საზოგადოებრივი ჟან ფრანსუა გამბა და კავკასიელები 2020, 13 მარტი, 3:50 "დრო ჯერ კიდევ შეუვალი საფარველით ფარავს ბედ-იღბალს იმ ქვეყნებისა, რომელთა მიმართაც, შევეცადე საჯაროდ გამემახვილებინა ყურადღება. როგორიც არ უნდა იყოს მათდამი განგების განაჩენი, ჩემ მიმართ ისინი ალბათ მადლიენი დარჩებიან, რადგანაც შევძელი ზოგიერთი ზუსტი ცნობის მიწოდება აზიის ამ ნაწილზე" - წერდა ჟან ფრანსუა გამბა (რუსული გამოთქმით "ჟაკ ფრანსუა გამბა"; Jean Francuis Gamba - 1763-1833). ის იყო ფრანგი მოგზაური და დიპლომატი, ვაჭარი და მწერალი, საფრანგეთის კონსული თბილისში. საქართველოს და არა მარტო საქართველოს რეგიონების, ქალაქების, არქიტექტურული ძეგლების, მკვიდრი მოსახლეობის შესახებ უნიკალურ ვიზუალურ მასალას გვაწვდის. იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში დაცული 1826 წელს გამოცემული გამბას ატლასი, სათაურით - "მოგზაურობა სამხრეთ რუსეთში". ატლასის ეს პირველი გამოცემა შეიცავს აფხაზეთის, სამეგრელოსა და იმერეთის ერთიან რუკას, ყვირილასა და ფაზისის (რიონის) შესართავის რუკას, კახეთის რუკას. საუკეთესო გრავიურებს ხედებით, ტაძრებისა და ციხეების გამოსახულებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქ მოცემული ბევრი ციხესიმაგრე და ნავსადგური დღეს უკვე აღარ არსებობს ან ნანგრევებადაა ქცეული და ამ ციხესიმაგრეთა პირვანდელი სახით აღდგენაში ეს მასალა დიდად დაგვეხმარება. აქვეა ეთნოგრაფიული ჩანახატები, იმ დროის სამეურნეო, საყოფაცხოვრებო და საბრძოლო იარაღები. წარმოდგენილია სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფისა და სოციალური ფენის ხალხი, მაგალითად: აბაზი მეომარი, მეგრელი ყურძნით მოვაჭრე, მეგრელი თავადის ქალი, იმერელი თავადი, ქართლელი თავადი, სომეხი ვაჭარი, ქართველი თავადის ქალი, ახალგაზრდა ქართველი მოცეკვავეები, თათარი ქალი და სხვ. გამბას საინტერესო ატლასი ბევრი ნიჭიერი და ცნობილი ადამიანის შემოქმედების ნიმუშია. ის გამოიცა ბარონ კლოდ ჟოზეფ ტრუვეს გამომცემლობაში. ატლასი მოცავს 60 ლითოგრაფიასა და გრავიურას. აქედან 3 რუკაა, 34 ხელით გაფერადებული ლითოგრაფია, რუკები შეადგინა კარტოგრაფმა და გრავიორმა ჯ.მ დარმეტმა. ჩანახატების უმეტესობა (ის, რაც ეხება საქართველოს) შესრულებულია სავარაუდოდ ჟან მარი შოპენის მიერ. არქეიტექტურული ძეგლების ესკიზები შესრულებულია არქიტექტორის მხატვრისა და გრავიორის - შარლ ნორმანის მიერ. გრავიურები დაიბეჭდა პარიზში, გ. ენგელმანის, მ. ლანგლიუმეს და ბერნარდის ლითოგრაფიებში (ტექსტის წყარო: "საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა). ჟან ფრანსუა გამბა საქართველოს შესახებ წერდა: "ეს ქვეყანა და ხალხი მეტისმეტად ლამაზია. საქართველოში მოხვედრილი კაცი მეტისმეტად თავშეკავებული უნდა იყოს, ვიდრე სხვა ქვეყნებში, რომ შეძლოს და ქართველი ქალების სილამაზისგან ცდუნებას გაუძლოს." მეგრელებსა და გურულებზე კი წერდა: "გურიის ხალხი იმავე ენაზე ლაპარაკობს და აქვს იგივე ადათ-წესები, რაც სამეგრელოში მცხოვრებ ხალხს". გვ. 108. 1. იმერელი თავადი2. ქართველი თავადი3. მეგრელი ქალი4. მეგრელი თავადის ქალი6. ყურძნის გამყიდველი მეგრელი კაცი7. ქართველი თავადის ქალი8. ქართველი ცხენოსანი მეომარი9. ქართველი ქალი10. ქართველი ქალი11. ქართველი კაცი12. მეგრელი კაცი13. ხევსური კაცი14. აბაზა (აბაზინი) კაცი15. ჩერქეზი კაცი16. ჩერქეზი კაცი17. ჩერქეზი თავადი18. ახალგაზრდა ჩერქეზი ქალი19. თათარი კაცი20. ლეზგი (ლეკი) კაცი21. კროარელინი კაცი22. სომეხი ვაჭარი23. თათარი კაცი24. თათარი ქალი25. ქართველი ქალიკრებულები:1. ქართველური ტომები 2. ქართული სახელმწიფოები 3. კავკასიური კულტურები 4. საქართველო 5. საქართველო (მეორე ნაწილი) 6. რელიგია 7. პარანორმალი 8. სხვადასხვა 9. მეცნიერება 10. მეცნიერება (ნაწილი მეორე) 11. ქართული მითოლოგია ავტორი: თორნიკე ფხალაძე424 1-ს მოსწონს |