამას იმ გრძნობების დახმარებით ახერხებენ, რომლებიც აქვთ - სმენა, ყნოსვა, შეხება და გემო. მხედველი ადამიანებისთვის ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ასე ხდება - რაც გაქვს, ის ანაცვლებს იმას, რაც არ გაქვს. ასეთ სიზმრებს დაბადებიდან უსინათლოები ხედავენ; ისინი კი, ვინც მხედველობა შემდეგ დაკარგეს, ჩვეულებრივ სიზმრებს ხედავენ.

image



3. ცხოველური ინსტინქტი

ადამიანის მსგავსად, ცხოველებიც ხედავენ სიზმრებს. ეს თეორიაა. მეცნიერებს არ შეუძლიათ დაამტკიცონ 100%-იანი სიზუსტით, მაგრამ ზოგი სახეობის ძილის ფაზა ადამიანისას ჰგავს. აქედან გამომდინარე, გვაქვს საფუძველი დავიჯეროთ, რომ ჩვენს ძაღლებს და კატებსაც ისეთივე საინტერესო ღამის ცხოვრება აქვთ სიზმრებში, როგორიც ჩვენ.

image



4. კრეატიულობის ბატარეა

ძილის დროს ტვინი საკმაოდ აქტიურად მუშაობს. ფაქტობრივად, არაერთ დიად ადამიანს ინსპირაცია სწორედ ძილიდან მიუღია. Beatles-ის წევრმა პოლ მაკარტნიმ სწორედ ძილში შეთხზა Yesterday (ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა). ასე რომ ყურადღებით იყავით, მილიონდოლარიანი იდეა შეიძლება სწორედ სიზმარში დაგებადოთ!

image



5. ნაცნობი სახეები

გეცნობათ სახეები, რომელსაც სიზმარში ხედავთ? შეიძლება არასდროს გიფიქრიათ, მაგრამ ეს ძალიან საინტერესო ფაქტია. ეს სახეები შემთხვევით ან რაღაც მაგიის წყალობით არ გესიზმრებათ: ყოველთვის იმ ადამიანებს ხედავთ ძილში, რომლებიც რეალობაშიც შეგხვედრიათ (მაშინაც კი, თუ ისინი არ გახსოვთ). ღრმა ძილის დროს ამ სახეებზე ინფორმაციას ტვინის აქტიური ნაწილი გაწვდით, რომელიც სწორედ დამახსოვრებაზეა ორიენტირებული.

image



6. დამახსოვრება

თუ სიზმარი არ გახსოვთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გინახავთ! ალბათ, უბრალოდ, დაგავიწყდათ, მაგრამ სანერვიულო არაფერია. ყოველ ღამით საშუალოდ ადამიანი რამდენიმე სიზმარს ხედავს, მაგრამ უმრავლესობა ( 95% ) ვერ იმახსოვრებს . ასე რომ დააფასეთ სიზმრები, რომლებიც გახსოვთ. ვინ იცის, რამდენი მათგანი დაგავიწყდათ.

image



7. გენდერის საკითხი

"კაცები მარსიდან არიან, ქალები კი - ვენერადან", - ეს ფრაზა შესაძლოა კლიშედ ჟღერდეს, მაგრამ ფაქტია, რომ გენდერის მიხედვით კაცისა და ქალის სიზმრები ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, კაცები უფრო ხშირად ხედავენ აგრესიულ, ჩხუბთან და ძალადობასთან დაკავშირებულ სიზმრებს. მეორე მხრივ, ქალები უარყოფის შიშს განიცდიან და მეტად სათუთი თემის სიზმრებს ხედავენ.

image



8. ჭამა, სმა, ძილი

ეს თქვენი წარმოსახვა არაა: ზოგი საჭმელი ძილში ხელს გვიწყობს. მათ შორისაა რძის პროდუქტები, ალუბალი, ინდაურის ხორცი (რაც ხსნის ფაქტს, რატომ უნდება ბევრ ადამიანს დაძინება ახალი წლის ან მადლიერების დღის სადილის შემდეგ), ბანანი და გოგრის თესლი. ასე რომ, თუ ინსომნია გაწუხებთ, მიირთვით ერთ-ერთი ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტი შუაღამისას.


ასევე, იხილეთ სტატია: 10 სასმელი, რომელიც დაძინებაში დაგეხმარებათ.

image



9. საწოლიდან ადგომა

ხშირად საწოლში ისე კომფორტულად ვგრძნობთ თავს, რომ ადგომის სურვილი არ გვაქვს. თუ ეს პროცესი ნახევარ საათზე მეტ ხანს გრძელდება, ექსპერტების თქმით, ეს დიზანიაა. ეს დაავადება არ არის, თუმცა, შეიძლება გამოიწვიოს უფრო სეიროზული შედეგები, რისი დაიგნორებაც არ შეიძლება, მაგალითად დეპრესია ან სტრესი.

image



10. კოშმარები

როგორც წესი, კოშმარი შიშთან ასოცირდება, მაგრამ მისი გამომწვევი რეალური ემოციები ( 50%-მდე ) ამ გრძნობისგან ძალიან შორსაა. ვინ არის კოშმარის მთავარი გმირი? - როგორც წესი, ეს არც მონსტრი, არც სიბნელე, არც უცნაური კლოუნი ან რომელიმე საშინელებათა ფილმია. კოშმარების ნახევარზე მეტი შეიცავს პირად ემოციებს, როგორიცაა დაბნეულობა, მოწყენილობა და დანაშაულის გრძნობა. თუ ასეთი კოშმარები ხშირად გაწუხებთ, ეს ნიშნავს, რომ რეალური პრობლემის გადაჭრის გზები უნდა იპოვოთ.

image



11. კიდევ 5 წუთი

მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზით, გვიან დავიძინეთ თუ სამსახურში წასვლა გვეზარება, კიდევ 5 წუთი ყველა სიამოვნებით დავიძინებდით. საინტერესოა, რომ ადამიანი ერთადერთი ძუძუმწოვარია, რომელსაც ძილის გახანგრძლივების და მეტი დასვენების სურვილი აქვს. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველას გვაკისრია მოვალეობები, რომელთა დაყოვნება არ შეიძლება.

image



12. იღბლიანი 7

ექსპერტებისა და სპეციალისტების აზრით, საშუალოდ ადამიანს 7 წუთში ეძინება. ზოგჯერ ეს უფრო მალე ხდება, ზოგჯერ კი - უფრო გვიან, ადამიანის ჩვევები და ფიზიკური აქტივობაც უნდა გავითვალისწინოთ. თუმცა, უმეტესობას სწორედ 7 წუთი სჭირდება ძილის ფაზაში გადასასვლელად.

image


p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. მეცნიერებმა დაასახელეს მუსიკები, რომლებიც დაძინებაში დაგეხმარებათ

image


2. როგორ შეიცვლება ჩვენი ცხოვრება, თუ ძილზე უარს ვიტყვით

image


3. 10 სასმელი, რომელიც დაძინებაში დაგეხმარებათ

image


4. 12 რამ, რაც დილის მაგივრად საღამოს უნდა გააკეთოთ

image


5. ფსიქოლოგებმა ყველაზე ხშირად ნანახი სიზმრები ახსნეს

image

0
461
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
461
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0