x
image
თორ ნიკე
Mediator image
აფხაზურ-ადიღური ენობრივი ოჯახი და აფხაზურ-ადიღური ეთნოსები
აფხაზურ-ადიღური ენობრივი ოჯახი და აფხაზურ-ადიღური ეთნოსები


ჩრდილო-დასაავლეთ კავკასიური ენობრივი ოჯახი (Northwest Caucasian language family / Abkhazo-Adyghean language family) ასევე წოდებულია, როგორც აფხაზურ-ადიღური ენობრივი ოჯახი. ამ ხალხის სამშობლო და ისტორიული ტერიტორია არის დღეს მოქცეული რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ რუსეთის ფედერაციის 3 რესპუბლიკაში: ადიღეაში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში და ყაბარდო-ბალყარეთში. ძველ დროში აფხაზურ-ადიღური ოჯახის ეთნოსები ასევე განსახლებულნი იყვნენ კრასნოდარის მხარის სტავროპოლის მხარის ნაწილში. მათი ერთ-ერთი ეთნოსი, კერძოდ აფხაზები ისტორიულად ცხოვრობენ საქართველოს ისტორიული რეგიონის - აფხაზეთის ნაწილში. აფხაზურ-ადიღური ტომები საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე, კერძოდ აფხაზეთში შემოვიდნენ ჩრდილოეთ კავკასიიდან კოლხეთის სამეფოს ან ლაზიკას სამეფოს პერიოდში პირველ ტალღებად, ეს ეთნოსები აფხაზეთის ტერიტორიაზე საუკუნეების განმავლობაში თანაცხოვრობდნენ და ამგვარად თანდათან მოხდა ადგილობრივ ზანურ და სვანურ მოსახლეობასთან შერევა როგორც გენეტიკური, ასევე კულტურული. ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ მოხდა ჩრდილოეთ კავკასიიდან აფხაზეთის სამთავროს ტერიტორიაზე ახალი აფხაზურ-ადიღური ხალხის ახალი ტალღის შემოსვლა.


ჩრდილო-დასავლეთ კავკასიური ენობრივი ოჯახი იყოფოდა 3 განშტოებად (სამ ჯგუფად, სამ ქვეოჯახად), ესენია:

1. აფხაზურ-აბაზური ენები (Abkhaz-Abaza languages)


2. ჩერქეზული ენები (Circassian languages)

3. უბიხური ენა (Ubykh language) - მკვდარი ენა.


აფხაზურ-ადიღური ენობრივი ოჯახი და აფხაზურ-ადიღური ეთნოსები


აქედან, უბიხური ენა უკვე მკვდარი ენაა და მასზე აღარავინ საუბრობს. ამიტომ დღეს ჩრდილო-დასავლეთ კავკასური ენობრივი ოჯახი იყოფა 2 განშტოებად.


აფხაზურ-აბაზური ენებია:

1. აფხაზური ენა (Abkhazian language);

2. აბაზური ენა (Abaza language);


ჩერქეზული ენებია:

1. ადიღეური ენა (Adighe language)

2. ყაბარდოული ენა (Kabardian language)


ეთნოსის ყველაზე მარტივად განმარტება და განსაზღვრა ხდება ენის მიხედვით. თუ ხალხთა რომელიმე ჯგუფს აქვს ცალკეული საკუთარი ენა, მაშინ ის ითვლება ცალკე ეთნოსად. თუმცა პოლიტიკური საკითხების სირთულის გამო, ეთნოსს ზოგჯერ სხვადასხვავარი განმარტება ეძლევა. იმდენად, რომ შესაძლოა ერთსა და იმავე ენაზე საუბრობდეს რამდენიმე სხვადასხვა ცალკეული ხალხი თუ ერი და ისინი ითვლებოდნენ სხვადასხვად იმიტომ, რომ განსხვავებული პოლიტიკური, იდეოლოგიური, რელიგიური, კულტურული თუ რასობრივი მონაცემები ჰქონდეთ შეძენილი დროთა განმავლობაში. და პირიქით, შესაძლოა სხვადასხვა ენაზე საუბრობდეს ორი ან მეტი ხალხი, მაგრამ თავს მიიჩნევდეს და თვლიდეს ერთ ეთნოსად პოლიტიკური, კულტურული, იდეოლოგიური, რელიგიური, რასობრივი და საერთო ისტორიული მიზეზების გამო.

თუ გავამარტივებთ და განსხვავებულ ეთნოსად ჩავთვლით უბრალოდ ერთმანეთისგან განსხვავებული ენის მქონე ხალხებს, მაშინ, შეგვიძლია წარმოვადგინოთ ჩრდილო-დასავლეთ კავკასიელთა ეთნოსების, ანუ აფხაზურ-ადიღური ეთნოსების სია:


1. აფხაზები / აფსუები

2. აბაზები

3. ადიღეველები / ადიღეელები

4. ყაბარდოელები


ამგვარად, არსებობს სულ 4 აფხაზურ-ადიღური ენა და შესაბამისად 4 აფხაზურ-ადიღური ეთნოსი. აქედან ადიღეელები და ყაბარდოელები იწოდებიან ერთობლივად ჩერქეზებად. ხოლო ერთიანად ჩერქეზები იყოფიან 12 სუბ-ეთნოსად, 12 ტომად, ესენია: აბძახები (Abdzakh), ბესლენები (Besleney), ბჟედუხები (Bzhedug), ჰათუქვაები (Hatuqwai), ყაბარდოელები (Kabardian), მამხეღები (Mamkhegh), ნათუხაები (Natukhai), შაფსუღები (Shapsug), თემირგოები (Temirgoy), უბიხები (Ubykh), იეგერუქვაები (Yeguruqwai) და ჟანეები (Zhaney).


აფხაზურ-ადიღური დომინანტური ფენოტიპებია: პონტიდი, ჩრდილოეთ პონტიდი და მთებიდი.


პონტიდი

ჩრდილოეთ პონტიდი

მთებიდი


ამ ხალხის (აფხაზურ-ადიღური მოდგმის) ისტორიული, ტრადიციული ფენოტიპების (გარეგნობის) და კულტურის გასაცნობად, შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ბმულებზე: ჩერქეზები, ჩერქეზული ფენოტიპები, ჩერქეზეთი.



კრებულები

1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. მეცნიერება - ნაწილი V

6. სხვადასხვა - ნაწილი I

7. სხვადასხვა - ნაწილი II

8. ქართული მითოლოგია

9. რელიგია

10. საქართველო - ნაწილი I

11. საქართველო - ნაწილი II

12. ქართული სახელმწიფოები

13. პროტოქართველები

14. კავკასიური კულტურები

15. პარანორმალი

16. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

17. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
102
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0