x
image
კატაპულტი
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დრამატულად იზრდება

image
უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, თუმცა შედეგი არ ჩანს. მრავალ ქვეყანაში ხალხი პანიკაშია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი სწორედ პანიკისგან თავის შეკავებას გვირჩევს. მისი თქმით, პანიკა და ცრუ ინფორმაციები უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე თავად ვირუსი, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ თავად ორგანიზაციის საიტზე არსებული ინფორმაციები აშკარას ხდის, რომ მსოფლიო ეპიდემიის კონტროლს ვერ ახერხებს.

თუ აქამდე ინფიცირებულთა რიცხვი არც ისე სწრაფად იზრდებოდა, ახლა ვითარება შეიცვალა, რაც ივარაუდებოდა კიდეც, და 12 თებერვალს უკვე ერთიანად 14 000-ზე მეტი ახალი ინფიცირებული დაფიქსირდა. რაც შეეხება გარდაცვლილებს, მათი რიცხვი 24 საათში 242-ით გაიზარდა. ამჟამად, ოფიციალურად სულ დაფიქსირებულია 60 000-მდე ინფიცირებული და მინიმუმ 1300 გარდაცვლილი. ამათგან დიდი ნაწილი, ბუნებრივია, ჰუბეის პროვინციაზე ( ჩინეთი) მოდის. საბედნიეროდ, ჩინეთის ხელისუფლებამ დროულად მოახდინა ამ პროვინციის იზოლირება, რამაც შედარებით შეანელა ვირუსის გავრცელება.

კორონავირუსმა ჩინეთის ხელისუფლებაშიც გამოიწვია ცვლილებები, კერძოდ, ჰუბეის პროვინციის პარტიის მდივანი შანხაის ყოფილმა მერმა ჩაანაცვლა. ორი დღის წინ კი პროვინციაში ჯანდაცვის კომისიის ხელმძღვანელები გაათავისუფლეს.

ჩინეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ექიმი, რომელიც ადრეულ ეტაპზევე საუბრობდა მოსალოდნელი შედეგების შესახებ, გარდაიცვალა კორონავირუსით ისე, რომ მას სათანადო ყურადღება არ მიაპრეს შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა.



ასევე საინტერესოა:

კორონავირუსი უკვე ევროპის 8 ქვეყანაშია დაფიქსირებული – რამდენად სწრაფად ვრცელდება დაავადება?!

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში კალიების შემოსევაა ( შემაშფოთებელი ფოტო და ვიდეო-მასალა)

რა მოხდება, თუ კორონავირუსი აფრიკის კონტინენტზე გავრცელდება?! – საგანგაშო მოლოდინები

0
253
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
253
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0