x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"გათიშულია, აპარატზეა შეერთებული" - ქართველი "ლუი ანდერსონი" უმძიმეს მდგომარეობაშია

image


ნიკუშა ჭიჭიკოშვილი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბავშვია. ის ცნობილი სწორედ იმ ვიდეოთი გახდა, რომელიც პირველ კლასში მისვლისას, ზეიმზე გადაუღეს. ვიდეომ სოციალურ ქსელებში პოპულარობა უმალ მოიხვეჭა. პატარა ნიკუშა უჩვეულო გარეგნობისა და ქცევების გამო ყველას უმალ შეუყვარდა. სულ მალე ბავშვს წამყვანი ქართული ტელეარხების ყველაზე პოპულარული სატელევიზიო გადაცემები სტუდიაში იწვევდნენ და მასზე რეპორტაჟებს ხშირად ამზადებდნენ.~


ამჯერად კი პატარა კიდევ ერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. თუმცა, ამჯერად მის ირგვლივ საკმაოდ არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. რამდენიმე დღის წინნ 10 წლის ნიკუშა ჭიჭიკოშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.


როგორც ოჯახის ვახლობლები აცხადებენ, მას თირკმლის გადანერგვის ოპერაცია ესაჭიროება. როგორც ნიკუშა ჭიჭიკოშვილის მამამ ჟურნალისტებს უთხრა, ამჟამად ბავშვი გათიშულია და აპარატზეა შეერთებული.

0
1490
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1490
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0