x
image
მოზამბიკელი
"დიდ სიამაყეს გამოვხატავ საჯაროდ!" - ნიკა გვარამია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტზე 

"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოცილურ ქსელში კორონავირუსისგან პირველი პაციენტის გამოჯანმრთელებას ეხმაურება და ქართველ ექიმებს მადლობას უხდის:

image

"პირველი კორონავირუსის მქონე პაციენტი გამოაჯანმრთელა ქართულმა მედიცინამ! უმაგრესი ამბავია! უღრმეს მადლობას და დიდ სიამაყეს გამოვხატავ საჯაროდ!

ახლა ძალიან საინტერესოა, ბოლობოლო გავიგოთ, როგორ და რამდენი ხანი მიმდინარეობს ეს დაავადება, როგორია მისი კლინიკა. მარტივად რომ მოგვიყვეს ვინმე (ბატონი ამირანი და ბატონი პაატა, საუკეთესო იქნებოდა), რა ხილია ეს კორონა.

კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც პირადად ჩემი თუ არხის კრიტიკის გამო დისკომფორტს ვუქმნით, მაგრამ კრიტიკოსის მწარე ხვედრს ჩვენ შეგუებულნი ვართ (ასეთი ბულინგი, განსაკუთრებით ექიმების მხრიდან, ცოტა უჩვეულოა, რბილად რომ ვთქვათ, მაგრამ არა უშავს, გადავიტანთ). ასე ვაპირებთ ვიმუშაოთ ამ და სხვა ხელისუფლებების დროს. ჩვენთვის უფრო სასურველი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულობის სიმწვავის შენარჩუნება, საერთოდაც, არხის უმთავრეს გამოწვევად მიგვაჩნია", - წერს გვარამია.

მისი აზრით, კრიტიკულობა, რომელიც "მთავარ არხს" მუშაობის ძირითად პრინციპად აქვს აღებული ხელისუფლებას შეცდომების დაშვებაში ხელს უშლის.

"კრიტიკა მიგვაჩნია ჩვენს სამოქალაქო პოზიციად: კრიტიკით ვეცადოთ შეცდომები არ დავაშვებინოთ, თუნდაც ეს ჩვენთვის მწარე იყოს, და ასე დავიცვათ საჯარო ინტერესი. ამ გზაზე გადაჭარბები და შეცდომები, ცხადია გვაქვს, მაგრამ არ დავივიწყოთ, რომ ჩვენც პირველად გავდივართ ამ ურთულეს გზას - როგორ მოვიქცეთ პანდემიის დროს. ბოდიში, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ არც არავინ გვიხსნის, როგორაა სწორი. ჩვენ თვითონ ვეძებთ ცდისმიერად რაა სწორი და რა შეცდომა. ვცდილობთ, შეცდომები აღარ გავიმეოროთ.

პატივს ვცემთ იმ არხებს, ვისი არჩევანიც კრიზისულ სიტუაციებში უბრალოდ ქრონიკის წარმოებაა. ეს მარტივი, მაგრამ ლეგიტიმური არჩევანია. თუმცა, მთავარი არხი განსხვავებულ პოზიციაზეა და ამგვარად ხედავს თავის დანიშნულებას. იმედი გვაქვს, ყველაფერი რომ ჩაივლის, უფრო გასაგები გახდება ჩვენი არჩევანის სისწორე, თუმცა ამის გამო დაფასებას და მადლობას ნამდვილად არ ველით. დარწმუნებულები ვართ, ამ კრიზისს დავძლევთ და გამარჯვებული გამოვა ქართული მედიცინა და ცოდნით და გამოცდილებით გაძლიერებული - ქართული მედია, ჩვენი არხის ჩათვლით. ყველაფერი კარგად იქნება! სიყვარული გვაერთიანებს!" - წერს ნიკა გვარამია ფეისბუქგვერდზე.

1
1514
შეფასება არ არის
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
1514
  
2020, 15 მარტი, 2:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1