x
image
მოზამბიკელი
გურამ შეროზია : 24 საათი ლოგინში წოლა, პანიკა და წუწუნი განა მე არ შემეძლო?!
ბლოგერი, ლექტორი და კიდევ ბევრი სტატუსის მქონე გურამ შეროზია სოციალურ ქსელში ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო სოციალური იზოლაციაში ყოფნის დადებით მხარეებზე საუბრობს და ამბობს, რომ შექმნილმა ვითარებამ საზოგადოება პანიკაში არ უნდა ჩააგდოს.

image

"ამ კარანტინაობის თუ თვით იზოლაციის ჟამს!

- განვაახლე ესპანურის შესწავლა
- ვვარჯიშობ ყოველ მეორე დღეს, სახლის პირობებში.
- ვიკვებები სწორად და წყლის დაგეგმილ ნორმას ვიღებ
- ავიღე ერთი ძალიან მაგარი ოლნაინ კურსი ჰარვარდის
- ვგეგმავ ორ საჯარო ლექციას, რა თქმა უნდა ონლაინ ასევე
- დაგეგმვის პროცესია ჩემი პირველი "იუთუბ" გადაცემა
- ინსტაგრამი ვაქციე ლამის ტელევიზიად, ყოველ დღე რაღაც საინტერესო ხდება, ათი ათასს გადასცდა 1სთორის ნახვა
- შევხვდი ყველა დიდი ხნის უნახავ მეგობარს - ონლაინ პაემანზე
- მოვამზადე ერთი ძალიან თანამედროვე და სასარგებლო კურსი, რომელსაც მომავალი წლიდან წავიკითხავ
- ვატარებ ონლაინ ლექციებს, ონლაინ ბიზნეს შეხვედრებს, ანუ ვმუშაობ სრული დატვირთვით
- მე და ელენა ვიყავით ფოტო - სესიაზე
- ვსეირნობ ძალიან ბევრს, ცარიელ ქუჩებში.


და რაც მთავარია: ყოველ დღე, გვაქვს ჩახუტებების რეკორდული ნორმა, რაკი ცქნაფა მარწყვი გოგო უბედნიერესია, მამას დიდი დოზით რომ ხედავს სახლში.

კარანტინი ეძახეთ თქვენ, ჩემთვის კრეატივის, საქმეების, სიახლეების და საოცარი გამოწვევების დროა! გააჩნია რა კუთხით შეხედავთ, თორემ 24 საათი ლოგინში წოლა, პანიკა და წუწუნი განა მე არ შემეძლო?! ", - წერს გურამ შეროზია.

0
151
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0