x
image
დავითი ჩუთლაშვილი
სექსის თეატრი ქალებისთვის – გერმანელი რეჟისორის ორიგინალური წამოწყება

სექს-თეატრი


სიბილა პეტერსი თეატრის რეჟისორია, რომელიც გერმანულ ქალაქ ჰამბურგში მოღვაწეობს. მან დააფუძნა ღამის კლუბი ქალებისთვის, სადაც მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს პროფესიონალ სექსმუშაკ მამაკაცებთან ურთიერთობა, მათთან სიამოვნების მიღება და განტვირთვა შეუძლიათ.


ღამის კლუბმა უკვე გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა გერმანულ საზოგადოებაში. ზოგს მიაჩნია, რომ თეატრალურ სფეროში მოღვაწე ფემინისტის წამოწყება ჩვეულებრივი ბორდელია ქალებისთვის და მას ხელოვნებასთან საერთო არაფერი აქვს, თუმცა “ინტიმური თეატრის” იდეის მხარდამჭერები და თავად სიბილა პეტერსი განსხვავებულად ფიქრობენ. ქალი რეჟისორის აზრით ბორდელისგან მისი იდეის ხორცშესხმას ძალიან ბევრი რამ განასხვავებს.


სიბილა პეტერსის თეატრი ჰეტეროსექსუალი ქალებისთვისაა განკუთვნილი და იქ აღნიშნული ორიენტაციის მქონე მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს მსახიობ მამაკაცებთან ერთად განტვირთვა, ისტორიების მოყოლა, კოცნა, ალერსი და ცეკვა თავისუფლად შეუძლიათ.



რეჟისორს ჰყავს შვიდი პერფორმერი მამაკაცი იმ შვიდი განსხვავებული ქალისთვის სათითაოდ, ვინც გაბედა და მის თეატრს ესტუმრა. ხელოვანის განცხადებით, ეს დაახლოებით იგივე ფორმატია, რასაც უკვე ლონდონშიც შეხვდებით: მაყურებელთან მიდის მსახიობი და სიტუაცია თანდათან ძალიან ინტიმური შეიძლება გახდეს.


გაბედული ფემინისტი რეჟისორის თეატრალური ინსცენირება ქალებისთვის გახსნილი ბორდელებისგან, სადაც მამაკაცი სექსმუშაკები მუშაობენ, იმით განსხვავდება, რომ აქ ქალები ხვდებიან არა ასე ვთქვათ, “სუფთა სექსის” სამყაროში, არამედ ალერსით სავსე ეროტიზებულ გარემოში, რასაც ჩვეულებრივ ბორდელებში ვერ წააწყდები.


სექს-თეატრი


ინტიმურ თეატრში ქალები ისმენენ სხვადასხვა საინტერესო ისტორიასაც და თავადაც შეუძლიათ ისტორიების მოყოლა. რეჟისორი ცდილობს, თავისი წამოწყებით ქალებს სექსის სურვილი და ჟინი გაუღვივოს, რაც პატრიარქალური სამყაროს მიერ ითრგუნება. მართლაც, ბევრ ქალი დღეს ხომ იმასაც კი ვერ ბედავს, რომ საკუთარ ფიქრებში მაინც სურდეს მამაკაცი და სურდეს მასთან სექსი.


“ბევრი ქალი სექსუალურად და ემოციურად დაუკმაყოფილებელი ხდება იმის კვალობაზე, რაც უფრო ემატება ასაკი. მაშინ, როცა გერმანიაში ყოველთვიურად იმაზე უფრო მეტი მამაკაცი დადის ბორდელში, ვიდრე კინოში, გერმანელი ქალები 40 წლის ასაკიდან უკვე ასექსუალური ცხოვრებით ცხოვრობენ. ყველაფერი დანარჩენი მათ სტრესულად მიაჩნიათ. და რადგან ბორდელები ქალებისთვის არ არსებობს, მათთვის მე ხელოვნების სფეროს გავლით ალტერნატივა შევქმენი, რათა ეს ვაკუუმი შემევსო”, – განაცხადა სიბილა პეტერსმა ჟურნალ “შპიგელთან” საუბრისას.

0
345
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
345
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0