ბუნება ჩუმად კვდება. ფოტოები, რომლებიც ველურ სამყაროზე წარმოდგენას შეგაცვლევინებთ
ბევრს იმ მასშტაბის წარმოდგენაც კი არ შეუძლია, თუ რა ზიანს ვაყენებთ ბუნებას. ხოლო, ამ სურათებს პრობლემის შესახებ, სიტყვებზე მეტის თქმა შეუძლიათ:
ათასწლოვანი მყინვარის დნობა, ნორვეგია
იმის გამო, რომ ოკეანის დონე იზრდება, შესაძლებელია, მალდივის კუნძულები (და არა მარტო) ჩაიძიროს.
წითელი ხიზილალა თუ გიყვართ, უნდა იცოდეთ, რომ ეს ფოტო, მისი მოპოვების შემდეგ არის გადაღებული.
სერფერი, ინდონეზია
ტყის გაჩეხის შედეგი, კანადა
ალმოდებული ნავთობის ლაქა, მექსიკის ყურე
ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგური დიდ ბრიტანეთში
ასე გამოიყურება მეხიკოს მჭიდროდ დასახლებული უბნები, რომლებშიც ბუნების ნასახიც კი არ არის:
უკომენტაროდ...
დელფინების მასობრივი მკვლელობის სისხლიანი შოუ — ყოველწლიური დღესასწაული ფარერის კუნძულებზე (დანია)
შავი გრინდის სახეობის დელფინები უწყინარი და ცნობისმოყვარ ცხოველები არიან. ისინი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ ადამიანებისთვის და როდესაც დელფინებზე სანადიროდ ახალგაზრდა მამაკაცები და მოზარდები სანაპიროზე გადიან, მათ მკვლელებისთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლიათ. ამ სისხლიანი რიტუალის შემდეგ, ახალგაზრდები ზრდასრულები ხდებიან, ხოლო მოკლული დელფინების ხორცს კუნძულის მოსახლეობა ინაწილებს.
ამ უძველესმა ტრადიციამ, რომელიც უკვე ასწლეულებს ითვლის, დიდი ხნის წინ დაკარგა რეწვის მნიშვნელობა და სპორტულ გართობად იქცა, რომელსაც ყოველწლიურად, 300-დან – 1000-მდე დელფინი ეწირება.
ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალი, იმაზე რაც ირგვლივ ხდება, რადგან გულგრილობა ამ შემთხვევაში, დანაშაულის თანამონაწილეობის ტოლფასია. ბუნებასთან მიმართებაში საკუთარი ქცევის კონტროლს, თუნდაც პატარა ქმედებას, ლოკალურ დონეზე, დადებითი მიმართულებით, საბოლოო ჯამში, ბევრი რამის გამოსწორება შეუძლია!
დღეს, უამრავი ფოტოკონკურსი ტარდება (Comedy Wildlife Photography Awards, Siena International Photo Awards, Wildlife Photographer of the Year და Underwater Photographer of the Year), რომელზეც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ცხოველების საუკეთესო სურათები იყრის თავს. და თუ ბუნებას არ გავუფრთხილდებით, ბოლოს და ბოლოს, ეს საოცარი არსებები გაქრებიან და მათი ნახვა მხოლოს სურათებზე შეგვეძლება. აქ კი, ფოტოებს წარმოგიდგენთ, რომლებზეც კარგად ჩანს, რომ ცხოველებიც მოაზროვნე არსებები არიან, მათაც აქვთ გარკვეული ინტერესები გარე სამყაროს მიმართ, ისინიც ისევე განიცდიან ყველაფერს, როგორც ჩვენ, მაგრამ საკუთარ ხმას ვერ გვაწვდენენ...
«დანაშაულზე მიასწრეს»
"Caught In The Act" by Mary McGowan
«მოღიმარი ლურჯი ზვიგენი»
"Smiling Blue Shark" by Tanya Houppermans
«მოთვალთვალე»
"Peek-a-boo" by Shane Keena
«ფოტოგრაფი დათვი»
"Wildlife PhotograBear" by Roie Galitz
«შერკინება –
ის წააგებს, ვინც პირველი დაახამხამებს»
"So There" by Barney Koszalka
«ფრთხილად იარეთ» –
ყველას აფრთხილებს დათვი
"Drive Safe" by Jonathan Irish
«2–
1-ში – ფარშავანგის კუდიანი მარტორქა»
"Rhinopeacock" by Kallol Mukherjee
«გაფართოება»
"Split" by Geert Weggen
სელაპი «აბირჟავებს»
"Laughing Seal — Oh, I just got it!" by Brian Valente
«შენ დაუკარ!!!»
Untitled by Jasmine Vink
«თანამგზავრი»
"Hitching A Ride" by Daisy Gilardini
«ცნობისმოყვარე დელფინი» («რეალობის პირისპირ»)
"Facing Reality" by Amos Nachoum
«სიმშვიდე»