სხვა რა მოხდება, თუ კორონავირუსი აფრიკის კონტინენტზე გავრცელდება?! – საგანგაშო მოლოდინები 2020, 8 თებერვალი, 12:55
კორონავირუსი დედამიწის ოთხ კონტინენტზე უკვე გავრცელებულია, თუმცა განვითარებული ქვეყნები ასე თუ ისე ახერხებენ მასთან გამკლავებას. და რა მოხდება, თუ დაავადება აფრიკაში გამოჩნდება? ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით 30 000 ადამიანზე მეტია ინფიცირებული, გარდაცვლილთა რიცხვი კი 600-ს გადაცდა. აფრიკაში კი, როგორც მოგეხსენებათ, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა ძალზედ მძიმეა, აქ მძვინვარებს მალარიის ეპიდემია, შიდსი, ტუბერკულიოზი, ასევე ქრონიკული დაავადებები - დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. სიტუაციას ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ ამ ქვეყნებში ნაკლებობაა კლინიკების, სამედიცინო პერსონალისა და მედიკამენტების. ყოველივე აქედან გამომდინარე, არაა გამორიცხული, რომ კორონავირუსის კონტინენტზე გამოჩენის შემთხვევაში, მალევე დაინფიცირდეს ასიათასობით ადამიანი, ათასობით კი დაიღუპება. ექსპერტები შიშობენ, რომ მოვლენები ამ სცენარით განვითარდება. ისინი იმასაც არ გამორიცხავენ, რომ ვირუსით დაავადებულები იყვნენ აფრიკის მოქალაქეები, თუმცა ამ დრომდე არ იყვნენ აღრიცხვაზე აყვანილები. როგორც თავშივე აღვნიშნეთ, აფრიკის ქვეყნებსა და ჩინეთს მჭიდრო კავშირი აქვთ ერთმანეთთან. ჩინეთის მოქალაქეები სხვადასხვა ბიზნესებით არიან აფრიკის კონტინენტზე დაკავებულები, აფრიკის მოქალაქეები კი ძირითადად განათლების მისაღებად სტუმრობენ ჩინეთს. შესაბამისად, ასეთი მიმოსვლა ზრდის ვირუსის გავრცელების რისკს. ასევე საინტერესოა: კორონავირუსი უკვე ევროპის 8 ქვეყანაშია დაფიქსირებული – რამდენად სწრაფად ვრცელდება დაავადება?! მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში კალიების შემოსევაა ( შემაშფოთებელი ფოტო და ვიდეო-მასალა)
კიბოთი დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოს მასშტაბით თითქმის გაორმაგდება 599 2-ს მოსწონს
|