x
image
ლურჯი თოლია
საქართველოს დედოფლები - მარიამ არწრუნი - საქართველოს რეგენტი მმართველი

დედოფლის წოდება მან საქართველოში ალბათ ყველაზე ღირსეულად ატარა. საქართველოს მეფის, გიორგი I-ის (1014-1027 წწ.) მეუღლემ, ვასპურაკანის სომხური სამეფოს წინამძღოლ სენექერიმ არწრუნის ქალიშვილმა, დედოფალმა მარიამმა. ის მეფე გიორგიზე 1014 წელს დააქორწინეს, არამ პოლიტიკური მიზეზებით გიორგ იძულებული გახდა მას გაყროდაა და ოსთა მეფის ასულზე დაქორწინებულიყო (სავარაუდოდ 1024 წელს).

image

მარიამ დედოფალი იყო ბაგრატ IV-ის დედა. მარიამი მცირეწლოვანი ბაგრატის მეფობის დროს აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის მართვაში. შეეცადა ბოლო მოეღო დაუცხრომელი შინაფეოდალური ბრძოლებისათვის, რითაც სარგებლობდა ბიზანტია და ცდილობდა მიწები წაეგლიჯა საქართველოსათვის. 1031 წელს ბრწყინვალე ელჩობა გასწია კონსტანტინოპოლში - ბიზანტიასა და საქართველოს შორის უაღრესად დაძაბული სიტუაცია მშვიდობითა და ერთობით დაასრულა. მარიამი 1031-1032 წლებში შეეცადა შემოერიგებინა ბაგრატ IV-ის ნახევარძმა დემეტრე, რომლის გამეფება მეფის მოწინააღმდეგე დიდ აზნაურებს სურდათ.

მარიამისა და ბაგრატ IV-ის დამოკიდებულება კი მართლაც რომ განსაკუთრებულია. საქართველოს ისტორიაში იშვიათია დედის ესოდენი წვლილი შვილის პოლიტიკურ კარიერაში. ყველა კრიტიკულ მომენტში მარიამი ბაგრატის გვერდითაა. ეს გასაოცარი ენერგიის ქალი ძალ-ღონეს არ იშურებს ბაგრატის საქმეთა წარმატებისთვის, არ ერიდება შორეულ ვიზიტებს კონსტანტინოპოლში, რთულ მოლაპარაკებებს ანისსა და ანაკოფიაში. შვილთან ერთად იღვწის კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის წარსამართავად. ბაგრატის დამოკიდებულებაც გამორჩეულია დედისადმი. ყველაზე რთული და ორჭოფული საქმეების მოგვარებას მეფე ხომ სწორედ მას ანდობს, ეს მჭიდრო და შეიძლება ითქვას, სათუთი დამოკიდებულება დედა-შვილს შორის განსაკუთრებით ბაგრატის გარდაცვალების დღეს გამოვლინდა. სამშვილდის ტბასთან დასნეულებული მეფე ტახტით ქართლში გადმოიყვანეს. აქ დიდებულები და მისი ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. შვილის, გიორგის ანდერძით მეფედ გამოცხადების შემდეგ ავადმყოფმა დედას მიმართა: "დედა, ყველაზე მეტად შენ მეცოდები, რამეთუ ყველაფერი ის, რაც შექმენი, ჩემი სიკვდილით წინ წაგიქციე, ვაი რომ, დიდხანს არც შენ იცოცხლებ". უცნობია მისი გარდაცვალების თარიღი.

0
392
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
392
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0