ფსიქოლოგია აირჩიეთ ადამიანი, რომელიც მოგწონთ და გეტყვით, როგორი ხართ 2019, 27 მაისი, 13:22
ეს ტესტი დაფუძნებულია ფიზიოგნომიაზე, რომელიც ადამიანის ხასიათს ამოიცნობს მისი გარეგნობის, უფრო კონკრეტულად კი სახის, ე.წ. ბიჰევიორული გენეტიკის მიხედვით. ამ ორი ფსიქოლოგიური შტოს დახმარებით შესაძლებელია ბევრი რამ გავიგოთ თქვენზე, თუ დავაკვირდებით იმ სახეს, რომელიც მოგწონთ. ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ, ისაა რომ მოცემული ადამიანების სახის ნაკვთები მათ თვისებეს შევადაროთ.
ქვემოთ მოცემულ ადამიანებს შორის აირჩიეთ ერთი, რომელიც ყველაზე მიმზიდველად მიგაჩნიათ და გაიგეთ, რას ამბობს თქვენი არჩევანი თქვენზე. უბრალოდ, დაფიქრდით, რომელ მათგანს გაესაუბრებოდით სიამოვნებით.თუ უკვე უპასუხეთ კითხვას, მოძებნეთ ქვევით თქვენი რჩეული სახე.1.ეს ადამიანი ყველაფერს გააკეთებს, რათა თავისი სამსახურითა და თავისუფალი დროით კმაყოფილი იყოს. მას ძლიერი ნებისყოფა აქვს - ამაზე ტუჩების ფორმა მეტყველებს. ის საკმაოდ პირდაპირი და მგრძნობიარეა.ვის იზიდავს ასეთი ადამიანი? ასეთი ადამიანი პროდუქტიულ, შემდგარ ხალხს მოსწონს. ძლიერი ნებისყოფის მქონე პიროვნებები ქვეცნობიერის დონეზე იზიდავენ ერთმანეთს. თუ ეს ადამიანი აირჩიეთ, დიდი შანსია, რომ თავადაც ძლიერი და გაბედული ხართ. 2.ცხვირის ფორმა იმაზე მიუთითებს, რომ ასეთ ადამიანს შეუძლია, ძონძებიდან სიმდიდრემდე გაიაროს გზა და ყველანაირ წინააღმდეგობას გაუმკლავდეს. მელანქოლიური და ფლეგმანტური ტემპერამენტის მქონე ადამიანებს ასეთი სახე აშინებთ. ნათელი თვალები იმის მანიშნებელია, რომ ამ პიროვნებას მაღალი ინტელექტი აქვს; ღიმილის ფორმა კი იმაზე მიუთითებს, რომ მას ემოციების შეკავება შეუძლია. ვის იზიდავს ასეთი ადამიანი? ფსიქოლოგების თქმით, ასეთი სახე მშვიდ და ფიქრიან ადამიანებს იზიდავთ, რომლებსაც გაბედული, ძლიერი ხასიათი და ღრმა ემოციები ახასიათებთ.3.ეს ადამიანი მამაცი, ვნებიანი და უტიფარია. ყურების ზედა ნაწილი წარბებზე მაღლაა - ეს მაღალ ინტელექტზე მიუთითებს. გამოწეული, წვეტიანი ნიკაპი ნიშნავს, რომ ის იდეალისტი, შეგნებული და კეთილსინდისიერია. მას საქმის გაკეთება გაჭიანურების გარეშე უყვარს. ვის იზიდავს ასეთი ადამიანი? ასეთი ადამიანი მამაც და სერიოზულ ხალხს მოსწონს. დაუფიქრებელი პიროვნება არ გარისკავდა მასთან საქმის დაჭერას. თქვენი არჩევანი ნიშნავს, რომ ძლიერი, სავარაუდოდ მკაცრი და ურყევი ხასიათი გაქვთ.4.ოთხკუთხა ფორმის ნიკაპი ძლიერ და რთულ ხასიათზე მიუთითებს, სიჯიუტესა და თავნებობასთან ერთად. ჩვეულებრივ, დიდი თვალები სენსიტიურობაზე მეტყველებს. ასეთი ტუჩები და ცხვირ-ბაგის ნაკეცები ემოციურობას, შავი იუმორის გრძნობის ქონასა და ცხოვრების მიმართ სერიოზულ დამოკიდებულას ნიშნავს. ვის იზიდავს ასეთი ადამიანი? ფსიქოლოგების აზრით, ძლიერი და სენსიტიური ადამიანები კეთილსა და თბილ პიროვნებებს იზიდავენ, რომლებიც დაცვას, თავშესაფარს ეძებენ. ეს ის შემთხვევაა, როცა საწინააღმდეგო ხასიათების მქონე ადამიანები, ძლიერი და სუსტი პიროვნებები ერთად კარგად გრძნობენ თავს და მშვენიერ გუნდს ქმნიან.5.როგორც წესი, პატარა ნიკაპის მქონე ადამიანი მოუთმენელია, საქმის ბოლომდე მიყვანა არ უყვარს, მაგრამ სასიამოვნო ბუნება აქვს. ცხვირის ფორმა ცხოვრების მიმართ ბედნიერ დამოკიდებულებაზე მიუთითებს. ასეთი ტუჩები კი იმას ნიშნავს, რომ როცა საქმე კრიტიკულ სიტუაციებს ეხება, ეს ადამიანი მარტო უმკლავდება პრობლემებს და სხვისი დახმარება არ სჭირდება. ვის იზიდავს ასეთი ადამიანი? ასეთი ცივი, ჩუმი და კომუნიკაბელური პიროვნება სხვას ორ შემთხვევაში იზიდავს: ან ისეთივე ცივი და მშვიდი ხართ, როგორიც ის, ან საპირისპირო ხასიათი გაქვთ და სარგებლის მიღება გინდათ იმ ფაქტით, რომ ასეთი პიროვნება კამათისას ვერ შეგეწინააღმდეგებათ. ასე რომ, თქვენი არჩევანი ორ რამეს შეიძლება ნიშნავდეს: ან მორცხვი, ძლიერი, მშვიდი პიროვნება ხართ, როგორც სურათზე მოცემული ადამიანი, ან მანიპულატორი ბრძანდებით.6.