x
image
მოზამბიკელი
სასტუმროს თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები ჰქონდა, ვირუსი არ დაუდასტურდა

სასტუმრო Rooms Hotel Kokhta - ს თანამშრომელს, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების პერიოდში იტალიიდან დაბრუნდა, ვირუსი არ დაუდასტურდა.

image

ამის შესახებ ინფორმაცია სასტუმროს ხელმძღვანელობამ მედიის წარმომადგენლებს მიაწოდა. მათი თქმით, თანამშრომელმა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა და ტემპერატურის მატებისთანავე, თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს.

"გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას Rooms Hotel Kokhta - ს თანამშრომლის შესახებ და გაცნობოთ, რომ მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ჩვენი თანამშრომელი 17 თებერვალს დაბრუნდა იტალიიდან. ამ პერიოდში, საკარანტინო ზომების მიღების შესახებ რეკომენდაცია ჯერ არ იყო გაცემული. 21 დღის განმავლობაში მას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა. გუშინ საღამოს დაეწყო ტემპერატურის მატება, რის შემდეგაც მან გამოიჩინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და საკუთარი სურვილით მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა კორონავირუსი არ გამოავლინა", - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, 9 მარტს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბაკურიანში, ერთი - ერთი სასტუმროს თანამშრომელი კორონავირუსის ნიშნებით თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.


1
236
შეფასება არ არის
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
236
  
2020, 11 მარტი, 3:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1