ფსიქოლოგია რატომ ვყიდულობთ ნივთებს, რომლებიც არ გვჭირდება - ფსიქოლოგები 10 სიტუაციას ხსნიან 2019, 18 თებერვალი, 14:54 ![]() სტატიაში წარმოგიდგენთ სიტუაციებს, როცა ადამიანები ყიდულობენ იმას, რაც სინამდვილეში არ სჭირდებათ და იმასაც გაგიმხელთ, როგორ აიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაციები. 1. დიდეროტის ეფექტი![]() დიდეროტის ეფექტი აღნიშნავს სიტუაციას, როცა ახალ ნივთს ყიდულობთ, ადარებთ ძველებს და ასკვნით, რომ მათაც განახლება სჭირდება. ეს დაუსრულებელი პროცესია, რადგან ყოველი ახალი ნივთი ოდესმე ძველი ხდება, თქვენ კი მისი ახლით ჩანაცვლების სურვილი მუდამ გექნებათ. ამ სიტუაციას სახელი ფრანგი ფილოსოფოსის, დენის დედეროტის პატივსაცემად დაერქვა. ის მდიდარი არ ყოფილა, მაგრამ ერთხელაც ბევრი ფული აიღო და ულამაზესი სადედოფლო კაბა იყიდა, რომელიც იმდენად განსხვავებული იყო სხვა ტანსაცმლისგან, რომ ყველაფრის ახლით ჩანაცვლება მოუწია. როგორ ვებრძოლოთ?სანამ რამეს იყიდით, გაიაზრეთ, რისთვის გჭირდებათ, რა იმედები და მოლოდინები გაქვთ ამ ნივთთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ ახალი მობილურის შეძენა გსურთ, დაფიქრდით, ის სამუშაოს უკეთ შესასრულებლად გჭირდებათ თუ იმისთვის, რომ ხალხს თავი მოაწონოთ?2. სნობის ეფექტი![]() როგორ ვებრძოლოთ?ჩამოწერეთ, რა გამოგდით კარგად და რით ამაყობთ. სია მოკლე არ იქნება, ნუ ღელავთ. გაიაზრებთ, რომ ტანსაცმელი არ არის ერთადერთი გზა ხალხის ყურადღების მისაპყრობად; შეიძლება, თქვენი განსაკუთრებული ხასიათის ან თვისების წარმოჩენა უფრო სასიამოვნო იყოს.3. ბენდვაგონის ეფექტი![]() როგორ ვებრძოლოთ?სანამ რამეს იყიდით, ჰკითხეთ საკუთარ თავს "რატომ მინდა ამის ყიდვა?" შეიძლება, ესა თუ ის ნივთი მართლა მოგწონდეთ და მართლა გჭირდებოდეთ. ან შეიძლება, უბრალოდ, სხვა ხალხის გავლენის ქვეშ იყოთ.4. ნივთები მომავლისთვის![]() როგორ ვებრძოლოთ?დაიმახსოვრეთ, ამა თუ იმ ტანსაცმლის შეძენა უფრო გამხდარს, მიმზიდველს ან ჭკვიანს არ გაგხდით. ამის მისაღწევად საკუთარ თავზე უნდა იმუშაოთ. მოდური და ძვირიანი ტანსაცმლის შეძენა ბედნიერ მომავალთან სიახლოვეს არ ნიშნავს.5. იმპულსურად ყიდვა![]() როგორ ვებრძოლოთ?იმპულსური შოპინგი პოზიტიური ემოციების ნაკლებობითაა გამოწვეული. სცადეთ, იპოვოთ აქტივობა, რომელიც ხასიათის გამოკეთებაში დაგეხმარებათ და სტრესისგან გაგათავისუფლებთ.6. მარკეტინგული ხრიკები, რაც ქვეცნობიერზე ახდენს გავლენას![]() როგორ ვებრძოლოთ?