სიახლეები კორონავირუსმა პირველად, აშშ-ს მოქალაქე იმსხვერპლა 2020, 8 თებერვალი, 12:16 აშშ-ს საელჩოს ცნობით, ხუთშაბათს, ჩინეთში, ქალაქ უხანში, აშშ-ს მოქალაქე შეეწირა კორონავირუსს. ინფორმაცია ამის შესახებ შაბათს, 8 თებერვალს, CNBC-მა გაავრცელა. ”ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ 60 წლის აშშ-ს მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, გარდაიცვალა 6 თებერვალს, უხანში, ცზინიანის საავადმყოფოში. ჩვენ ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ ოჯახს მისი დაკარგვის გამო. ოჯახის პირადი ცხოვრების პატივისცემის გამო, ჩვენ ვერ გავაკეთებთ დამატებით კომენტარს. ”- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ ეს არის აშშ-ს მოქალაქის დაღუპვის პირველი შემთხვევა. China Daily -ის დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირებულია 34, 000 ათასზე მეტი ადამიანი, 722 გარდაიცვალა, ხუბეის პროვინციაში ბოლო ერთ დღეში გამოვლინდა დაინფიცრების 2841 ახალი შემთხვევა, მთლიანად განიკურნა და საავადმყოფოდან გაწერეს 2000-ზე მეტი პაციენტი. აღსანიშნავია, რომ განკურნებულთა შორის არის 91 წლის მოხუცი, იგი 7 თებერვალს გაწერეს საავადმყოფოდან. 200 2-ს მოსწონს
|