ფიზიოგნომიის მიხედვით, წვეტიანი და ოვალური სახე სენსიტიურობისა და ინტელექტის მაღალ დონეზე მიუთითებს. ექსპერტების აზრით, ასეთი ადამიანები მარჯვეებიც არიან. დიდი პირი იმას ნიშნავს, რომ ეს პიროვნება უდარდელია და გადაწყვეტილების მიღებაზე ბევრს არ ფიქრობს. ვის იზიდავს ასეთი ადამიანი? დიდი შანსია იმისა, რომ თქვენი სამსახური კრეატიულობასთანაა დაკავშირებული. სულ რომ არაფერი, პოტენციალი მაინც გაქვთ ასეთ სამსახურში მუშაობის. თუ ფოტოზე მოცემული გოგონა მოგწონთ, კომუნიკაბელური და კეთილი ადამიანი ხართ. ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ რთული ხასიათის მქონე ადამიანს საწინააღმდეგო ხასიათის პიროვნება ვერ მიიზიდავს. "რთული ხასიათის დონე" მათსას უნდა შეესაბამებოდეს.7.ერთნაირი ზომის გრძელი წარბები იმას ნიშნავს, რომ ეს მამაკაცი ჭკვიანია. სახის ფორმის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის მშვიდია და რადიკალური ცვლილებები არ მოსწონს. სამყაროსთან ის სრულ ჰარმონიაშია. შეიძლება, მხატვარი ან მეცნიერი იყოს. გრძელი ცხვირი, რომელიც ჰარმონიაშია თვალებთან, პირთან და ნიკაპთან, ძლიერ პიროვნულობაზე მეტყველებს. ცხვირ-ბაგის ნაკეცებზე დაკვირვებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მან წარსულში რაღაც რთული გადაიტანა. ვის იზიდავს ასეთი ადამიანი? ფსიქოლოგებისა და ექსპერტების აზრით, ამ ტიპის ადამიანები ზოგადად მიმზიდველები არიან. ვფიქრობთ, რომ თუ ის აირჩიეთ, მასავით სიმშივდე გახასიათებთ და ჰარმონიაში ხართ სამყაროსთან.8.ასეთი დიდი ცხვირი იმაზე მეტყველებს, რომ ეს ადამიანი თავის ფინანსურ სიტუაციაზე წუხს. პროპორციული ნიკაპი სიჯიუტის, ლოგიკური აზროვნებისა და თავდაჯერებულობის მაჩვენებელია. დიდი წინა კბილები ნიშნავს, რომ ეს პიროვნება ბავშვობაში საკმაოდ მორცხვი იყო. ტუჩების ფორმის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას ადვილად შეუძლია სხვების დარწმუნება და პრაქტიკულ აქტივობებზე კონცენტრირდება. ვის იზიდავს ასეთი ადამიანი? ასეთი ადამიანი პრაგმატულ ხალხს მოსწონს, ვინც იცის, თუ რა სჭირდება ცხოვრებაში. ამას გარდა, თქვენ კეთილი, ბედნიერი და დამყოლი ხართ. ძლიერი ნებისყოფა გაქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლიათ გამოსავალი იპოვოთ.9.ასეთი სახის მქონე ადამიანი მშვიდი და კეთილია. მას უყვარს კომფორტი, კარგი ხალხი ჰყავს ირგვლივ და სურს, ცნობილი გახდეს. დიდი, გამოშვერილი ნიკაპი თავდაჯერებულობასა და კარგ ფიზიკურ ძალაზე მეტყველებს. ტუჩის გარშემო ნაკეცები ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ბუნებრივად მჭევრმეტყველი და კომუნიკაბელურია. მოკლე წარბები კი იმპულსურობაზე მიუთითებს. ვის იზიდავს ასეთი ადამიანი? ეს ის შემთხვევაა, როცა მსგავსი თვისებების მქონე პიროვნებები იზიდავენ ერთმანეთს. თქვენ კეთილი, მშვიდი და მხიარული ხართ. სავარაუდოა, რომ კომუნიკაცია და ხალხთან ურთიერთობა მოგწონთ. ისიც შეიძლება, რომ არ იყოთ აქტიური, მაგრამ თბილ, მეგობრულ ადამიანს ეძებდეთ და სწორედ ამიტომ მოგეწონათ ეს ფოტო.გაგვიზიარეთ, დაემთხვა თუ არა ტესტის პასუხი რეალობას.ასევე დაგაინტერესებთ:1. 10 უფასო რჩევა, რისთვისაც ფსიქოლოგებს ფულს უხდიან 2. გვითხარით, როგორი ფორმის წარბები გაქვთ და გამოვიცნობთ თქვენს ხასიათს
3. ფსიქოლოგებმა ყველაზე ხშირად ნანახი სიზმრები ახსნეს 2963 4-ს მოსწონს
|