x
image
Teklamaisuraze
ნაპოლეონის I_ ის მმართველობის ბოლო წლები

1812 წლის ბოლოს პარიზში დაბრუნებული ნაპოლეონი ახალი არმიის შედგენას შეუდგა. მაგრამ ძალთა თანაფარდობა მისთვის უკვე ისეთი ხელსაყრელი აღარ იყო . საფრანგეთის წინააღმდეგ რუსეთი, პრუსია, ავსტრია და შვედეთი გაერთიანდნენ .

image

1813 წლის 16_19 ოქტომბერს ლაიფციგთან მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა, რომელშიც ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ეს იყო ყველაზე სასტიკი და სისხლიანი ბრძოლა, რომელიც ისტორიაში “ ხალხთა ბრძოლის " სახელით შევიდა . ნაპოლეონი დამარცხდა .

1814 წლის მარტის ბოლოს მოკავშირეთა ძალები უკვე პარიზისაკენ დაიძრნენ. 31მარტს მოკავშირეები პარიზში შევიდნენ .ბურბონების მომხრე ფრანგებმა სამეფო დინასტიის აღდგენა მოითხოვეს . ნაპოლეონის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ტალეირანი და ზოგი მოხელე მონარქისტების მხარეზე გადავიდნენ. სენატმა ნაპოლეონი იმპერატორიბიდან გადააყენა და საფრანგეთის მეფედ ლუი XVIII (საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში სიკვდილით დასჯილი ლუი XVI _ ის ძმა ) გამოაცხადა.

image

ნაპოკეონმა ინპერატორიბაზე უარი თქვა და იგი კუნძულ ელბაზე გადაასახლეს. კუნძულზე გამგზავრების წინ ნაპოკეონმა საკუთარ გვარდიასთან გამომშვიდობება ისურვა . გამომშვიდობებისას გვარდიას მან ასე მიმართა:

“მე თქვენი ყველას ჩახუტება მსურდა, მაგრამ დროშას ვეამბორები, რადგან ის თქვენ ყველას ერთად წარმოადგენთ!"

ნაპოლეონი დროშას ეამბორა, გვარდიამ კი შესძახა : “ იმპერატორს გაუმარჯოს! ".

საფრანგეთში დამყარდა კონსტიტუციური მონარქია.თუმცა თავადაზნაურობის მცდელობას, სრულიად აღედგინათ ქვეყანაში მონარქიული ტრადიციები, ბურჟუაზიის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ნაპოლეონი მოვლენების განვითარებას კუნძულიდან აკვირდებოდა. ამავე დროს 1814 წელს, ევროპული სახელმწიფოების მონაწილეობით ვენაში კონგრესი მიმდინარეობდა, რომელსაც ევროპაში წესრიგი უნდა დაემყარებინა და საზღვრები დაედგინა. კონგრესის მიმდინარეობის დროს მონაწილე სახელმწიფოებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო.

image

ნაპოლეონმა გადაწყვიტა, ამ ვითარებით ესარგებლა . 1815 წლის 1 მარტს ის ათასკაციანი რაზმით და 6 ზარბაზნით საფრანგეთის სამხრეთ სანაპიროზე გადავიდა და პარიზისკენ ძალიან სწრაფად დაიძრა. საფრანფეთის მეფის მიერ მის გაგზავნილი ჯარები ნაპოლეონის მხარეზე გადავიდნენ ისე, რომ არც ერთხელ არ გაუსვრიათ. ნაპოლეონი პარიზს მიადგა . ის პარიზში ტროუმფით შევიდა .მეფე თავისი ამალითურთ საზღვარგარეთ გაიქცა.

image

ნაპოლეონის წინააღმდეგ ინგლისი, რუსეთი, პრუსია, ავსტრია, შვედეთი, ესპანეთი და ევროპის დანარჩენი სახელმწიფოები სასწრაფოდ გაერთიანდნენ. 1815 წლის 18 ივნისს ნაპოლეონის არმია ინგლისელთა და პრუსიელთა ჯარებმა ვატერლოოსთან ბრძოლაში საბოლოოდ გაანადგურეს. მოკავშირეთა ჯარები კვლავ საფრანგეთში შეიჭრნენ და პარიზი დაიკავეს.

imageნაპოლეონმა ძალაუფლება მხოლოდ ასი დღით დაიბრუნა და ამ პერიოდს ისტორიაში ასეც უწოდებენ. “ნაპოლეონის 100_ დღიანი მმართველობა." ამის შემდეგ საფრანგეთში ისევ ბურბონთა დინასტია აღადგინეს.

image

ნაპოლეონმა იმპერატორობაზე კვლავ უარი განაცხადა .ის ამერიკაში გამგზავრებას გეგმავდა, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან ინგლისურ ესკადრას საფრანგეთის ბლოკადაში ჰყავდა მოქცეული . ნაპოლეონი იძუკებული გახდა, ინგლისელებს ჩაბარებოდა. ინგლისის მთავრობამ დანარჩენ მოკავშირეებთან შეთანხმებით ნაპოლეონი წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლა. ( ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში), სადაც ის გარდაიცვალა კიდეც 1821 წელს.

(ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020)

1. ნაპოლეონის ომები

2. ნაპოლეონის ლაშქრობა რუსეთში

image

0
145
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0