მარკეტში მაშინ წადით, როცა არ გშიათ, ყურსასმენები გაიკეთეთ და უსმინეთ თქვენს მუსიკას. ეს საუკეთესო გზაა მარკეტინგული ხრიკებისგან თავის დასაცავად.7. ფასდაკლებები![]() როგორ ვებრძოლოთ?განსაზღვრეთ ადგილი, სადაც ნივთებს ინახავთ - განათავსეთ ტანსაცმელი კარადაში და დარწმუნდით, რომ ის არ გადაიტვირთება.8. იაფი საქონელი![]() როგორ ვებრძოლოთ?არსებობს ასეთი გამოთქმა: "იყიდე კარგი ან იყიდე ორჯერ". თავიდან ფულის დაზოგვის გამო, შესაძლოა, მოგვიანებით გაცილებით მეტი დაგიჯდეთ ამა თუ იმ ნივთის შეკეთება. ამიტომ გაითვალისწინეთ, როცა რაღაცას ყიდულობთ, ფასის მაგივრად ხარისხს მიაქციეთ ყურადღება.9. მოხერხებული კონსულტანტი![]() როგორ ვებრძოლოთ?ყოველთვის გახსოვდეთ, რის შესაძენად მიხვედით მაღაზიაში და მიჰყევით თქვენს გეგმას. კარგი იქნება, თუ სასურველი ნივთის შესახებ წინასწარ მოიძიებთ ინტერნეტში ინფორმაციას, რათა მერე კითხვების დასმა შეგეძლოთ და ვერავინ მოგატყუოთ. მაღაზიის კონსულტანტები პირველ რიგში იმ ადამიანებთან მიდიან, რომლებსაც უჭირთ, გადაწყვიტონ, რა შეიძინონ - ასეთი მომხმარებლები ყველაზე მარტივად დასათანხმებლები არიან. მოხერხებული კონსულტანტებისგან თავის დაძვრენის კიდევ ერთი ხერხი შოპინგზე მეგობრებთან ერთად წასვლაა, რადგან რთული იქნება, კონსულტანტმა ყველა თქვენგანზე ერთნაირად მოახდინოს შთაბეჭდილება.10. ჩვენი შიშები![]() როგორ ვებრძოლოთ?წარმოიდგინეთ, რომ სხვა ქვეყანაში გიწევთ საცხოვრებლად გადასვლა. რა ნივთებს წაიღებდით თან? ალბათ, ბევრს არაფერს. წაიღებდით ნივთებს, რომლებიც რეალურად გჭირდებათ, სხვა ყველაფერი კი უსარგებლოა. აჯობებს, ფული მოგზაურობაზე ან თქვენს ინტერესებზე დახარჯოთ, რაც გაცილებით დიდსა და სასიამოვნო ემოციებს მოგანიჭებთ.ვიმედოვნებთ, რომ შემდეგში, როცა უსარგებლო ნივთის ყიდვას გადაწყვეტთ, ეს სტატია გაგახსენდებათ და გადაიფიქრებთ. თავად დიდეროტმაც კი გააცნობიერა, რა ხაფანგში გაება და თავის ესეში Regrets on Parting with My Old Dressing Gown ასეთი რამ დაწერა: "იცოდეთ, რა ცუდი შედეგები შეიძლება მოიტანოს უცაბედმა სიმდიდრემ. ღარიბი კაცი შეიძლება მარტივად გავიდეს ფონს თავის გარეგნობაზე ზრუნვის გარეშეც, მაგრამ ფულიანისთვის რთულია, უარი თქვას თუნდაც ახალი ტანსაცმლის ყიდვაზე". ასევე დაგაინტერესებთ:1. 8 ქცევის ფორმა, რომელიც კრიმინალისთვის ადვილ სამიზნედ გაქცევთ 2. ფსიქოლოგებმა ყველაზე ხშირად ნანახი სიზმრები ახსნეს 1372 4-ს მოსწონს
|