x
image
_K_
9 ნიშანი იმისა, რომ ნეგატიური ენერგიის მატარებელი ხართ
ნეგატიური ენერგის ფლობა კარგი ნამდვილად არ არის. ის შეიძლება გამოიხატოს ხასიათში და გადაედოს თქვენს გარშემომყოფებსაც. ალბათ, ნეგატიურ ენერგიას საკუთარ თავში მარტივად ამჩნევთ ხოლმე იმ დროის განმავლობაში, როცა დღით სიამოვნებას ვერ იღებთ. დიდია იმის შანსი, რომ ამას თქვენი ახლობლებიც ამჩნევენ. იმის გაცნობიერება, რომ ნეგატიური ენერგია გაქვთ, კარგია, რადგან გაქვთ შესაძლებლობა, შეცვალოთ ის და ისიამოვნოთ ცხოვრებით.


სტატიის ავტორი სერთიფიცირებული ჯანმრთელობის სპეციალისტია და მუშაობს ადამიანებთან, რომლებიც ნეგატიური ენერგიისგან თავის დაღწევას და ცხოვრებაში პოზიტიური ელემენტების დანახვას ცდილობენ, რაც მათ თავს მეტად ბედნიერად აგრძნობინებს.


გთავაზობთ 9 აშკარა ნიშანს იმისა, რომ ნეგატიური ენერგიის მატარებელი ხართ. თუ სტატიის წაკითხვის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ ეს ნიშნები თქვენთვის ნაცნობია, მაშინ ახლავე დაიწყეთ მუშაობა საკუთარ თავზე და სცადეთ, მეტი პოზიტივი და სიხარული მიიღოთ ცხოვრებისგან.








1. ნეგატიურ ენერგიას ხედავთ სხვებში.

"ადამიანები ვირეკლავთ ჩვენ გარშემო არსებულ სხეულის ენასა და ენერგიას", - ამბობს ფსიქოლოგი სუზი ლემერი, - "თუ გამუდმებით ამჩნევთ სხვებში ცუდ ენერგიას, მისი წყარო შესაძლოა თავად იყოთ". ასე რომ, პირველ რიგში საკუთარ თავს დააკვირდით და შეამოწმეთ, პრობლემა თქვენი დამოკიდებულება ხომ არაა სხვებისადმი. ლემერის თქმით, საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ, გენდომებოდათ თუ არა მასთან საუბრის წამოწყება, სხვა ადამიანი რომ იყოს. კითხვას გულწრფელად უპასუხეთ. თუ გააცნობიერებთ, რომ ნეგატიური ენერგია ვიღაც სხვისგან მოდის, საკუთარ თავს მოუბოდიშეთ და სასეირნოდ გადით.


image








2. გვიან ღამით მუშაობთ.

მთელი დღის განმავლობაში მუშაობის შემდეგ თავს უფრო ცუდად იგრძნობთ, თუ სახლშიც სტრესული გარემო დაგხვდებათ. სცადეთ, სამსახურის სტრესი სახლში არ გამოიყოლოთ. თერაპისტ ჩელსი ჰუდსონის თქმით, წინადღით მომდევნო დღის გეგმების ფურცელზე ჩამოწერა კარგი აზრია საკუთარი თავის შესამზადებლად რთული სამუშაოსთვის. თუ სახლში მუშაობთ, შეგიძლიათ ცალკე მაგიდა ან ადგილი გამოყოთ სამსახურის საქმეებისთვის და განსაზღვროთ დასვენების საათებიც, როცა ჭამა და გასეირნება შეგეძლებათ.

image








3. თქვენი საცხოვრებელი ადგილი გადატვირთულია.

"როცა ვიღაცასთან ერთად ცხოვრობთ, მას უფრო ხშირად ნახავთ დაღლილს, დასტრესილსა და გაღიზიანებულს", - ამბობს ჰუდსონი. მნიშვნელობა არ აქვს, ცხოვრობთ მეუღლესთან, შეყვარებულთან, მეგობართან თუ ოჯახის წევრებთან ერთად, მარტივად შეიძლება სახლში ნეგატიური ენერგია მოხვდეს. "ერთად ცხოვრება საშუალებას გაძლევთ გაიგოთ, როგორ უმკლავდება თქვენი პარტნიორი სტრესსა და დაღლილობას. ისიც უნდა გააცნობიეროთ, რომ დიდია შანსი, თქვენი ჩვევები და მოთხოვნები ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს", - ამბობს თერაპისტი. მისი აზრით, პარტნიორთან ერთად დაჯდომა და ყველაფრის მშვიდად განხილვა კარგი აზრია.

image








4. საკუთარ თავს მუდმივად სხვებს ადარებთ.

"ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც გამუდმებით მიმდინარეობს შეჯიბრი იმაზე, თუ რა არ გვაქვს და რას ვერ შეიძლება რომ მივაღწიოთ", - ამბობს ჰუდსონი. "იმის მაგივრად, რომ გამუდმებით სხვების ცხოვრებას აკვირდებოდეთ და თავს ადარებდეთ მათ, გაიცანით და დააფასეთ საკუთარ თავში ის ღირსება, რასაც სხვებში ეძებთ. იბრძოლეთ თქვენი მიზნებისთვის და აუცილებლად მიაღწევთ მათ", - გირჩევთ ის.

image








5. თქვენი გრაფიკი გადატვირთულია.

