x
image
_K_
თუ თავდაჯერებულობა გაკლიათ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს 11 რჩევა!
imageრამდენჯერ გიფიქრიათ, რომ უკეთეს სამსახურს იშოვიდით და უკეთესი ცხოვრება გექნებოდათ, მეტად თავდაჯერებული რომ ყოფილიყავით? მართალია, ყველა ადამიანი თავდაჯერებული არ იბადება, მაგრამ შეგიძლიათ, ეს თვისება თანდათან გამოიმუშაოთ.


თავდაჯერებულობა მნიშვნელოვანი ღირსებაა, ამიტომაც სტატიაში 11 რჩევას გაგაცნობთ ფსიქოლოგებისგან.








1. ისწავლეთ კომპლიმენტების მიღება.

ყველა ადამიანი განსხვავებულად რეაგირებს კომპლიმენტზე. ზოგი მორცხვობს და ყურადღებას ამახვილებს თავის ნაკლზე. ეს აჩვენებს, რომ ადამიანი თავდაჯერებული არ არის. გარდა ამისა, ეს იმაზეც მიუთითებს, რომ ვინც კომპლიმენტი გითხრათ, იმ ადამიანის აზრი არაფრად მიგაჩნიათ.

კომპლიმენტზე საუკეთესო რეაქცია გულწრფელად გაღიმება და მადლობის გადახდაა. უბრალოდ, შეეგუეთ ფაქტს, რომ შეიძლება, ადამიანები მიმზიდველად აღგიქვამდნენ.


image








2. ნუ ეცდებით, იყოთ იდეალური.

ძალიან დატვირთული გრაფიკი რომ გქონდეთ და ყველაფრის გაკეთებას ვერ ასწრებდეთ, იმედგაცრუებული იქნებოდით იმის მაგივრად, რომ კმაყოფილება გეგრძნოთ გაკეთებული საქმეების გამო, არა?

როცა ისეთ მიზანს ისახავთ, რასაც ვერ მიაღწევთ, შედეგად შფოთს იღებთ და არა - წარმატებას. წარმატებული ადამიანებიც უშვებენ შეცდომებს და ნანობენ ზოგიერთ გადაწყვეტილებას. თუმცა, ისინი ყველა სიტუაციაში გაკვეთილს ხედავენ და სწავლობენ მათგან.

image








3. საუბრის დროს თვალებით კონტაქტი დაამყარეთ.

ადამიანის ხასიათისა და ემოციების გარკვევა მის თვალებში ჩახედვით შეგიძლიათ. ბავშვები 9 თვის ასაკიდან დაჟინებით უყურებენ მშობლებს თვალებში, რათა მათი ემოციები გაიგონ. მატყუარები კი, როგორც წესი, თვალს გარიდებენ, რათა სიცრუე დამალონ.

როცა ადამიანი თვალებით კონტაქტს გაურბის, ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული არაა. ასე რომ, მოსაუბრისთვის თვალებში ყურება დაგეხმარებათ, მისი ნდობა დაიმსახუროთ და დააჯეროთ, რომ გულწრფელი ხართ.

image







4. მხრებში გაიმართეთ და სიარულის სტილი შეცვალეთ.

მხრებში გამართვა, თავისუფალი ჟესტები, თავდაჯერებული სიარული - ეს ყველაფერი ახასიათებს საკუთარ თავში დარწმუნებულ ადამიანს.

ასე რომ, ასწიეთ თავი, გასწორდით მხრებში და დაბლა კი არა, პირდაპირ იყურეთ. თქვენს სიარულს მანერას გარშემო ხალხიც შეამჩნევს და მალე მიხვდებით, რომ თავს განსხვავებულად გრძნობთ. კვლევის მიხედვით, თავდაჯერებული ადამიანის სწორად გამოყენებული სხეულის ენა მისი სტრესის დონეს ამცირებს.

image








5. მოიშორეთ ნეგატიური ფიქრები.

შინაგანი დიალოგის კონტროლი საკმაოდ რთული, მაგრამ ეფექტური გზაა საკუთარი თავის გასაწვრთნელად. ფურცელზე ჩამოწერეთ ყველა მიზეზი, რაც თავს დაუცველად გაგრძნობინებთ და შემდეგ ჰკითხეთ თქვენს თავს: "მართლა მაქვს რეალური მიზეზი იმისთვის, რომ თავს დაუცველად ვგრძნობდე?" მას შემდეგ, რაც საკუთარ ფიქრებს გააანალიზებთ, გააცნობიერებთ, რომ უმეტესობა მათგანს რეალური საფუძველი არ გააჩნია.

ნეგატიური ფიქრების ანალიზთან ერთად, პოზიტიური თვისებებისა და მიღწევების სიაც უნდა ჩამოწეროთ. კარგი იქნება, თუ მას ყოველ ჯერზე წაიკითხავთ, როცა თავს ისევ უმწეოდ იგრძნობთ.

image








6. გააცნობიერეთ მომენტები, როცა საკუთარი თავის აღარ გჯერათ.

