x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორ მოვაწყოთ სამლოცველო კუთხე და ხატები როგორ უნდა განვალაგოთ?
image

დღეისთვის მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლში გაკეთებული აქვს სამლოცველო კუთხე, თუმცა ბევრ მორწმუნეს არასწოდად აქვს მოწყობილი, როგორც სამლოცველო კუთხე, ასევე არასწორად აქვს განლაგებული ხატების თანმიმდევრობა, თუმცა არც ესაა მთავარი, პირიქით მეორეხარისხოვანია-პირველ რიგში აუცილებელი ვიცოდეთ, როგორ ვეპყრობით ხატებს, როგორ აღვიქვამთ და როგორ ვლოცულობთ მასზე.


პირველი პრობლემა რაც არის ესაა ფეტიშიზმი, რომელიც ჯერ კიდევ ბიზანტიის იმპერიიდან იღებს სათავეს.


სამწუხაროდ, ეს პრობლემა ახლაც აქტიურია და დიდი დოზირებით არსებობს. ეს არის მაგიური, წარმართული დამოკიდებულება ხატებისადმი, ქრისტესგან იზოლირებული და აღთქმული როგორც კერპი.



სხვათა შორის ყველა მღვდელი ხდება მსგავსი ხასიათის დამოკიდებულებას ხატებთან, ისეთი ურთიერთობებით, როგორებიცაა მაგალითად:" დავკიდებ სახლში ნეტარი ღვთისმშობლის ივერიის ხატს შემოსასვლელში და ყველა განსაცდელი ამცდება".

ხატი ხშირად არასწორად აღიქმება, არა როგორც ღვთისმშობლის გამოსახულება, რომლის საშუალებითაც ქრისტე ჩვენი ხსნისათვის ეზიარა ადამიანთა ბუნებას, არამედ როგორც გარკვეულ ობიექტი, რომელსაც აქვს ძალა, დაიცვას სახლი ბოროტი ძალებისგან თუ სულებისგან.

ხშირად მსგავსი აზროვნების მქონე ადამიანებს ხატების გვერდით ჩამოკიდებული აქვთ ან უდევთ ავი თვალის და ბოტორი ძალების გასადევნი ავგაროზები, თილისმები და ამულეტები რომლებითაც "აშინებენ" ბოროტ სულებს (მაგალითად ისლამური "ფატიმას თვალი", გიშერი, ნალი და ა.შ)"

რატომ არის ასე?იმიტომ, რომ ადამიანს კვლავ წარმართული სისტემით აზროვნებს. ის ხატის საშუალებით ღმერთს კი არ უკავშირდება, არამედ სინამდვილეში თავისი მიწიერი პრობლემების გადაწყვეტას ცდილობს-ეს იქნება მატერიალური თუ სხვა რამ. როგორც ეკლესიური, ასევე ჯადოსნური საშუალებებით.


ამიტომ, კითხვაზე "რომელი ხატები უნდა იყოს სახლში?", პასუხი ასეთია, რომ თქვენ უნდა დაიწყოთ არა სახლიდან, არამედ საკუთარი მე-დან და თქვენი სულისგან.


-ხატები ერთგვარი "ფანჯარაა", რომლის საშუალებითაც მიღმიერ სამყაროს ვუკავშირდებით. კუთხის დანიშნულებაა ოჯახი ბოროტისგან დაიფაროს, გაამხნევოს და ლოცვისკენ მოუწოდოს, სურვილი აღუძრას ღვთის ხმობისა-აღნიშნავს წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია.



ახლა რაც შეეხება ხატების კუთხეს და განლაგებას-თუ ამის საშუალება არის სასურველია აღმოსავლეთის კედელთან იყოს, ამას თავისი დატვირთვა აქვს, მოციქულების თქმით, ქრისტე ხომ აღმოსავლეთიდან აღმობრწყინდა. ამ მხრისკენ მიბრუნება ითვლება მაცხოვრის მოლოდინის მუდმივ ნიშნად.


რაც შეეხება განლაგებას, დაცული უნდა იყოს იერარქია, არ არის სასურველი მაცხოვრის ზემოთ რომელიმე ხატის დადება.

ყველაზე მაღალ ადგილას განთავსდება ჯვარი, გამოხსნის სიმბოლო. შემდეგ ყოვლადწმინდა სამების ხატი. მარჯვნივ მაცხოვრისა, ხოლო მარცხნივ ღვთისმშობლის ხატები.


ქვედა რიგში - წინასწარმეტყველების, მათ გვერდით ან ქვევით - მოციქულთა, მღვდელმთავართა, დიდმოწამეთა, წმინდათადა უვერცხლოთა მკურნალთა ხატები.


თუმცა აუცილებელი არაა სახლში ხატების სიმრავლე, საკმარისია ორიოდე ხატიც გქონდეთ გულით ვილოცოთ მათზე, მოვუაროთ და ისინი ჩვენ თავად გვიპატრონებენ.

image





0
378
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
378
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0