სხვა გაიცანით: ბეტონის მილებისგან აშენებული სახლი ახალგაზრდებისთვის 2020, 22 იანვარი, 17:18 ნიჭიერმა ახალგაზრდა არქიტექტორმა ჰონგ-კონგიდან იაფი სახლების აშენების უნიკალური მეთოდი იპოვა, რომ დასაქმებულ ახალგაზრდებს პირველი საკუთარი საცხოვრებელი ბინის შეძენაში დახმარებოდა.
რით არის ეს სახლები ასეთი ხელმისაწვდომი? არქიტექტორის პროექტით, ახალი სახლი ბეტონის საკანალიზაციო იქნება აგებული.
რისთვის არის საჭირო ასეთი სახლი? საცხოვრებელ ფართებზე ფასების მუდმივი ზრდა და არასტაბილური ეკონომიკური სიტუაცია ახალგაზრდა სამუშაო ძალას საკუთარი საცხოვრებლის შეძენაში ხელს უშლის. ადგილობრივმა არქიტექტორმა, ჯეიმს ლოუმ ეს პრობლემა გააცნობიერა და ახალგაზრდებს ხელმისაწვდომი საცხოვრებლისთვის იაფი გზა შესთავაზა. ლოუს გასაოცარი იდეა არატრადიციული და იაფი მასალის გამოყენებას გულისხმობს, მაგალითად, კანალიზაციის ბეტონის მილი. პრობლემის ეფექტური გადაწყვეტილება ასეთი სახლის შექმნის კონცეფცია მიმართულია იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც ჰონგ-კონგის სამუშაო ძალის ნაწილი გახდნენ და საცხოვრებელი ბინის შეძენა სურთ. ამერიკის დემოგრაფიული სააგენტოს თანახმად, ჰონგკონგი ზედიზედ 7 წელი მსოფლიოს იმ ათეულში შედის, სადაც ბინის შეძენა რთულია. სწორედ ამიტომ, ლოუმ ამ დაბრკოლების გადალახვა გადაწყვიტა. მისმა კომპანიამ James Law Cybertecture უნიკალური და ძალიან მომგებიანი პროექტი შექმნა. როგორი იქნება ახალი სახლი? სახლი ასეთი ბეტონის მილებისგან იქნება აგებული. ეს სქელი და ფართო ბეტონის მილი ქალაქის საკანალიზაციო სისტემისთვის გამოიყენება. თუმცა ჯეიმს ლოუ მის გამოყენებას სახლის სრულად მოსაწყობად გირჩევთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საცხოვრებლად მილის შიგნით საკმაოდ პატარა ფართია, მაგრამ ბეტონის მილი შესანიშნავი სამშენებლო მასალაა: ის ცეცხლის, ქარის, ცხელი ამინდის და ხმაურისგან დაგიცავთ. გარდა ამისა, სახლი დიდ წნევას გაუძლებს. რაც ყველაზე საინტერესოა, ლოუ ინტერიერის უკვე მზა კონცეფციას გვთავაზობს - პირველი აუცილებლობის ფუნქციური ავეჯი, დასაკეცი დივანი, რომელიც ლოგინის ფუნქციასაც ითვისებს, პატარა მაცივარი და რამდენიმე ნივთი. შეზღუდული სივრცე პატარა, მაგრამ სრულყოფილად აღჭურვილ სამზარეულოს და სააბაზანოს მოიცავს. ბეტონის მილის დიამეტრი 2, 5 მეტრს შეადგენს. კომპაქტური და კარგად მოფიქრებული კონსტრუქციის თანახმად სახლი შეიძლება მრავალოთახიან კომპლექსად იყოს მოწყობილი. მილები შეიძლება ერთმანეთს მარტივი კიბით დაუკავშირდნენ. ეს არა მხოლოდ ფულის, არამედ სივრცის ეკონომიას იძლევა, რაც მჭიდროდ დასახლებული ქალაქებისთვის მნიშვნელოვანია. ბეტონის აშენებული სახლების ხელმისაწვდომი ფასი 120 ათასი ჰონგ-კონგური დოლარია, ანუ 15 ათასზე ცოტა მეტი ამერიკული დოლარია. ამ ეტაპზე სახლი პირველი ფუნქციური პროტოტიპის სტადიაზეა. ასევე დაგაინტერესებთ: რა არის უჩვეულო ამ სახლებში? ეს სახლი 500 წლისაა. შიგნიდან ნახვისას მეტყველების უნარს დაკარგავთ 14 ყველაზე უცნაური სახლი მსოფლიოში, სადაც ადამიანები ნამდვილად ცხოვრობენ სახლი იაპონიაში - არ დაიჯერებთ, მაგრამ შიგნიდან უფრო დიდია, ვიდრე გარედან ვისაც ეჩქარება: იტალიელი არქიტექტორი სახლს მხოლოდ 6 საათში აგიწყობთ მაქსიმალური ეკონომია: ავტოსახლი მზის ბატარეებზე 579 შეფასება არ არის |