თუ ნეგატიურ ფიქრებზე კონცენტრირდებით, მას ხშირად და ყველგან შეამჩნევთ. შეიძლება, მშვენიერი დღე გქონდათ, თუმცა, დაწოლამდე მაინც რაღაც ცუდზე ფიქრობთ.

უბრალოდ, სცადეთ ასეთი ფიქრების დაიგნორება და აღიქვით ისინი ისეთ რაღაცად, რისი კეთებაც ყოველდღე გარკვეული დროით უმიზეზოდ გიწევთ.

image








7. დააფასეთ თქვენი მიღწევები.

გააკეთეთ მიღწევების დღიური და მასში ყოველდღე ახალი რამ ჩაწერეთ. აუცილებელი არ არის მხოლოდ დიდი მიღწევების ჩაწერა. აღნიშნეთ ყველა პატარა ნაბიჯი, რასაც თქვენს მიზნამდე მიჰყავხართ. მაგალითად "საუზმედ შვრია მივირთვი" ან "წიგნის 20 გვერდი წავიკითხე" და ა.შ.

როცა საკუთარი თავით საამაყოდ ბევრი მიზეზი გექნებათ, ეს თავდაჯერებულობის გამომუშავებაში დაგეხმარებათ.

image








8. იფიქრეთ თქვენს იდეალურ მხარეზე.

"რას გააკეთებდა ამ სიტუაციაში 'თავდაჯერებული მე'?" სწორედ ეს კითხვა უნდა დაუსვათ საკუთარ თავს დროდადრო, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ისეთ საქმეს აკეთებთ, რაც თავდაჯერებულობას მოითხოვს.

იმის დასამტკიცებლად, რომ თავდაჯერებული ხართ, საჭირო არ არის, ქუჩაში გახვიდეთ და სიმპათიურ მამაკაცს საუბარი გაუბათ. პატარა დავალებით დაიწყეთ: გაუღიმეთ უცნობს, გაგზავნეთ რეზიუმე და არ იფიქროთ მოსალოდნელ შედეგებზე ნეგატიურად. ყველა თავდაჯერებულ ადამიანს ახასიათებს გარისკვა და ამასთანავე, პასუხისმგებლობის გრძნობა.

image








9. ესაუბრეთ უცნობებს.

წადით წვეულებაზე, სადაც არავის იცნობთ და სცადეთ, მოირგოთ თავდაჯერებული ადამიანის როლი. აუცილებელი არ არის, მაშინვე ვარსკვლავი გახდეთ - ეს რთულია, როცა სულ უცხოებით ხართ გარშემორტყმული, თუმცა, მოგვიანებით სიამაყეს იგრძნობთ საკუთარი საქციელის გამო და თავდაჯერებულობა მოგემატებათ.

ამას გარდა, სცადეთ, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოელაპარაკოთ უცნობებს. მეგობრული იყავით მოლარესთან და საუბარი დაუწყეთ ოფიციანტს კაფეში. გახსოვდეთ, ეს ყველასთვის არ იმუშავებს. თუ ვინმესთან საუბრისას თავს არაკომფორტულად იგრძნობთ, ექსპერიმენტი მაშინვე შეწყვიტეთ.

image








10. შესთავაზეთ დახმარება.

ადამიანებს მოსწონთ, როცა თავს ღირებულად და მნიშვნელოვნად გრძნობენ. რა თქმა უნდა, კომფორტულია ვინმეზე დაყრდნობა და ადამიანის ყოლა, რომელიც ზურგს გიმაგრებთ, თუმცა, ზოგი ამჯობინებს, დახმარება თავად შესთავაზოს სხვას.

სხვების დახმარება თავს მნიშვნელოვნად და საჭიროდ გაგრძნობინებთ და დაგეხმარებათ, თავი მარტოსულად და დაუცველად აღარ მიიჩნიოთ.

image








11. ნუ დაკარგავთ დროს სოციალურ მედიაზე.

არ ათვალიეროთ ნაცნობების ფოტოები და არ შეადაროთ ისინი საკუთარ თავს. ამ ჩვევამ შესაძლოა, სერიოზულად დააზიანოს თქვენი ღირსების გრძნობა. სოციალური მედია ის ადგილია, სადაც ადამიანები წარმატებაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. ისინი საოცარი ადგილების ლამაზ ფოტოებს ტვირთავენ, მხოლოდ ცოტაა ისეთი, ვინც სახლში გადაღებულ ჩვეულებრივ სელფის დებს უბრალო ტანსაცმელში.

გადაამოწმეთ საკუთარი სოციალური მედია: გამოწერა გაუუქმეთ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარ ფოტოებს ტვირთავენ და მათი ყურება გაღიზიანებთ. ამის ნაცვლად, ორიენტირდით რეალურ ცხოვრებაზე.

image


p.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 9 ნიშანი იმისა, რომ ნეგატიური ენერგიის მატარებელი ხართ

image


2. რატომ ვყიდულობთ ნივთებს, რომლებიც არ გვჭირდება

image


3. ეს 9 ფსიქოლოგიური შეკითხვა დაგეხმარებათ, ადამიანები გადაშლილი წიგნივით წაიკითხოთ

image

0
6817
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
6817
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0