x
image
ღიმილიანი
"შვილო, წაიღე, ნელა, არ ჩავარდე, შენ გენაცვალე!" - როგორ მოპარეს გენერატორი ჯანსუღ ჩარკვიანს
90-იან წლებში ქურდობის ფაქტები საერთოდ არ იყო გასაკვირი. ჯანსუღ ჩარკვიანის ქალიშვილმა, თაკო ჩარკვიანმა ამასთან დაკავშირებით მამაზე " ვანოს შოუში" ძალიან საინტერესო მოგონება გაიხსენა.

image


"ახალი გათხოვილი ვარ, ბიზნესმენი მეუღლე მყავს, 90-იანი წლებია და გენერატორი მოიტანა, აი, ბაზრობაზე რომ გენერატორები იყო - წითელი და ყვითელი, წითელი გენერატორი იყო, ისე მახსოვს, სამ-ფაზიანი. ვართ გახარებულოები იმიტომ, რომ ამ სამიანზე შეიძლება შუქიც და ტელევიზორიც ჩაირთოს... ღამე სახოკიებმა შეგვატყობინეს გენერატორი მიაქვთო, თან წაიღეს კი არა, მიაქვთო. სახლი მაღალჭერიანია და სიმაღლე სამ სართულზე ცოტა მეტი აქვს. გაჭირვება იყო და პაწაწუნა ტიპი ამოჩოჩებულია, მეოთხეზეა ფაქტიურად, ბაგირს თუ რაღაცას ამოყვა, და რას ვხედავთ მე, დედა და ჩემი მეუღე - მამაჩემი ამ ტიპს ეძახის -

"შვილო, წაიღე ნელა, არ ჩავარდე, შენ გენაცვალე, არ გადავარდე, წაიღე, შვილო, არ გართმევ.." თან დედაჩემს ეუბნება - "შედი, არ გამოხვიდეთ!" ანუ არ ინერვიულოს და ბავშვი არ ჩავარდესო...


15-16 წლის ბიჭი იქნებოდა.

შემოვიდა საშინლად გახარებული, რომ გენერატორი წაიღეს და ის ბიჭი გადარჩა." - თაკო ჩარკვიანი.



0
682
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
682
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0