x
image
დავითი ჩუთლაშვილი
სექსი გერმანიასა და საქართველოში: შემაშფოთებელი ციფრები და სტატისტიკა
კვლევა


მკვლევარებმა გერმანიაში სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნეს. აღმოჩნდა, რომ მამაკაცებს საშუალოდ დაახლოებით 10 პარტნიორი ჰყოლიათ ცხოვრებაში, ხოლო ქალებს – მხოლოდ ხუთი.


კვლევის შედეგები გამოქვეყნდა “გერმანელი ექიმების ჟურნალში”. გამოიკითხა სულ 2524 ქალი და მამაკაცი 14 წლის ასაკს ზემოთ.


თუ რატომ არის ამხელა სხვაობა ქალებსაც და მამაკაცებს შორის გაცემულ პასუხებში, ამაზე ერთმნიშვნელოვანი დასკვნა არ არსებობს. ვიცით მხოლოდ ის, რომ მამაკაცების 8 %-მა განაცხადა, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილა სექსმუშაკთან. არ იყო გამოკითხული ასევე ისიც, თუ რამდენს ჰქონდა სექსი საზღვარგარეთ. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ასევე ჩამორჩენილი და პატრიარქალური კულტურის გავლენაც: დღემდე სექსი მამაკაცისთვის პრესტიჟთან და პოპულარობასთან ასოცირდება, ხოლო ქალისთვის – დამცირებასთან და სამწუხაროდ ასეა მათ შორის გერმანიაშიც.



თუმცა, საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ჩატარებულმა მსგავსმა კვლევამ ბევრად უფრო ექსტრემალური გენდერული დისბალანსი, უთანასწორობა და სექსუალური ჩაკეტილობა აჩვენა: აღნიშნული კვლევის შედეგად გამოირკვა, რომ ქართველი მამაკაცების 43 %-ს და ქართველი ქალების 99 %-ს არასოდეს არ ჰყოლია ერთზე მეტი სექსუალური პარტნიორი ცხოვრებაში.


გერმანიაში ჩატარებული კვლევის შედეგად ისიც გაირკვა, რომ სექსუალურად ყველაზე აქტიური ასაკი 25-დან 29 წლამდეა.


გერმანიაში ვაგინალური სექსი აღმოაჩნდა მამაკაცების 88 %-ს და ქალების 89 %-ს. ორალურად ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაუკმაყოფილებიათ მამაკაცების 56 % და ქალების 48 % (გამოდის, რომ ქალები ამ მხრივ გერმანიაშიც დისბალანსში არიან და 8 %-ით ნაკლები მამაკაცი აკეთებს კუნილინგუსს, ვიდრე ქალი – ფელაციოს).


გერმანელი მამაკაცების 86 % და ქალების 82 % თავს ჰეტეროსექსუალად აღიქვამს. მამაკაცების და ქალების თანაბარ რაოდენობას – მხოლოდ 5 %-ს აღმოაჩნდა საკუთარი სქესის ადამიანთან სექსის გამოცდილება და როგორც ქალების, ასევე მამაკაცების მხოლოდ ერთმა პროცენტმა თქვა, რომ არის ჰომოსექსუალი.


აღმოჩნდა, რომ 25-დან 29 წლამდე ასაკის გერმანელ მამაკაცებს წელიწადში 60-ჯერ აქვთ ვაგინალური სექსი. ქალებს მხოლოდ 47-ჯერ აქვთ აღნიშნული სექსუალური პრაქტიკა წელიწადში. 50-დან 59 წლამდე ასაკის ქალებს სექსი აქვთ 22-ჯერ, ხოლო მამაკაცებს – 34-ჯერ წელიწადში და უთანასწორობა აქაც თვალშისაცემია.


კვლევა


პოლიგამიურობის სტატისტიკაც გერმანელი მამაკაცების სასარგებლოდ მეტყველებს: მამრობითი სქესის წარმომადგენლების 21 %-მა განაცხადა, რომ ერთხელ მაინც ყოფილა ცხოვრებაში უცხო პარტნიორთან მყარი ურთიერთობის ქონის პირობებში. ქალების შემთხვევაში ეს რიცხვი მხოლოდ 15 %-ს შეადგენს.


სექსისგან თავშეკავებას როგორც გერმანიაში, ასევე საქართველოში ძირითადად ანტიმეცნიერული, რელიგიური მოსაზრებები უმყარებს ზურგს. რელიგია ასწავლის ადამიანებს, რომ სექსისგან თავშეკავება ღმერთის მიერ არის მოწონებული, რომ სხეული, "სულისგან" განსხვავებით, რომელიც "უკვდავია", უნდა გაიხრწნას, მიწად და მატლების საჯიჯგნად იქცეს და ამიტომ მისი შეყვარება უსარგებლოა. აი, სამეცნიერო მოსაზრებები კი სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს; მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მიერ ჩატარებული უამრავი კვლევით დადგენლია, რომ სექსისგან თავშეკავება არღვევს იმუნურ სისტემას, ანადგურებს ადამიანების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ონკოლოგიური და სხვა მძიმე პათოლოგიების მიზეზი ხდება.

0
1957
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
1957
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0