x
image
კატაპულტი
კორონავირუსის გავრცელება სულ უფრო საგანგაშო ხდება
image
კორონავირუსმა უკვე დიდი ხანია დატოვა ჩინეთის საზღვრები. ბოლო დღეების განმავლობაში მის გარდა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოხვდა ირანი, იტალია და სამხრეთ კორეა. სიტუაციას ისიც ამძაფრებს, რომ ამ დრომდე დაუდგენელია იმ პირების ვინაობა, ვისგანაც ვირუსი ამ ქვეყნებში გავრცელდა, შესაბამისად, დიდი ალაბათობით, მოსალოდნელია ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა.

ბოლო ინფორმაციით, იტალიაში გარდაცვლილთა რიცხვი უკვე ექვსამდე გაიზარდა. ავსტრიამ და გერმანიამ იტალიასთან სარკინიგზო მიმოსვლა შეაჩერა.

მძიმეა ვითარება სამხრეთ კორეაშიც, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი კატასტროფულად იზრდება. დღეს შუადღისათვის (ადგილობრივი დროით) ვირუსის მატარებელთა რიცხვი 833 იყო. ამ დრომდე სამხრეთ კორეაში გარდაცვლილია 7 ადამიანი.

რაც შეეხება ირანს, აქ გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 12-ა, ხოლო ვირუსის მატარებელია 47 ადამიანი. ერაყმა ირანის მოქალაქეებისათვის საზღვარი დაკეტა.


ვირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის: ბაჰრეინში, ერაყში (ირანის მოქალაქე), ქუვეითი, ავღანეთი, ახალი ზელანდია, საბერძნეთი.

საერთო ჯამში, დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 80 000 ფაქტი, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 2600-ს სცდება.

ევროკავშირი 230 მილიონ ევროს გამოყოფს ეპიდამიასთან საბრძოლველად.


თემასთან დაკავშირებით:

როგორ უნდა დაიცვათ თავი კორონავირუსისგან?!


ქვეყნები ერთმანეთს კორონავირუსის გამო დაუპირისპირდნენ

ახალი აპლიკაცია, რომელიც ადგენს, იყავით თუ არა კორონავირუსით დაავადებულთან კონტაქტში (წაკითხვის დრო 1წთ.)

რა მოხდება, თუ კორონავირუსი აფრიკის კონტინენტზე გავრცელდება?! – საგანგაშო მოლოდინები

2
141
5-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
141
  
2020, 25 თებერვალი, 0:06
უფრო მეტად საგანგაშოა, ვიდრე სტატიაშია მოცემული,უბრალოდ პანიკა უფრო ართულებს სიტუაციას,მაგრამ ზოგადი ინფორმაცია მაინც საჭიროა
2020, 25 თებერვალი, 0:04
მართლაც საგანგაშოა, ნიღბებიც კი არა აქვთ აქ, კაპიკებიანი უბრალო სამედიცინო ნიღბები რას დაიცავს ადამიანს
0 1 2