ფსიქოლოგია ეს 16 ხერხი დაგეხმარებათ, გამოიცნოთ, რას ფიქრობენ ადამიანები 2020, 16 მარტი, 15:28 როცა ადამიანს ვესაუბრებით, მისი სიტყვებიდან ინფორმაციის მხოლოდ 30%-ს ვიგებთ, დანარჩენი ინფორმაცია კი მის მოძრაობაში, ხმის ტონში და კომუნიკაციის სხვა არავერბალურ ნაწილში იმალება. თუ გინდათ, გაიგოთ, რას ფიქრობს თქვენი მეგობარი კონკრეტულ მომენტში, დააკვირდით მის სახეს, იყავით ყურადღებით და მის შესახებ უამრავ ახალ რამეს შეიტყობთ.
წარბები✨ მაღლა აზიდული, მოხრილი წარბები ნიშნავს, რომ ადამიანი გაოცებულია. რაც უფრო გაკვირვებულია, მით უფრო მაღლაა აზიდული მისი წარბებიც. გარდა ამისა, ეს ჟესტი გულღიაობას და თქვენდამი ყურადღებასაც გამოხატავს.✨ როგორც წესი, დაბლა დაწეული და შეერთებული წარბები ბრაზს გამოხატავს. ამ დროს წარბებს შორის ვერტიკალურ ნაოჭებსაც შენიშნავთ. ✨ ერთმანეთთან მიახლოებული, ზევით აზიდული წარბების შიდა კუთხეები მოწყენილობას გამოხატავს. თვალები✨ მზერა ზევით და მარჯვნივ შეიძლება ნიშნავდეს, რომ ადამიანი თავის ფანტაზიას იყენებს, ან იტყუება.✨ მზერა ზევით და მარცხნივ ნიშნავს, რომ ადამიანი იმახსოვრებს ან იხსენებს რამეს. ✨ დაბლა ყურება შეიძლება ნიშნავდეს, რომ ადამიანს სრცხვენია, ნერვიულობს ან თვითშეფასების დაბალი დონე აქვს. ზოგჯერ შეიძლება მას დანაშაულის გრძნობაც ტანჯავდეს. ✨ თუ ადამიანი გამუდმებით იხედება აქეთ-იქით, ეს იმას ნიშნავს, რომ ნერვიულობს და თქვენთან თავს არაკომფორტულად გრძნობს. ✨ გაფართოებული თვალის გუგები ნიშნავს, რომ ადამიანს ეშინია, უკეთეს შემთხვევაში - თქვენით დაინტერესებულია ან უყვარხართ. ✨ საწინააღმდეგო შემთხვევაში, თუ თვალის გუგები ვიწროვდება და პატარა მარცვალს ემსგავსება, ადამიანი გაბრაზებულია. ✨ თუ თვალების გარშემო ნაოჭებს შენიშნავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი გულწრფელად იცინის. ეს ნაოჭები სიხარულის სიმბოლოა. ტუჩები✨ მაგრად მოკუმული ტუჩები შეიძლება ნეგატიურ ემოციებს გამოხატავდეს, როგორიცაა სიბრაზე, ზიზღი, იმედგაცრუება ან დაწუნება.✨ თუ ადამიანი ტუჩებს იკვნეტს, ამით საკუთარი თავის დამშვიდებას ცდილობს, რადგან ღელავს. ✨ თუ ტუჩის ერთი კუთხე აწეულია, ეს აბუჩად აგდებას ან სიძულვილს ნიშნავს. ✨ დაწეული ტუჩის კუთხეები აშკარად მოწყენილობას გამოხატავს. ხელები✨ ხელით კისრის შეხება შეიძლება ნიშნავდეს, რომ ადამიანი საკუთარი თავის დაცვას ცდილობს, როცა დისკომფორტს განიცდის.✨ ხელით ცხვირის შეხება იმის ნიშანია, რომ ადამიანი იტყუება. p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია. ასევე დაგაინტერესებთ:1. ეს 9 ფსიქოლოგიური შეკითხვა დაგეხმარებათ, ადამიანები გადაშლილი წიგნივით წაიკითხოთ 2. გვითხარით, როგორი ფორმის წარბები გაქვთ და გამოვიცნობთ თქვენს ხასიათს 3. ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც თქვენზე ბევრ რამეს იტყვის 4. აირჩიეთ ადამიანი, რომელიც მოგწონთ და გეტყვით, როგორი ხართ 5. თუ თავდაჯერებულობა გაკლიათ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს 11 რჩევა! 876 3-ს მოსწონს
|