საბუნებისმეტყველო ჰობა – უდიდესი მეტეორიტი მსოფლიოში 2020, 16 თებერვალი, 13:49 ჰობი ანუ ჰობა მსოფლიოს უდიდესი მეტეორიტია. ის მდებარეობს ფერმაში, რომლის სახელწოდება არის “ჰობა ვესტი”, გრუტფონტაინიდან არც ისე შორს, ოტჯოზონჯუპას რაიონში (ნამიბია). ძალიან დიდი მასის გამო, იგი არასოდეს ყოფილა ტრანსპორტირებული იმ ადგილიდან, სადაც დაეცა. მეტეორიტის ძირითადი მასა 60 ტონაზე მეტია, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, ვთქვათ, რომ ის უდიდესი ცნობილი მეტეორიტია პლანეტაზე და ამავე დროს ყველაზე მასიური ბუნებრივი რკინის ნაჭერიც.
ჰობას მეტეორიტი 80 ათასი წლის წინ ჩამოვარდა. დადგენილია, რომ დედამიწის ატმოსფეროში ის იმ წერტილით და იმ აჩქარებით შემოიჭრა, რომ ჰაერთან ხახუნის შედეგად არ დამწვარა და მიწის ზედაპირამდე მოაღწია.
თუ დავუშვებთ, რომ ჰაერის წინაღობის კოეფიციენტი დაახლოებით 1, 3-ს შეადგენდა, მეტეორიტი უნდა შემოჭრილიყო დედამიწის ატმოსფეროში დაახლ. 0, 32 კმ / წმ სიჩქარით, თუმცა, როგორც წესი, მსგავსი ობიექტებისთვის 10 კმ / წმ-ზე მეტია დამახასიათებელი. მეტეორიტი ჰობა ძალიან უჩვეულოა იმით, რომ ის ორივე ფართო ზედაპირზე თითქმის სარკისებურად ბრტყელია, რამაც, დიდი ალბათობით მას შესაძლებლობა მისცა, ატმოსფერო ისე გაევლო, როგორც წყლის ზედაპირზე გატყორცნილ ბრტყელ ქვას. ჰობას მეტეორიტს დაცემისას ირგვლივ არ დაუტოვებია კრატერი და ამიტომ მისი აღმოჩენა შემთხვევითი მოვლენა გახლდათ; მიწის მეპატრონე, იაკობუს ჰერმანუს ბრიტსი ობიექტს მაშინ წააწყდა, როდესაც ხარებშებმული გუთნით საკუთარ ნაკვეთს ხნავდა. ხვნისას ბრიტსმა მოისმინა მეტალის გაკაწვრის ხმა და გუთანი მოულოდნელად შეჩერდა. როცა მიწა გათხარეს, აღმოჩენა თანდათან გამოიკვეთა როგორც მეტეორიტი და ეს ფაქტი თავად ბრიტსმა აღწერა, რომლის მოხსენება გამოქვეყნდა 1920 წელს. ეს დოკუმენტი თქვენ შეგიძლიათ ნახოთ გრუტფონტაინის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. ჰობა არის მეტალის დაფისებური სხეული, ზომით 2, 7X2, 7X0, 9 მეტრი. 1920 წელს მისი მასა 66 ტონამდე შეფასდა, მაგრამ ეროზიამ, სამეცნიერო სინჯების აღებამ და ვანდალიზმმა მისი დიდი ნაწილი წლების განმავლობაში შეამცირა. ამჟამად დარჩენილი მასა დაახლოებით 60 ტონამდეა შეფასებული. მეტეორიტი შედგება დაახლოებით 84 % რკინისა და 16 % ნიკელისგან, თუმცა გააჩნია კობალტის კვალიც. იგი კლასიფიცირებულია როგორც ატაქსიტის რკინის მეტეორიტი, რომელიც მიეკუთვნება ნიკელით მდიდარ ქიმიურ IVB კლასს. მისი რკინის ჰიდროქსიდებიგან შემდგარი ქერქი ადგილობრივია, რაც ნამიბიური ამინდის მეშვეობით არის ჩამოყალიბებული. 518 შეფასება არ არის
|