x
image
თორ ნიკე
ჯგირაგი - სვანური მითოლოგია
ჯგირაგი - სვანური მითოლოგია


ჯგირაგი იყო სვანების ღმერთი, რომელიც იქცა ქრისტიანობის შემოსვლის შემდგომ წმინდა გიორგად (გივარგი). ჯგირაგის კულტს განსაკუთრებით ჰქონდა მოკიდებული ფეხი სვანეთში. ესაა ერთ-ერთი უზენაესი ძალა, სიკეთის მფარველი, ბოროტების დამთრგუნველი, გაჭირვებულის შემწე და ქომაგი, მითები და წარმოდგენები იძლევა საფუძველს დავასკვნათ, რომ ამ სახეში წარმართული ელემენტი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ქრისტიანული. ამ გაგებით ის ერწყმის ზოგადქართულ გიორგის. საფრთხეში ჩავარდნილი სვანი პირველად სწორედ ამ ღმერთს უხმობს - "ჯგირაგ სილამეშდ!" (ჯგირაგ შემეწიე!); სახიფათო გზაზე და ხიდზე მიმავალი მას ევედრება - "ჯგურაგ ბოგეშ", - ლახამულის ხიდის წმინდა გიორგი და გირგედი - იმავე სოფლის მრგვალი ხატი - მთავარი სალოცავი იყო მთელ მხარეში. ჯგურაგი ეხმარება მონადირეს ავ დალებთან ბრძოლაში, უღელტეხილზე, დევებთან შებმაში.


ჯგირაგი


ჯგირაგმა (ძირი ალბათ იგ. გიმ, გე, მიწა) შეისისხლხორცა ქრისტიანული წმინდანის სახე. ჯგურაგის რწმენა სვანეთში დიდხანს შემორჩა, როგორც სიტყვის მასალა და მოხუცებში - პირდაპირი აზრითაც. ცნობილია ასეთი ეპიზოდი - ვინმე სვინჩილდს რატომღაც ძლიერ სძულდა სოფელი ლახამულა. ერთხელ, ქელეხიდან მიმავალნი ამ სოფელს გაუსწორდნენ. სვინჩილდმა მაღლიდან სოფელს დახედა და თავისთვის რაღაცის ლაპარაკს მოჰყვა. ერთი იმ სოფლის მკვიდრი წამოეწია და ჰკითხა: "ვერ გავიგონე სვინჩილ, რაზე ლაპარაკობდი ახლა?", "თქვენს სოფელს ვლოცავდი". "კეთილი! მაშ, როგორ ლოცავდი, ისე მშვიდობით გატაროს დღეს ლახამულის ჯგირაგმა!" იმ საღამოს სვინჩილდს ხიდი ჩაუტყდა და ენგურმა შთანთქა. ხალხმა შემთხვევა ჯგირაგის სამართალს, მის ძალასა და რისხვას მიაწერა. ჯგირაგს უკლავდნენ მამალს, ხბოს, ვაცს, ხარს და ცხვარს.



წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.


ჯგირაგი



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
184
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
184