ფსიქოლოგია ეს 9 ფსიქოლოგიური შეკითხვა დაგეხმარებათ, ადამიანები გადაშლილი წიგნივით წაიკითხოთ 2019, 25 მარტი, 13:18 "ღრმააზროვანი დისკუსიები" ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა. როგორც წესი, ეს ტერმინი ფილოსოფიურ საუბარს აღნიშნავდა მეგობრებს შორის, თუმცა, ბოლო დროს ფრაზამ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა და კომუნიკაციის ახალი გზა გახდა, რაც ადამიანებს ერთმანეთის უკეთ გაცნობაში შეიძლება დაეხმაროს. სტატიაში გთავაზობთ 9 საინტერესო შეკითხვას, რომელიც თქვენს პარტნიორს ღრმა დისკუსიაში ჩაითრევს და დაგაფიქრებთ ისეთ რაღაცებზე, რაზეც ადრე არ გიფიქრიათ. ეს შეკითხვები დეტალურ პასუხებს მოითხოვს, ამიტომ "კი" და "არა" აქ არ გამოდგება. სწორი პასუხები არ არსებობს, მაგრამ, როგორც ცნობილია, ზოგჯერ კარგი კითხვა თავისთავადაა პასუხი. გახსოვდეთ, არ დაუსვათ ეს შეკითხვები ადამიანს, რომლისგანაც იმედგაცრუებას ელით. ✴გახსნიდი წერილს, რომელშიც შენი გარდაცვალების თარიღი წერია? ამ კითხვაზე პასუხით გაიგებთ, რამდენადაა ადამიანი ფატალიზმისკენ მიდრეკილი და წარმოდგენა შეგექმნებათ მის დამოკიდებულებაზე ცხოვრების მიმართ. ✴სხვა ადამიანი რომ იყო, იქნებოდი საკუთარი თავის მეგობარი? ამ კითხვაზე გაიგებთ, რამდენად აფასებს ადამიანი საკუთარ თავს, ძლიერსა და სუსტ მხარეებს და იმას, თუ რამდენად საინტერესო პიროვნებაა. ✴ადამიანების თავზე რომ გაზოვმითი სკალის დანახვა შეგეძლოთ, რის გაზომვას ისურვებდით? საზოგადოებაში მათი სტატუსის, ბედნიერების დონის, ქონების თუ...? ამ კითხვაზე პასუხით გაიგებთ ადამიანის ღირებულებებსა და პრიორიტეტებს. ✴რას აკეთებთ სხვა ადამიანებისგან განსხვავებულს? ამ კითხვაზე პასუხით გაიგებთ ადამიანის თვითშეფასების დონეს, იუმორის გრძნობას და იმას, თუ რამდენად უნიკალურ პიროვნებასთან გაქვთ ურთიერთობა. ✴თქვენი პარტნიორი თუ ვერასდროს გაიგებდა თქვენი ღალატის შესახებ, ეტყოდით მას ამას? ამ კითხვაზე პასუხით წარმოდგენა შეგექმნებათ ადამიანის მორალურ სტანდარტებზე და დამოკიდებულებაზე სხვების მიმართ. ✴ოდესმე გქონია შეგრძნება, თითქოს ერთი ჩვეულებრივი დღე უკვე მეასედ მეორდება? ამ კითხვაზე პასუხით გაიგებთ, როგორ ცხოვრობს ეს ადამიანი და რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი ცხოვრება მისთვის. ✴ქალები და კაცები რომ 2 სხვადასხვა პლანეტაზე ცხოვრობდნენ, როგორი იქნებოდა მათი ცხოვრება? ამ კითხვაზე პასუხით გაიგებთ, რამდენად მიჰყვება სტერეოტიპებს ადამიანი და აქვს თუ არა ლოგიკური აზროვნების უნარი. ✴თუ კრიმინალს ჩაიდენ იმის გამო, რომ მშიერი შვილი გამოკვებო, ცუდ ადამიანად მიიჩნევი? კიდევ ერთხელ, ამ კითხვაზე პასუხით გაიგებთ ადამიანის მორალურ ღირებულებებს და მის დამოკიდებულებას ოჯახის მიმართ. ✴ბედნიერება რომ ფულში იყოს, როგორი იქნებოდა შენი სამსახური? ამ კითხვაზე პასუხით წარმოდგენა შეგექმნებათ ადამიანის ოცნებებსა და გეგმებზე და გაიგებთ, თუ რა აკლია მას ცხოვრებაში, თავისივე აზრით. კიდევ უამრავი შეკითხვა არსებობს. ისინი შეგიძლიათ გასართობად ან ადამიანის გასაცნობადაც გამოიყენოთ. ასევე დაგაინტერესებთ:1. ეს 10 შეკითხვა აუცილებლად დაუსვით პარტნიორს პირველ პაემანზე 2. 26 ოპტიკური ილუზიის მაგალითი - გაარჩევთ მას სინამდვილისგან? 3. ფსიქოლოგებმა ყველაზე ხშირად ნანახი სიზმრები ახსნეს 3807 3-ს მოსწონს
|