x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რა ელის მუსულმან გოგოს,თუ სხვა აღმსარებლობის მამაკაცს გაჰყვება ცოლად
image


მუსლიმურ ოჯახებს განსაკუთრებით არ მოსწონთ, თუ მათი ქალიშვილი განსხვავებული რწმენის მქონე პიროვნებასთან დაქორწინდება.


ქალს, მაგალითად, თუ შეუყვარდა მართლმადიდებელი მამაკაცი, ხშირად მძიმე წინააღმდეგობის გადალახვა უწევს, სხვათა შორის ეს შეეხებათ თავად სიძეებსაც. განსაკუთრებით ეხება იმ ქვეყნებს, სადაც ყურანი მკაცრად არის დაცული.


რას ამბობს ყურანი და ბიბლია?




ყურანი კატეგორიულად უკრძალავს მუსლიმ ქალებს წარმართზე დაქორწინებას. მაშინ როდესაც მუსლიმ კაცებს აქვთ უფლება დაქორწინდნენ სხვა რელიგიის წარმომადგენელ ქალზე.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, ბიბლია ასევე წინააღმდეგია სხვა აღმსარებლობის ადამიანთან ქორწინებაზე. აქედან გამომდინარე, ეკლესია ერთმნიშვნელოვნად გმობს მას.



რა მოხდება, თუ მუსლიმი ქალი სხვა რწმენის კაცზე გათხოვდება?




თუ ოჯახი მკაცრად იცავს ყურანს, მაშინ პირველ რიგში გოგონა მიიღებს მშობლებისა და ყველა ნათესავებისგან გმობას. მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ნათესავებისგან კეთილგანწყობის მიღწევა, თუ სიძეც ისლამს მიიღებს.

გარდა ამისა, არსებობს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი. პირველ რიგში, ეს არის ბავშვები . მუსულმანები თვლიან, რომ მამაკაცმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს შვილების აღზრდას, როდესაც ქრისტიანულ ოჯახებში ეს მოვალეობა ძირითადად დედებს ეკისრებათ.


სწორედ მამას აკისრია, რომ უნდა ასწავლოს ყურანი შვილებს, განათლება მისცეს ისე, რომ იგი იყოს ალაჰის ერთგული მიმდევარი.

ამასთანავე არამარტო ყურანის სწავლა, არამედ საკუთარი მაგალითით აჩვენოს, თუ როგორ უნდა სცეს პატივი მას. შეუძლია ქრისტიანს ამის გაკეთება? პასუხი ცალსახაა.

სავარაუდოდ, მაჰმადიან ქალს მოუწევს შეჩვევა, რომ იგი იქნება მთავარი ბავშვის აღზრდის საქმეში, ამ ნაწილში ყველა ძირითადი პასუხისმგებლობა მას დაეკისრება.

image

მომავალში ასევე იქნება უთანხმოება, თუ რომელი რელიგია უნდა მიიღონ ბავშვებმა. მუდმივი ჩხუბი, კონფლიქტი, გაუგებრობა გამოწვევს დიდი ალბათობით ურთიერთობის დასასრულს.



სხვა მენტალიტეტი და ტრადიციები



ელემენტარულად საქორწილო ცერემონიალიც კი ოჯახებს შორის მრავალ დავას გამოიწვევს. ჭეშმარიტი მუსულმანები არასოდეს დათანხმდებიან დღესასწაულს ქრისტიანული ადათ-წესების შესაბამისად. ჩვეულებრივ, ისინი გამოსავალს პოულობენ ორი ქორწილის გზით. მაგრამ ეს უკვე მატერიალური შესაძლებლობების საკითხია.

მუსლიმებს აქვთ განსხვავებული მენტალიტეტი, ადათ-წესები, ტრადიციები.


სამწუხაროდ, არსებობს რისკი, რომ თავად მეუღლეები მოგვიანებით შეიძლება მივიდნენ დასკვნამდე, რომ ისინი სრულიად განსხვავებული მენტალობის ადამიანები არიან, რაც ურთიერთობის დასრულებას გამოიწვევს.(ეს ელემენტარულ საკვებსაც კი შეეხება)


თავდაპირველად, სიყვარულმა შეიძლება ხელი შეუწყოს ყველა ამ წინააღმდეგობაზე თვალის დახუჭვას, მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, მაგრამ დროთა განმავლობაში წყვილმა უნდა ისწავლოს ორი სხვადასხვა რელიგიური კულტურის გაერთიანება და შეხამება, რაც საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს

თუმცა უნდა აღინიშნოს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში(გასაგები მიზეზების გამო) მსგავსი ქორწინების საკითხი არც ისე მწვავედ დგას. გაცილებით რთული იქნება ქრისტიანი სიძისთვის ისეთ ქვეყნიდან ცოლის მოყვანა, სადაც ყურანს მკაცრად იცავენ:ესაა თურქეთი, ეგვიპტე, მაროკო, საუდის არაბეთი, სირია, ავღანეთი და ზოგიერთ სხვა სახელმწიფო.


image


ასევე იხილეთ


რუსეთის საპატრიარქოს კომისიის თავმჯდომარე ოჯახურ საკითხებში შეხვდა საზოგადოება "OrthodoxBRO-ს წევრებს, დიმიტრი სმირნოვის აზრით "ჩვენთან ქალებს თავადაც არ ესმით რა არის ქორწინება, არ სურთ აღიარონ, რომ "მე უფასო მეძავი ვარ", ამიტომ ამბობენ:სამოქალაქო ქორწინებაში ვიმყოფები.გამარჯობათ!არადა შენ უფასოდ უწევ მომსახურეობას და მორჩა!ისე სხვა შემთხვევაში შენ ცო...

პუბლიცისტი დავით კალანდია შემდეგი შეინაარსის პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში: იეღოვას ერთ უშუალო მოწმესთან მქონდა გააზრებული ლაპარაკი. უფრო სწორედ, ის ლაპარაკობდა, მე გაფაციცებით ვუსმენდი და კითხვებს ვუსვამდი, თვითგანვითარების ამბავში. სულ მინდა გავიგო რა ძალა ადგათ ამ საცოდავებს: ტ**ში კურ...



დღეისთვის მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლში გაკეთებული აქვს სამლოცველო კუთხე, თუმცა ბევრ მორწმუნეს არასწოდად აქვს მოწყობილი, როგორც სამლოცველო კუთხე, ასევე არასწორად აქვს განლაგებული ხატების თანმიმდევრობა, თუმცა არც ესაა მთავარი, პირიქით მეორეხარისხოვანია-პირველ რიგში აუცილებელი ვიცოდეთ, როგორ ვეპყრობით ხატებს, როგორ აღვიქვამთ და როგორ ...


ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა გიორგი გაბუნიას ვიდეომონოლოგს ეხმაურება, სადაც ტელეწამყვანი მღვდლის მხრიდან სექსუალურ შევიწროვებაზე საუბრობს და წერს: "რავი, წაიკითხეთ ))) არასდროს დამიწერია ეს, მაგრამ ჩემმა ახლობლებმა ეს ისტორია იციან და ზოგი მათგანი აქაც მყავს მეგობრებში. ჯერ ეს უნდა ვთქვა: გიორგი ...


intermedia.ge-ზე გამოქვეყნებული მასალები (სტატია, ვიდეო და ფოტო) წარმოადგენს ავტორთა ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია კანონმდებლობით.
intermedia.ge-ს მასალების გამოყენების პირობები
0
852
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
852
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0