x
image
_K_
ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც თქვენზე ბევრ რამეს იტყვის
imageადამიანის პიროვნული თვისებები სამუდამოდ სტაბილური არაა, მათი შეცვლა შესაძლებელია. თუმცა, მიუხედავად ამისა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებმაც კი შეიძლება, ბევრი რამ უთხრას ფსიქოლოგს თქვენზე. მაგალითად, თქვენი სიარულის მანერა მას წარმოდგენას უქმნის, რამდენად დაუცველად თუ დაცულად გრძნობთ თავს, ტუალეტის ქაღალდის ჩამოკიდების მანერა კი თქვენს თავდაჯერებულობის დონეზე ამბობს ბევრს.


სტატიაში გთავაზობთ, შეხედოთ ქვემოთ მოცემულ 5 ზურგით მდგომი გოგონას და წარმოიდგინოთ, რომელი მათგანი იქნება ყველაზე ლამაზი, როცა შემოტრიალდება. როცა ვამბობთ "ლამაზი", სილამაზის საყოველთაოდ აღებულ სტანდარტებს არ ვგულისხმობთ, თქვენი პასუხი სილამაზის თქვენს ინდივიდუალურ აღქმაზეა დამოკიდებული.

image








გოგონა #1

თუ თქვენთვის პირველი გოგონაა ყველაზე მიმზიდველი, მშვიდი და თავდაჯერებული ადამიანი ხართ. არ გეშინიათ დაბრკოლებებისა და ახალი გამოწვევების; მზად ხართ, ნებისმიერი სირთულის პრობლემას შეებრძოლოთ.


ადვილად არ მარცხდებით და მზად ხართ, გზაზე შემხვედრ ნებისმიერ სიახლეს დაუპირისპირდეთ. მიზნის მისაღწევად მოთმენა არ გიჭირთ. არ ხართ მორცხვი, არამედ გამბედაობით გამოირჩევით. იცით, რა გსურთ და მის მოსაპოვებლად ძალ-ღონეს არ იშურებთ.

image








გოგონა #2

მეორე გოგონას არჩევა იმას ნიშნავს, რომ კომუნიკაბელური ადამიანი ხართ, რომელიც ადვილად ამყარებს კონტაქტს სხვებთან. გულუბრყვილობითა და ზოგჯერ არასერიოზულობითაც გამოირჩევით. თუმცა, ამავე დროს იცით, როგორ უნდა მიაღწიოთ მიზანს. უდარდელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, რომელიც ხშირად არის მხიარულ ხასიათზე.

გირჩევნიათ, გარშემო ყველას გაუღიმოთ, ვიდრე მათ თქვენი მოწყენილობის მიზეზი გაუმხილოთ. ცდილობთ, ცუდი რაღაცები გულთან ახლოს არ მიიტანოთ და პოზიტიურობა შეინარჩუნოთ. თუმცა, ეს მარტივი არ არის და ზოგჯერ უბრალო სიტყვებმაც კი შეიძლება, ძალიან გატკინოთ გული.

image








გოგონა #3

თუ მესამე გოგონა აირჩიეთ, სავარაუდოა, რომ მოკრძალებული, მორცხვი ადამიანი ხართ. ადვილად არ შედიხართ უცხოებთან კონტაქტში, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად სრულად ავლენთ საკუთარ თავს. მოგწონთ, როცა ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და სპონტანურობის დიდი მოყვარული არ ხართ.

კეთილი და უკონფლიქტო ადამიანი ხართ, წყენას დიდ ხანს არ იტოვებთ გულში. ცდილობთ, ყველას ღრმად ჩასწვდეთ სულში და გაიგოთ მათი ემოციები და გრძნობები. სხვა ადამიანების გასაბედნიერებლად საკუთარ დისკომფორტს არ ერიდებით. თუმცა, ჰარმონია მნიშვნელოვანია თქვენთვის, ამიტომ ზოგჯერ მარტო ყოფნისთვისაც გჭირდებათ დრო.

image








გოგონა #4

თუ მეოთხე გოგონა აირჩიეთ, მშვიდი ადამიანი ხართ. თქვენი შერცხვენა ან უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება მარტივი არაა. გონებას უფრო უჯერებთ, ვიდრე გულს. იცით, რომ შეგიძლიათ, უამრავ რამეს მიაღწიოთ, ამიტომაც გზაზე შემხვედრ დაბრკოლებებს არ უშინდებით.

ამაყი ადამიანი ხართ, რომელიც საკუთარ თავთან ჰარმონიაში ცხოვრობს. გარდა ამისა, სხვების გრძნობებსაც უფრთხილდებით და საკუთარი მიზნის მიღწევის გზაზეც კი ცდილობთ, მათ არ აწყენინოთ. შეიძლება, ერთი შეხედვით, ცივი ადამიანი ჩანდეთ, მაგრამ სინამდვილეში კომუნიკაბელური ხართ და ყოველთვის ცდილობთ სხვების დახმარებას.

image








გოგონა #5

თუ მეხუთე გოგონა აირჩიეთ, ესე იგი დამოუკიდებელი, ჯიუტი ადამიანი ხართ. მიზნების მიღწევა არ გიჭირთ. საკუთარ თავზე მუშაობთ, თუ საჭიროა. თავდაჯერებული და დამოუკიდებელი ხართ, ამიტომ სხვებს დახმარებას არ სთხოვთ, მაშინაც კი, თუ მართლა გჭირდებათ.

ადვილი არ არის, ხალხმა აზრი შეგიცვალოთ ან რამეში დაგარწმუნოთ. ახალ ადამიანებთან ადვილად არ ამყარებთ კონტაქტს. თუმცა მათ, ვინც თქვენს გულამდე მოაღწია, ნამდვილ მეგობრობას უწევთ და მათ თავისუფლად შეუძლიათ, დაგეყრდნონ.

image


ანა სიროვატკინას ილუსტრაციები


თქვენ რომელი გოგონა აირჩიეთ? დაემთხვა თუ არა მისი აღწერა თქვენს თვისებებს? გაგვიზიარეთ♥


p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. გვითხარით, როგორი ფორმის წარბები გაქვთ და გამოვიცნობთ თქვენს ხასიათს

image


2. აირჩიეთ ადამიანი, რომელიც მოგწონთ და გეტყვით, როგორი ხართ

image


3. 8 ქცევის ფორმა, რომელიც კრიმინალისთვის ადვილ სამიზნედ გაქცევთ

image

2
6987
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
6987
  
2021, 13 თებერვალი, 6:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 10 სექტემბერი, 12:24
მეხუთე ავირჩიე და მართლაც დაემთხვა)
0 1 2