როცა გადატვირთული გრაფიკი გაქვთ და ერთი ადგილიდან მეორეზე გიწევთ გაქცევა, რთულია, ნეგატიურ ენერგიას თქვენში შემოსვლის უფლება არ მისცეთ. ჰუდსონი ამბობს: - "თუ გრძნობთ, რომ ძალიან გადაიღალეთ, გააკეთეთ რამე სახალისო საკუთარი თავისთვის, რასაც თქვენი დღის გახალისება შეუძლია. ყოველ კვირას ან ყოველ თვეს თქვენს თავს პატარა სიურპრიზი გაუკეთეთ. შეიძლება ეს იყოს მასაჟი, გემრიელი დესერტი რესტორანში ან მეგობრებთან ერთად გართობა".

image








6. დეპრესიული ხართ.

თუ საკუთარ თავში დეპრესიის სიმპტომებს ამჩნევთ, ეს ნეგატიური ენერგიის აშკარა ნიშნებია. "დეპრესია არ ნიშნავს პოზიტივსა და სახალისო, ბედნიერების მომტან აქტივობებზე უარის თქმას", - ამბობს ჰუდსონი, - "უბრალოდ, ეს დაავადებასავითაა, რომელიც ართულებს, დააძალოთ ადამიანს, იყოს ბედნიერი და მოტივირებული. კარგი იქნება, თუ დეპრესიული ადამიანი ფსიქოლოგიურ ან სამედიცინო დახმარებას მიმართავს".

image








7. ძალიან ემოციური ხართ.

თუ ამჩნევთ, რომ იმაზე ემოციური ხართ, ვიდრე ადრე იყავით, შეიძლება ნეგატიურ ენერგიას უმკლავდებით. ხშირად ვცდილობთ, ასეთი ემოციები ჩვენი ცხოვრებიდან ამოვძირკვოთ, მაგრამ სინამდვილეში ისინი გაფრთხილებასავითაა, რაც გვეუბნება, რომ ჩვენს ყოველდღიურ რუტინაში რაღაც უნდა შევცვალოთ. "დარწმუნებული იყავით ერთ რამეში: ყველა ემოციური რეაქცია აღწევს პიკს და შემდეგ ტოვებს სხეულს; თუ მათ გახანგრძლივებას არ ეცდებით, უფრო სწრაფად გავა თქვენგან", - ამბობს ჰუდსონი.

image








8. დიდ დროს უთმობთ Facebook-ს.

"სოციალურ მედიაზე დიდი დროის გატარებამ შეიძლება ჩვენი ჯანმრთელლობა დააზიანოს. გამუდმებით სხვების ცხოვრების ყურებამ შესაძლოა გვაგრძნობინოს ეჭვიანობა ან გაბრაზება, ეს ნეგატივი კი მთელი დღის განმავლობაში გაგვყვეს" - ამბობს ჰუდსონი, "დროთა განმავლობაში სოციალური ქსელისგან წამოსულმა ნეგატიურმა ენერგიამ შეიძლება ჩვენი იმუნური სისტემა და ემოციებიც იმსხვერპლოს".

image








9. ნეგატიური საუბრები გაქვთ საკუთარ თავთან.

საკუთარი თავისთვის ისეთი ფრაზების თქმა, როგორიცაა "არა, ამას ვერ შევძლებ", ან "ამ შარვალში საშინლად გამოვიყურები", ნეგატიური ენერგიით გავსებთ. პოზიტიურ ფიქრებს შეუძლია, ტოქსიკური ფრაზები განდევნოს თქვენგან. უთხარით საკუთარ თავს, რა არაჩვეულებრივი ხართ. ყოველდღე ჩაიხედეთ სარკეში, ყურადღება გაამახვილეთ დეტალებზე, რომლებიც მოგწონთ და შეიყვარეთ საკუთარი თავი!

image


თუ გრძნობთ, რომ ნეგატიური ენერგიაა თქვენში, გაქვთ იმის შესაძლებლობაც, რომ ის პოზიტიურით ჩაანაცვლოთ. ყოველ დღეში იპოვეთ რაღაც, რაც ბედნიერებას გაგრძნობინებთ. ცხოვრებით ტკბობა მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისთვის და ამის გაკეთების საუკეთესო გზა ნეგატიური ენერგიის შემცირებაა!







ასევე დაგაინტერესებთ:


1. 10 საიდუმლო, რომელიც ყველა ბედნიერმა ადამიანმა იცის

image


2. 4 ნიშანი იმისა, რომ დაუფიქრებლად ინადგურებთ ცხოვრებას

image


3. 10 უფასო რჩევა, რისთვისაც ფსიქოლოგებს ფულს უხდიან

image
0
2162
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
2162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0