ქალი და მამაკაცი მეცნიერების მორიგი აღმოჩენა: ქალის როგორი სახე იქცევს ყველაზე ხშირად მამაკაცების ყურადღებას 2020, 3 მარტი, 16:33 ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ მამაკაცები გარკვეული სახის ნაკვთების მქონე ქალბატონებს არაცნობიერის დონეზე ამჩნევენ, თუმცა დროთა განმავლობაში მათი პრიორიტეტები იცვლება და, შესაბამისად, იმის დასადგენად თუ როგორი გარეგნობის ქალები იზიდავთ მამაკაცებს დღესდღეობით ყველაზე მეტად, სპეციალური კვლევა ჩატარდა. ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მამაკაცების უმრავლესობისთვის ქალის სახეზე ყველაზე მიმზიდველად ლოყები ითვლება, განსაკუთრებით კი, მათ პუტკუნა ლოყებისა და პატარა ყბის კომბინაცია იზიდავთ, რაც უდაოდ, ძალიან მიმზიდველია. თუმცა, ექსპერტები ამას იმით ხსნიან, რომ ასეთი ნაკვთების მფლობელ ქალბატონებს ესტროგენის მაღალი დონე აქვთ. რის გამოც, მამაკაცები მათ როგორც თავიანთი მომავალი შვილების პოტენციურ დედას მილიონ ქალბატონში გამოჩენისთანავე გამოარჩევენ.კიდევ ერთი მახასიათებელი თვისება, რომელსაც ძლიერი სქესის წარმომადგენლები ყურადღებას ყველაზე მეტ აქცევენ - სუფთა, გლუვი კანია. მიმზიდველი სახე მათთვის ჯანმრთელობასთან ასოცირდება, სწორედ ამიტომ იზიდავთ მათ ასე ძალიან უნაკლო და ჯანმრთელი კანი.რაც შეეხება ბოლო ნიშანს, ის კიდევ უფრო გაგაოცებთ - ჭორფლი ლოყებსა და ცხვირზე. ჭორფლი მამაკაცებისთვის მხიარულ ხასიათთან ასოცირდება. ფსიქოლოგების მტკიცებით, კაცი სერიოზული ურთიერთობისთვის ყოველთვის მხიარულ ქალს ეძებს, რომელიც მის ცხოვრებას გაცილებით უფრო ბედნიერსა და საინტერესოს გახდის.4720 შეფასება არ არის |